მწარეს ბლოგი

chez moi

Things that I hate

on მარტი 8, 2010

Oh, well, გამომდინარე იქიდან, რომ უკვე დავწერე, თუ როგორ არ მიყვარს გაზაფხული, გადავწყვიტე ბარემ აქვე ჩამოვთვალო ყველაფერი ის, რასაც ვერ ვიტან, უფრო სწორად, ყველაფერი რაც ერთბაშად გამახსენდება! არ ვიცი, რატომ მაქვს ამგვარი პოსტების წერის სურვილი, როგორც ასეთი მშვენიერ ხასიათზე ვარ, მაგრამ იყოს ასე, გაგაცნობთ ჩემს ჰეით–ლისტს, მერე, ოდესმე იმაზე დავწერ, რაც მიყვარს. ამრიგად, როგორც წესი, მაღიზიანებს/ვერ ვიტან:

საკვებიდან:

  • თევზეულს და ზღვის პროდუქტებს;
  • ბევრ ზეთში შემწვარ ან ხახვიან კარტოფილს და მაკარონს;
  • შაქარმოყრილ მაკარონს;
  • კუჭმაჭს;
  • ხაჭოს;
  • ყველა სახის “სურნელოვან” ყველს.

საზოგადოებრივ ფენომენთაგან:

  • რბილ და მაგარ “ლ”–ს;
  • ქართული ენის წამება–დამახინჯებას, როგორც წერისას, ისე ზეპირ მეტყველებაში;
  • ქელეხებს;
  • წრეგადასულ ფანატიზმს, ობიექტის მიუხედავად  (შიგადაშიგ ამისტებს და იმისტებსაც);
  • ხალხს, რომელთათვისაც კანონის მორჩილება სამარცხვინოა, პოლიციელები კი– კაცობრიობის ბოროტი საწყისის გამოვლინება (არაა საუბარი დღევანდელ ქართულ პოლიციაზე (რომელსაც არაფერს ვერჩი), არამედ ზოგადად ინსტიტუტზე);
  • მძღოლებს, რომლებიც წითელზე არ აჩერებენ;
  • ფსევდომორწმუნეებს, რომლებსაც თავი წმინდანები ჰგონიათ, აქვე,  რელიგიით მანიპულირებას;
  • ნებისმიერი რელიგიის დაცინვას;
  • ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთს მისტირიან, დაგვიპყროს, მერე  უკეთესად ვიცხოვრებთო;
  • ნაგვის არასათანადო ადგილას დაყრა/დამყრელებს;
  • ძალით “პრადვინუტებს”;

პიროვნული მახასიათებლებიდან:

  • თანამდებობით გაფუჭებულ ადამიანებს;
  • მლიქვნელებსა და ქვემძრომებს;
  • არათავაზიანებს;
  • ძალიან არაგალანტურ ბიჭებს;
  • დებილ ქალებს (აქ არ იგულისხმება ტუჩებდაპრუწული ლამაზმანები);
  • მოხუცებთან უხეშად მოლაპარაკე ხალხს;
  • ზურგსუკან ჭორაობას;
  • მეშჩანობას;
  • გარეგნობის ან ჩაცმულობის გამო ვიღაცის დაცინვას;
  • ინტერნეტსივრცეში წერისას ზედმეტი ასოების ან სასვენი ნიშნების გამოყენებას (როგორ ხარრრრრრრრ? მართლა???????? და ა.შ);
  • სასვენი ნიშნების საერთოდ არ გამოყენებას;
  • ზოგიერთ ზმნაში “მ”–ს მაგივრად “ვ”–ს გამოყენებას (მაგ. სვავს)

(ეს ბოლო სამი პიროვნულ მახასიათებლებში იმიტომ გავიყვანე, რომ ადამიანზე შთაბეჭდილებას სერიოზულად მიფუჭებს, თუმცა იმდენად ხშირია, რომ შეიძლებოდა ზედა კატეგორიაში ჩამეწერა).

ჩემთან მიმართებაში:

  • უყურადღებობას;
  • მენტორული ტონით ჭკუის დარიგებას;
  • ჩემი არჩევანის შეზღუდვის მცდელობას;
  • უხეშობას;
  • ჩემს გათხოვებაზე ზრუნვის მცდელობას;

კულტურულ ფრონტზე:

  • ფილმებს, სადაც მხოლოდ ისვრიან;
  • ზედმეტად ხმაურიან მუსიკას;
  • პლაგიატს;
  • უნიჭო ლექსებს;
  • სამნოტიან სიმღერებს.

პროფესიულ სფეროში:

  • საგადასახადო სამართალს;
  • არაპროფესიონალ ადვოკატებს (ამათზე აქ დავწერე);
  • “ტელევარსკვლავ” ადვოკატებს (აქ ნახეთ რასაც ვგულისხმობ)

მეტი არ მახსენდება. არც ისე დიდი სიაა, კაცმა რომ თქვას, რაც მიყვარს, გაცილებით ბევრია!

Advertisements

6 responses to “Things that I hate

  1. Giga ამბობს:

    მე არ ვერ ამიტან ე.ი.:) თუმცა, ხაჭო მიყვარს:) მე იცი რას ვერ ვიტან… აი, რაღაც ძალიან ჭკვიანურის თქმა, რომ უნდათ რატომღაც და ძალიან მარაზმი რომ გამოსდით. აი, მაგალითად:

    * გუშინ ვერ წავედი. ბორჯომიდან ბაკურიანში ტრანსფორმატორი არ დადიოდა.

    კიდე ვერ ვიტან: ჰელსინკის ფორმას ჰელსინკში, ბიორკის – ბიორკიმ და ამ პოსტს: http://popularpopcorn.blogspot.com/2010/02/blog-post_25.html, რომელიც თინა კანდელაკივითაა:) ან უფრო გასაგებად – ვასილი ნეტარის ტაძარივით, სადადაც ყველა წინადადებას, თავისი ”გუმბათი” აქვს:))

  2. unaamarga ამბობს:

    “მე არ ვერ ამიტან ე.ი.:)” – ანუ გამოდის, რომ ძალიან არაგალანტური ხარ, ან მოხუცებთან უხეში ან ქუჩაში ნაგავს ყრი და ზურგსუკან ჭორაობ! 😛 ფანატიკოსს და თანამდებობით გაფუჭებულს აბა არ გავხარ! 🙂 ხო, პოსტს რაც შეეხება, Ew, ეს რა იყო?! 🙂

    • Giga ამბობს:

      პირიქით… :)) ”არ ვერ ამიტან”-ში ამიტანს ვგულისხმობდი:))) უი, კიდე ”რამოდენიმე” არ მიყვარს, ”კარგათ” არ მიყვარს, თუმცა ხშირად ვიყენებ ონლაინ-კომუნიკაციისას ”კიდე”-ს, ”რო”-ს, ”ხო”-ს და ”მარა”-ს :)) თუმცა, ჩემი თავის ვერ ატანა, გადამეტებული იქნება:)))

      • unaamarga ამბობს:

        აა, მე არასწორად გავიგე! 🙂 “ხო”–ს და “მარას” თვითონაც ხშირად ვიყენებ და it’s OK! 🙂

  3. Sophie Golden ამბობს:

    ლოლ
    ეჰ…
    არადა ცხოვრება სულ ეგეთი “ვერ ვიტანებითაა” სავსე და ამაზე რომ ვიფიქრო, გავაფრენ 😀 😀 😀
    [აუ, მე კიდევ ვაფრენ ხახვიან მაკარონზე.]

  4. anushka ამბობს:

    ooo, me miyvars sagadasaxado! oghond ratom arvici… miuxdeavad imisa rom jiuti bavshvivitaa xandaxan tu gaxedni (qartuli sagadasaxados xelshi) siamovnebaa!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: