მწარეს ბლოგი

chez moi

გესთ პოსტი და სხვა დანარჩენი

on მარტი 30, 2010

პირველ რიგში რა უნდა გითხრათ! ბოლოს და ბოლოს მოვაბი თავი და ლილუს გესთ–პოსტი დავუწერე! ლილუ, მაპატიე ამდენი ხანი რომ გალოდინე, უბრალოდ მინდოდა რაღაც განსაკუთრებული დამეწერა (ან კაკ მინიმუმ აზრიანი :))! ხოდა, განსაკუთრებულ პოსტებს განსაკუთრებული მუზა უნდა, ხომ იცით! ერთი სიტყვით, დაუყოვნებლივ გაეშურეთ ამ არაჩვეულებრივ ბლოგზე და დატკბით!

ვინაიდან და რადგანაც განსაკუთრებული პოსტებისთვის მუზა დღეში ორჯერ არ მომდის ხოლმე, უბრალოდ მოგიყვებით რა ხდება ჩემს თავს! არც არაფერი ისეთი, პრინციპში. როგორც წინის წინა პოსტში გავიძახოდი, რაღაც მართლაც შეიცვალა და ჩემი იდეალური უფროსი სხვა სამსახურში გადაიყვანეს. ვარ ახლა ასე უუფროსოდ, უპატრონოდ და უსაქმოდ! ისე კი, ეგ იქით იყოს და არ მეგონა ასე ძალიან თუ გამიჭირდებოდა, მაგრამ დამშვიდობებისას ერთი სიტყვის თქმაც ვერ მოვახერხე, იმიტომ, რომ ყელში გაჩხერილი ბურთი ჩვენს ოფისში ტენიანობის მომატების აშკარა საფრთხეს ქმნიდა! რა გითხრათ, აბა?! ყველა ვინც გაიგებს, რომ უფროსი წამივიდა და განვიცდი, მამშვიდებს, შენ არავინ გამოგიშვებსო, მაგრამ მე ერთი წუთითაც არ მინერვიულია ამის გამო! თავისთავად ამ ადამიანის წასვალს განვიცდი ასე და მარტო იმიტომ არა, რომ ფანტასტიური უფროსი იყო! აი, ხომ იბადებიან ხოლმე მსახიობებად, მხატვრებად, მომღერლებად?! ხოდა, ეს კაცი მოსამართლედ დაიბადა და მისი სასამართლო სისტემიდან წასვლა შეუვსებელი დანაკლისია! არა მგონია საზოგადოებისათვის  გასაგები იყოს, რას ვგულისმობ, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მოსამართლეები მაინცდამაინც კეთილგანწყობით არ სარგებლობენ დღეს, მაგრამ მე ხომ ვიცი?! დიახ მე, მისმა თანაშემწემ და კიდევ გარკვეულმა ხალხმა ვიცით რას აკეთებდა ეს ადამიანი და მისი წასვლა უბრალოდ გამოუსწორებელი შეცდომაა! თუ ოდესმე მოსამართლეობაზე ვიფიქრებ, რაც ამ წუთას ძალიან მეეჭვება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ცოტათი მაინც ვგავდე! ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარ თავს ჯიუტად ვუმეორებ, რომ ყველა ცვლილება უკეთესობისკენაა, მაგრამ რატომღაც არ მჯერა!

ხო,  ამის გარდა, კიდევ ერთხელ გამაცოფეს ექიმებმა! აღარ ვიცი უკვე რა უნდა მოვიმოქმედო, სერიოზული არაფერი მჭირს, მკურნალობა სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს, განთქმულ სეპციალისტებთანაც დავდივარ და ამის მიუხედავად, ამდენთვიანი მკურნალობის შემდეგ, ჩემი ანალიზები იმაზე უარეს შედეგს აჩვენებს, ვიდრე მკურნალობის დაწყებამდე! What the hell?! არ მახოსვს, მედიცინის ღმერთს რა ერქვა სხვადასხვა ხალხთა მითოლოგიაში, მაგრამ ფაქტია, რაღაც სერიოზულად ვაწყენინე!

დღეს რამდენჯერმე დავფიქრდი მთელი ჩემი მკურნალობის პროცესზე, ყველა იმ სპეციალისტზე, რომელიც გარანტიას მაძლევდა, უფ, სულ მალე გიშველიო, ყველა იმედგაცრუებაზე და იცით, რა მიხარია? არც ერთხელ თავში არ გამივლია “ამდენი ფული რაში დავხარჯე?!” ფულები არც მუთაქებში მიწყვია და არც მედიცინა უჯდება ვინმეს იაფი, თქვენც მოგეხსენებათ, მაგრამ ყველა იმ ფაქტიურად უნიტაზში ჩარეცხილ თანხებზე ერთ წვეთ სინანულსაც არ ვგრძნობ! მე ეს მომწონს და თქვენი არ ვიცი!

Advertisements

6 responses to “გესთ პოსტი და სხვა დანარჩენი

  1. Lilu ამბობს:

    ჯანმრთელობისთვის არანაირი ფული არ არის დასანანებელი, მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. თუ ცუდად იქნები რაღა ჯანდაბათ გჭირდება ის ფული???

    რაც შეეხება ცვლილებებს, მეც ხანდახან მგონია რომ ცვლილებებს უმეტეს წილად კარგი არაფერი მოაქვს, მაგრამ შეიძლება ჩვენ ვერ ვამჩნევთ, თუმცა ალბათ უკეთესობისკენ იცვლება ყველაფერი 😉 ტაკ შტო – გულის გატეხვებს არ ვართ!!!!

    • unaamarga ამბობს:

      მკურნალობისთვის კი არა, უშედეგო მკურნალობისთვის და არასაჭირო მედიკამენტებისთვის რომ დაგენანოს ფული, ეგ ლოგიკურია, მაგრამ მე რატომღაც ეგეც არ მენანება, იმაზე მწყდება მარტო გული, რომ ამ ყველაფერმა არ მიშველა.

  2. hexe ამბობს:

    ჰმ შენი სამწუხაროდ აწ უკვე ყოფილი უფროსი პირველად რომ ვნახე მეც ასე გავიფიქრე
    ეს ადამიანი მოსამართლედ არის მეთქი დაბადებული :))))
    და ზუსტად არა მაგრამ დაახლოებით მაინც მესმის
    რა მძიმეც არის შეგუება

    სასამართლო სისტემიდან საერთოდ წავიდა? :spy:

  3. Sophie Golden ამბობს:

    უი, ტვიტერზე ვნახე, პირველად რომ დაწერე უფროსზე და მეთქი, რამე ცუდი ხო არ მოხდა. არაუშავს, მთავარია თვითონ იყოს კარგად და უფროსი ალბათ მალე გეყოლება, თუ არადა შენ გახდი 😉

    ცუდია, როცა შედეგი არ არის, არადა ადამიანი ელოდები. თუმცა ხშირად ხდება ასე. მჯობზე მჯობი არ დაილევაო და მგონი, კარგი იქნება, თუ კიდევ განაგრძობ მკურნალობას და რაც მთავარია – შენ იგრძნობ თავს ბედნიერად.

    • unaamarga ამბობს:

      ხოო, სხვებიც მეუბნებიან, რა გჭირს, კაცს ხო არაფერი მოსვლიაო, მაგრამ მე მაინც განვიცადე ძალიან. ძალიან დამაკლდება სამსახურში!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: