მწარეს ბლოგი

chez moi

Ideal Chief

on მარტი 24, 2010

ვინ არის ის ადამიანი, რომელთან ერთადაც, პრაქტიკულად, დღის უმეტეს ნაწილს ვატარებთ, ზოგჯერ კი იმაზე მეტ დროს, ვიდრე ოჯახის წევრებთან? ვინ თამაშობს გადამწყვეტ როლს ჩვენი გეგმების შედგენისას და საქმიანობის წარმართვისას? ვინ საზღვრავს ჩვენს ბიუჯეტს და შვებულების ხანგრძლივობას?  თითოეული ჩვენგანის უფროსი!  გარკვეული გამონაკლისების გარდა უფროსი ყველას ჰყავს.  ზოგს “ზანუდა” უფროსი ჰყავს, ზოგს არაკომპეტენტური, ზოგისას თანამდებობა აქვს თავში ავარდნილი, ზოგისას კი ყველაფეერი ფეხებზე ჰკიდია, ზოგი ზედმეტად მკაცრია, ზოგი ლმობიერი, ზოგი უფროსი დაუნახავია, ზოგიც უხასიათო! რეალურად, ამ ადამიანზეა დამოკიდებული დილით სამსახურში წასვლა გვეზიზღება თუ გვეხალისება!

ჩვეულებრივ, შეფზე კარგს იშვიათად ამბობენ, უფროსმა რაც არ უნდა გააკეთოს, ნაკლს მაინც მოვუძებნით, მაგრამ ხომ არიან გამონაკლისებიც?! დიახ, იდეალური უფროსებიც მოიძებნებიან! ეს სუბიექტური განსაზღვრებაა. გამიგია, საუკეთესოა ის უფროსი, რომლის არსებობასაც ვერ გრძნობო, მაგრამ მე იდეალური ხელმძღვანელის ჩემეული, განსხვავებული ცნება მაქვს. მაშ ასე, უფროსი იდეალურია, თუ:

  • თავისი საქმის უბადლო პროფესიონალია, ისეთი, რომ იოცნებებ, ნეტავ ოდესმე მეც ასეთი ვიყოო;
  • როცა შენ რაღაცას არასწორად აკეთებ, ის ნერვიულობს, ისეთი ფრომით არ ვუთხრა რომ ეწყინოსო;
  • ყოველთვის გაქებს კარგად გაკეთებული საქმის გამო;
  • სამსახურში მისვლის პირველივე დღიდანვე ერთ ნოტაზე ხართ და შეგუება არ გჭირდებათ;
  • ყოველთვის აინტერესებს შენი აზრი

ერთი წინადადებით, მარტივად კი ჩემი ცნება ასეთია – უფროსი იდეალურია, თუ მისი სხვა სამსახურში გადაყვანისას თანაშემწე რამდენიმე კვირა დეპრესიაშია!

Advertisements

6 responses to “Ideal Chief

  1. zghuladze ამბობს:

    ხოო. მივცე უნდა ხვალ ჩემებს შენი საიტის მისამართი, საინტერესოა როგორ შემაფასებენ :))))))

  2. Sophie Golden ამბობს:

    ადრე ერთმა ჩემმა ლექტორმა თქვა, რომელიც იმ დროს დეკანი იყო, უფროსი არავის უყვარს და მიუხედავად იმისა, რომ სახეში ყველა უცინის, გულში მაინც ფიქრობენ: “ამისნაირი უფროსი ხო მეც ვიქნებოდიო”
    ჰოდა პოსტი რომ წავიკითხე, ეს გამახსენდა 🙂
    ცხოვრებაში ერთი უფროსი მყავდა მხოლოდ, ძალიან კარგი ადამიანი იყო და ყველაფერი, მაგრამ ხანდახან მაინც ნერვებს მიშლიდა იმავე მიზეზით, რაც ჩემმა ლექტორმა ახსნა 😀

    • unaamarga ამბობს:

      არა, მე მაგ მხრივ გამიმართლა, წინა უფროსიც ძალიან კარგი იყო, მაგრამ მეორე იდეალურია და ახლა მართმევენ! 😦

  3. nini ამბობს:

    ვნახე შენი შეფი გუშინ ’ვის უნდა 20 000’-ში.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: