მწარეს ბლოგი

chez moi

Surviving spring

on მარტი 11, 2010

ოდესღაც ვიღაცამ დამწყევლა, გაზაფხულზე ალერგია ალერგიად გკლავდეს და გრიპიც აუცილებლად გემართებოდესო! თუ ოდესმე გავციებულვარ ან რაიმე ვირუსი შემყრია, ეს აუცილებლად გაზაფხულზე ხდებოდა. არ ვიცი, ჩემს იმუნიტეტს სძინავს საღათას ძილით, თუ მართლა წყევლაა, მაგრამ ასე კი ხდება! არადა, იმდენი სხვადასხვა ვიტამინების კომპლექსს ვიღებ ბოლო თვეებია, ძარღვებში სისხლის მაგივრად C ვიტამინი უნდა მედგას, მაგრამ მაინც არაო! სამსახურიდან პრაქტიკულად მოვხოხდი და მთელი საღამო მეძინა. ახლაც ლეპ–ტოპი ზედ გულზე მადევს და ისე ვცდილობ დაპოსტვას! არ ვიმჩნევ, რომ ცუდად ვარ. ხვალ სახლში დავრჩები, მერე შაბათ–კვირაც მომისწრებს, ორშაბათამდე კი ან მოვკვდები ან მოვრჩები! 😉

მარტო ცხოვრების პირველი და ჯერ–ჯერობით ერთადერთი მინუსი: თუ სამზარეულომდე მიღწევის თავი არ გაქვს, ჩაის ვერ დალევ!

თავი საშინლად მტკივა და საკმარისია გვერდზე გადაბრუნება ვცადო, ვეღარ ვსუნთქავ! იმედია, ეგზომ მრისხანე ღორის გრიპი არ მჭირს! ეჰ, ჯობია ისევ დავიძინო, მეტი არაფერი ხეირი ჩემგან არაა! ა, ხო, მერიკო, თუ აქაც შემოხვალ და დამიწერ გაზაფხული რატომ არ გიყვარს, ის ხომ ასეთი კარგიაო, შედეგები შენს თავს დააბრალე! 😛

Advertisements

6 responses to “Surviving spring

  1. notespost ამბობს:

    ტკბილი ძილი და გამოჯანმრთელება 🙂 🙂 😛

  2. kikito ამბობს:

    mec ver vitan da mec alergia maqvs exla 😦 saxeze ise maqvs kani amomshrali ro ravici 😦

    anu marto cxovrob xo? ra bednieri xar eh 🙂

  3. D@niko ამბობს:

    Surviving spring – That’s what I’m Doing!

    შენსავით სასტიკად ცუდად ვარ…

    ყველაფერი ერთად მტკივა, თავი, ყური ღრძილი, და ყველა ბედნიერებასთან ერთად სიცხეც მაქვს თავისი სურდო-ყელის ტკივილით…

    გამოჯანმრთელებას გისურვებ! 😉

  4. daliela ამბობს:

    ოოჰ მწარეეე… 😀
    ჩავარდა ეხლა შფოთში .. მაგაი ვერ უძლებ გოო? რას ქვია ცუდათ ხარ? გრიპმა არ უნდა დაგაჩოქოს. წინ!!!!!!!!!!

  5. unaamarga ამბობს:

    ყველას დიდი მადლობა!
    @kikito, კი მარტო ვცხოვრობ და, ძირითადად, ეს ძალიან მაგარია!

    @D@niko, მეც ყურის და თვის ტკივილით დამეწყო. ვირუსია მგონი, ჩემს სამსახურში კიდევ ოთხს ჰქონდა მსგავსი სიმპტომები.

    @ daliela, ვერ დამაჩოქებს! 😉

  6. Sophie Golden ამბობს:

    იმედია, დღეს უკეთ ხარ. გაზაფხულზე იმუნიტეტი მართლა ძალიან სუსტდება, ჩემ გარშემო ყველას სურდო აქვს.
    რამე კარგი მხარე უპოვე ამას და ისე შეხედე 😉 მაგალითად, ფილმები ნახე და მეგ რაიანი გაიხსენე “You’ve got mail”-ში, უცებ ვიღაცამ რომ დაგირეკოს და გვირილები მოგიტანოს… 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: