მწარეს ბლოგი

chez moi

Sunny and Dreamy!

on მარტი 23, 2010

დღეს უკვე გავაგებინე ფეისბუქს, რომ ბედნიერებისათვის ლურჯი ცა და მზეც მყოფნის! ზოგადად, რაც საკუთარ თავში ძალიან მომწონს, გუნებ-განწყობის სწრაფი ცვალებადობაა! სულ ცოტა ხნის წინ დაუნდობლად ვთათხავდი გაზაფხულს, დღეს კი არხეინად ვტკბები ნამდვილი გაზაფხულური ამინდით! ჰეი, შემთხვევით ეს ყველაფერი ალერგიის პერიოდის ჩავლასთან ხომ არაა დაკავშირებული?! :think:

გუნება-განწყობის ცვალებადობა ვახსენე და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამას, როგორც ზოგადად ყველაფერს ამ სამყაროში, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს! ერთის მხრივ კარგია, ცუდ ხასიათზე დიდ ხანს რომ არ ვარ ხოლმე, მაგრამ მეორეს მხრივ, სულაც არაა სასიამოვნო, უმნიშვნელო წვრილმანი რომ ამიშლის ხოლმე სევდა-ნაღველს!

რა მინდოდა ამ პოსტით მეთქვა? არაფერი, გარდა იმისა, რომ ბენიდერი ვარ, რაიმე კონკრეტული მიზეზის გარეშე! სამსახურში ჩემი ოთახი მეხუთე სართულზეა და ნახევარი თბილისი ჩანს ფანჯრიდან. გაფრენა მინდა აქედან რომ ვიხედები (შეგიძლიათ არ შემახსენოთ ისედაც კარგად აფრენო)! გავშლიდი დიიიიდ, თეთრ ფრთებს და გადავუფრენდი კონსერვატორიას, ოპერას, სტაფილოსფერ სახლებს, გავიჭრებოდი სადღაც შორს, შორს ცის კიდემდე!

წინათგრძნობების გჯერათ? არც მე, მაგრამ ახლა რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც კარგი უნდა მოხდეს! რაღაცა შეიცვლება, ამას მთელი არსებით ვგრძნობ! დიახ, დიახ, ვიცი, რომ თუ რამის შეცვლა მინდა, ეს თავად უნდა გავაკეთო და გაურკვეველი მოვლენების იმედად არ უნდა დავრჩე, მაგრამ მაცალეთ, ცოტა ხანი რომანტიკოსი ვიყო! სულ ერთია მალე გადამივლის! ისე კი, სიურპრიზებიც ხომ ხდება? სულ რომ არ ელოდები და კარგი რაღაცეები გატყდება თავს?! ხომ მართლა ხდება ასე?! ხოდა, დამაცადეთ წავიოცნებო!

Advertisements

4 responses to “Sunny and Dreamy!

  1. nini ამბობს:

    ჰაჰა! მიყვარს ასეთ ხასიათზე რომ ხარ!

  2. kevana ამბობს:

    წინათგრძნობა არ ვიცი და ნიშნების დაჯერება უკვე დავიწყე, არ ვიცი კოელიომ ააფეთქა ჩემი სულიერი სამყარო თავისი ნელი მოქმედების “ბომბით”, თუ ყველაფერმა ერთად იმოქმედა… მოკლედ, რაღაც არსებობს :დ

    პ.ს. ისე, ხომ მართლა შეიცვალა რაღაც? ბოლო პოსტ–ნაწერს ვგულისხმობ 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: