მწარეს ბლოგი

chez moi

Changed!

on აპრილი 19, 2010

თუ ბლოგროლიდან ჩემს წაშლას უკვე აპირებდით, ნუ იჩქარებთ! წასვლა გადავიფიქრე! დაიხ, ვაღიარებ, არასოდეს ყოფილა ჩემი ბლოგი მიტოვების ასეთი აშკარა საფრთხის წინაშე! მიუხედავად იმისა, რომ უფრო ხანგრძლივი პაუზებიც მქონია, ყოველთვის ვიცოდი, რომ დავბრუნდებოდი, ამჯერად კი არ მქონდა გაგრძელების სურვილი! თუმცა საბოლოო ჯამში აქ ჩამოთვლილმა მიზეზებმა გაიმარჯვა და თქვენთან ვარ!

ძნელი სათქმელია, რა ხდება ჩემს თავს! როგორც წესი, ყველა ვიცვლებით, მაგრამ არა ერთ დღეში და არა უმიზეზოდ. მე კიდევ სააღდგომოდ 1 კვირით სოფელში წავედი და რომ ჩამოვედი სხვა ადამიანი ვიყავი! ამ დროის მანძილზე განუწყვეტლივ შემოვდიოდი ჩემს ბლოგზე, პოსტებს თვალს ვავლებდი და მეჩვენებოდა, რომ სხვის ნაწერს ვკითხულობდი! თითქოს არც ერთი სიტყვა არ იყო ჩემი! მართლა სხვა ვარ, სიტყვებით ვერ გამომიხატავს ეს, მაგრამ შინაგანად ვგრძნობ! თითქოს რაღაც ამომაცალეს შიგნიდან და ავმსუბუქდი! უცნაური გრძნობაა! რაღაცნაირი ქაოსი მაქვს თავში, მაგრამ ამის მიუხედავად ბევრ რამეს პირველად ვარქმევ თავის სახელს და ეს, უდავოდ, წინ გადადგმული ნაბიჯია! არა, მივხვდი, კი არ შევიცვალე, გავიღვიძე! პირველად დავინახე ჩემი თავი სხვა თვალით, კარგიც შევამჩნიე და ცუდიც, რაც მთავარია, ამ ცუდის შეცვლის სურვილი გამიჩნდა. ყველაფერი კი ერთი ადამიანის ძალიან სწორად შერჩეული სიტყვებით დაიწყო! მივხვდი, რომ წარსულის დაბრუნებას კი არ უნდა ვცდილობდე, წინ უნდა მივდიოდე! უნდა გავიზარდო! ის აღარ ვარ, რაც დაახლოებით 3 წლის წინ ვიყავი და ამას უნდა შევეგუო. მართალია, მაშინ კარგი ვიყავი (ყველანაირი მნიშვნელობით), მაგრამ უკან ვეღარ დავბრუნდები და ის, რასაც აქამდე ვებღაუჭებოდი ხოლმე, მხოლოდ ილუზიაა, რომელიც უკან მექაჩება, გაზრდის საშუალებას ამ მაძლევს, ამიტომ უნდა გავთავისუფლდე! ასევე მივხვდი, რომ ბევრ რამეს სხვისი გავლენით ვაკეთებდი, რაც ნამდვილად არ მომეწონა! დამანებოს ყველამ თავი! ამიერიდან ის ვიქნები, ვინც ვარ! აღარ მოვერგები არავის შეხედულებებს და ნერვებს არ მოვიშლი იმ ხალხის სიტყვებზე, რომლებიც ბევრს არაფერს ნიშნავს ჩემთვის!

ასეთი აბსტრაქტული პოსტი ცხოვრებაში არ დამიწერია, მგონი, მაგრამ ზედმეტი დეტალები საჭირო არაა! ყველას გირჩევთ, წარსულზე არ ”ჩაიციკლოთ”! ყოველთვის ყველაფრის მიუხედავად წინ იარეთ! და კიდევ, თავი იმისთვის გაბიათ, რომ გამოიყენოთ!

Advertisements

11 responses to “Changed!

  1. Sophie 'Sunny' Golden ამბობს:

    ბლოგზე დაბრუნება ღირდა, რომ ეს გეთქვა.
    ვინ იცის, რამდენი ადამიანი წაიკითხავს და თვითონაც მიხვდება, რომ წარსულზე ტირილი არ ღირს, წინ უნდა ვიყუროთ… ან ამ “წინს” რას გადავეკიდე, აწმყოს მივხედოთ და შევიცვალოთ უკეთესობიკენ.
    მომწონს შენი ნააზრევი და ყოჩაღ, რომ ამ აზრამდე მიხვედი!!! სოფელი მაინც სულ სხვაა და ხშირად, როცა ცუდად ვყოფილვარ და წავსულვარ, იქიდან სულ სხვანაირი დავბრუნებულვარ. ჯანსაღი გარემოა და იმიტომ, I guess.

    • unaamarga ამბობს:

      ხო, მართალი ხარ, მართლა განსხვავებული გარემოა, თან იმასაც აქვს მნიშვნელობა, უახლოესი ადამიანები რომ გახვევია ირგვლივ.

  2. fsiQe ამბობს:

    yvelaferi emtxveva, ai absoluturad yvelaferi, droc ki emtxveva :)))
    ubralod me jer wina stadiashi var da jer ver movaxerxe warsulis warsulshi datoveba :)) mec cavidodi sofleshi, magram ver caval da romc cavide ar mgonia shedegi hqondes 😐

    dabrunebas gilocav 🙂

    • unaamarga ამბობს:

      მადლობა! მთავარია, გაიაზრო, რომ რაც დასატოვებელია, უნდა დატოვო წარსულში. დანარჩენი დროის საკითხია!

  3. nini ამბობს:

    ki, sheicvale! iseTebs ityvi xolme xandaxan, rom guls mixeTqav!

  4. Kate ამბობს:

    კარგია, რომ დაბრუნდი. 🙂

    წერით კი რაც გინდა ის წერე. მერე რა, რომ ძველი ნაწერების შინაარსს ახლა არ იზიარებ.

  5. sofok ამბობს:

    momcons gulaxdiloba..sajarod.es nishnavs rom adamiani tavisupalia..risi depicitic namdvilad arsebobs..momecona sheni naceri..yvela,vinc caikitxavs romelime cinadadebashi mainc sakutar tavs dainaxavs..an gaaxsendeba rom manac gaipiqra msgavsi ram.. 🙂

    • unaamarga ამბობს:

      განსაკუთრებული არაფერი. ერთ–ორ ჭკვიან ადამიანს დაველაპარაკე, პლუს მეც დავფიქრდი რაგაცეებზე და ეგ იყო სულ! 🙂

  6. kikito ამბობს:

    khaat momewona dzalian postii da mec mag periodidan davbrundi ase vtqvat roca verc wer da verc kitxulob da sheni wasvlis ambavic ar gamigia da exla rom shemovedi mixaria rom ase gadawyvite da isev aq iknebi da dawer, me miyvars sheni nawerebis kitxva da dzalian bevr rameshi getanxmebi.
    imashic rom warsuls ar unda gavetirot da awmyoze da momavalze vifikrot magram xandaxan ise dznelia praktikashi es, magram shesadzlebelia.
    xoda gaagrdzelee weraa velodebi shen postebs icode :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: