მწარეს ბლოგი

chez moi

გვაქვს ყური?

on მაისი 4, 2010

ზოგადად, თითქმის არ ვწერ ქართულ ტელე-პროექტებზე და გადაცემებზე, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ, პრაქტიკულად, თვალს არ ვადევნებ. ”ნიჭიერი” გამონაკლისი იყო. შემიძლია ვთქვა, რომ მართლა მომწონდა ეს შოუ (გარკვეულ მომენტებს თუ გამოვტოვებთ), თუმცა, გუშინდელი ფინალის შემდეგ, ვნატრობ, საერთოდ არ მეყურებინა! ამ შემთხვევაში, ჩემი აღშფოთების ადრესატი არც თავად შოუა და მითუმეტეს არც ჟიური (მაგათ სხვა ”ცოდვებიც” ეყოფათ)! პრობლემა ჩვენშია! ჩვენი განვითარების და მუსიკალური გემოვნების ნათელი ილუსტრაცია ვიხილეთ გუშინ!

რა მაბრაზებს? უბრალოდ არ მესმის, როგორ შეიძლება ადამიანმა მოუსმინო ანი ხანჩალიანის ან მარიამ კახელიშვილის სიმღერას და მათ სხვა ამჯობინო!

ზოგადად, არც ლევან შავაძეს ვერჩი რამეს, თავის ჟანრში მშვენივრად იმღერა და ძალიან არ მომეწონა მის გამარჯვებასთან დაკავშირებული კომენტარები, არიქა, სოფლელებმა წაგვეკესო! ამ ხალხს დაღუპავს საქართველოს მარტო თბილისით განსაზღვრისადმი ეგზომ აქტიური მიდრეკილება! რა შუაშია სოფელი და ქალაქი?! აქ იმაზეა საუბარი, ვის უფრო ეკუთვნოდა გამარჯვება, დაბადების ადგილის მიუხედავად! ლევან შავაძე ვაკეში დაბადებულ-გაზრდილიც რომ ყოფილიყო და ანი ხანჩალიანი (ან მარიამი) ძიმითში, მაინც ვიტყოდი, რომ გამარჯვებას ეს უკანაკნელი უფრო იმსახურებდა!

როდესაც საუკეთესოს არჩევაზეა საუბარი, გამარჯვებულის ტიტული მას ნამდვილად არ ეკუთვნოდა! შოუში, ზემოთდასახელებულების გარდა, რამდენიმე მონაწილე იყო, რომელიც მასზე მეტად იმსახურებდა ყველაზე ნიჭიერის წოდებას! თუმცა მე  ჩემს ფავორიტებზე შევჩერდები.

თავიდანვე ანი ხანჩალიანი და მარიამ კახელიშვილი მომწონდა. აღარც ვიცოდი, რომლისთვის მეგულშემატკივრა! დარწმუნებული ვიყავი, ერთ-ერთი გაიმარჯვებდა!

საბოლოოდ, მარიამმა  ჩემი გული მთლიანად მოიგო და შოუს მსვლელობისას მობილური არ გამიშვია ხელიდან! ყველა მანამდე არსებული პროექტის ყურებისას მხოლოდ პასიური გულშემატკივრის როლში ვიყავი, არავისთვის დამიმესიჯებია. ეს ბავშვი პირველი გამონაკლისი იყო!

რა მივიღეთ შედეგად? ხანჩალიანი სამეულშიც ვერ მოხვდა, მარიამმა კი ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო სამ რჩეულს შორის (მეორე ადგილზე გულნაზ გოლეთიანი გავიდა)! შედეგების გამოცხადებისთანავე ტელევიზორი გამოვრთე და ცოფების ყრას შევუდექი! კი ვიცოდი ჭკუასა და გემოვნებაში ძალიან რომ გვიჭირდა, მაგრამ ყურები თუ საერთოდ არ გვქონდა, არ მეგონა!

ძალიან კარგად მახსოვს, მარიამმა კასტინგზე რომ თქვა, არც ერთ კონკურში გამიმარჯვიაო. გავოგნდი მაშინ, როგორ შეიძლება ასეთი მონაცემების წინაშე ყველა კარი არ გაიღოს-მეთქი! თურმე ჯერ სად ხარ?! რა უნდა ვთქვა, იმის გარდა, რაც ჩემამდეც ბევრმა აღნიშნა უკვე – რესტორნის მენტალიტეტს ვერ გასცდა ეს ხალხი!

სადღაც მოვკარი ყური (თუ თვალი) და არ ვიცი, სიმართლეა თუ არა, რომ მარიამს სიმღერისთვის თავის დანებება უნდოდა და თუ პროექტში ვერ გაიმარჯა, ასეც მოიქცევაო! ამაზეც მინდა ორი სიტყვა დავწერო!

მოქმედება ჰოლივუდური მელოდრამაში რომ მიმდინარეობდეს, მარიამი აუცილებლად გაიმარჯვებდა და ოცნებას აისრულებდა, მაგრამ ეს ფილმი არაა, ცხოვრებაა, სადაც გაცილებით რთულია დასახული მიზნებისაკენ სვლა! ყველაფერი ისე არ მოდის, როგორც გვინდა და როგორც ვიმსახურებთ, მაგრამ ეს არ გვაძლევს გაჩერების უფლებას!

მიუხედავად იმისა, გქვია თუ არა პროექტის გამარჯვებული, ჩვენთვის, შენი გულშემატკივრებისათვის, მარიამ, შენ ყველაზე ნიჭიერი ხარ და ესაა მთავარი! ღმერთმა დაიფაროს, რომ სიმღერა აღარ გააგრძელო! როდესაც ასეთი ნიჭი გაქვს მომადლებული, მასზე უარის თქმის უფლება უბრალოდ არ გაგაჩნია!

საბოლოოდ კი ერთადერთი რამ მაქვს სათქმელი, ამ მომენტიდან არც ნიჭიერის შემდეგ სეზონებს და არც სხვა ქართულ შოუებს თვალს აღარ ვადევნებ! ჩემი ნერვები მეცოდება!

Advertisements

10 responses to “გვაქვს ყური?

  1. rodrigo ამბობს:

    ესეც მეოთხე სტსტია ამ თემაზე ჩემი ჩათვლით და ყველაფერში გეთანხმები :))
    უმძიმეს მდსგომარეობაში ვართ და მეც აღარასოდეს ვუყურებ მსგავს პროექტებს. ისედაც არ ვუყურებდი ტელევიზორს.

  2. Lalena ამბობს:

    ეს იყო სრული შოკი! მარიამმა მართლა თქვა აღარ ვიმღერებ უ ვერ გავიმარჯვეო, როგორ შემეცოდა სცენიდან, რომ გავარდა აცრემლებული თან რისთვის? ნუთუ ვერ დავინახეთ, რომ ამ ბავშვს ნიჭი აქვს და გამარჯვება ჰაერივით ჭირდებოდა?! რაში გამიყენებს ბატონი შავაძე გამარჟვებას? ისევ რესტორანშჳ იმღერებს? მარტო სახლი ხომ არ არის არა? ნიჭჳრესის სტატუსი უფრო მეტია ვიდრე ბინა დრიმ თაუნში! არ ვამბობ, რომ ვინც გაიმარჯვა უნიჭოა, მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანმა დაივიწყო ის, რომ ასეთი პატარა ბავშვი ასეთ რთულ სიმღერას ასე კარგად ასრულებს!

    • unaamarga ამბობს:

      რაში გამიყენებს ბატონი შავაძე გამარჟვებას? – ახალ სახლში სუფრას გაშლის და სუფრასთან ახლობლებს დაატკბობს!

  3. Zghuladze ამბობს:

    არ უნდა გაემარჯვა მაგ კაცს, როცა სხვა აშკარად უფრო იმსახურებდა.

  4. Sophie Golden ამბობს:

    პოსტს რომ ვკითხულობდი, ზუსტად იმავეს თქმა მომინდა, რაც შენ თვითონ გიწერია ბოლოს :ლოლ: ნერვებად არ ღირს არც “ნიჭიერი” და არც სხვა ტვ-შოუ. საერთოდაც, ძირს ტელევიზია.

    • unaamarga ამბობს:

      ეეჰ, კი, ძირს ტელევიზია, მაგრამ მაინც გული მწყდება, იმ არაჩვეულებრივ ბავშვებზე, რომლებსაც ნიჭი და შრომა არ დაუფასდათ!

  5. Lalena ამბობს:

    ისა, დაგთაგე 🙂

  6. ნეტოჩკა ამბობს:

    -როცა მესიჯებს ანდობენ ასეთ საპასუხისმგებო არჩევანს,სხვას რას უნდა ველოდოთ?!-თუმცა ვინც იმსახურებდა ამ ტიტულს ყველამ დავინახეთ.რაც შეეხება მარიამის განცხადებას, რომ თავს დაანებებს სიმღერას,არასწორად მიმაჩნია,ცხოვრებაში უამრავი ბარიერი შეხვდება გადასალახი და ბრძოლის უნარი არ უნდა დაკარგოს
    მარიამმა ჩვენი დიდი სიყვარული დაიმსახურა,ის ხომ ჯერ პატარაა და წინ აქვს ძალიან დიდი მომავალი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: