მწარეს ბლოგი

chez moi

Confessions of the Shopa… No, Bookaholic

on მაისი 18, 2010

არც ერთ სუნამოს არ აქვს ისეთი მაგარი არომატი, როგორც წიგნს! მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტორებისა და კომენტარების რაოდენობის მიხედვით, სულაც არ მოგწონთ, წიგნებზე რომ ვწერ, მაგრამ who cares?! მოგეხსენებათ, ბლოგი ჩემია და როიალს დღეს აივანზე დავდგამ!

გეკითხებით, ალკოჰოლიკის შეშვება შეიძლება იშვიათი ღვინოებით სავსე მარანში?! ასე არ შეიძლება ჩემი შეშვება წიგნის მაღაზიაში! შეიძლება მეძვიროს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სუნამო ან ნებისნმიერი ნივთი, მაგრამ წიგნი არასოდეს! თუ იურიდიულ ლიტერატურაზე მიდგა საქმე, ხომ საერთოდ! ამ შემთხვევაში ყველაფერი მინდა, რასაც ვხედავ, მერე რა რომ მათ დიდ ნაწილს არასოდეს გადავშლი! მხატვრული ლიტერატურის შემთხვევაში ასეთი ნირაზბორჩივი არ ვარ, მაგრამ მადლობა ღმერთს, კარგი მწერალი ბევრია და ყოველთვის მხვდება წიგნი, რომელსაც სიამოვნებით დავტაცებ ხოლმე ხელს!

შესავალი იქით იყოს და დარწმუნებული ვარ, ყველანი კარგად ხართ ინფორმირებული თბილისის წიგნის ფესტივალის შესახებ, თუმცა მაინც შეგახსენებთ, რომ იგი დღეს დაიწყო და გრძელდება 21 მაისამდე, ფილარმონიაში (ივენთჰოლი და ჯანდაბა არ ვიცი მე), დეტალები კი ნახეთ აქ ან აქ . ჰოდა, მეც როგორც კი სამსახურიდან გაძვრომა მოვახერხე (შეფობა ჩემს ბლოგს არ კითხულობს :)), მაშინვე ვესტუმრე ამ ფესტივალს. სტენდების დანახვისთანავე მივხვდი, რომ ძველი ჩანთა კიდევ გამომდგებოდა და ახალს ჯერ არ ვიყიდდი! 🙂  დისკომფორტს აუტანელი სიცხე მიქმნიდა მხოლოდ!

“ოჰ, ღმერთო ჩემო, ეს ხომ შანელია და თან ასეთ ფასად” – იყვირებდა ნებისმიერი ბუტიკში სეილზე მისული ქალბატონი! მე კი ვიძახდი: “როგორ შეიძლება მარკესი არ ვიყიდო, თან ამ კრებულიდან არც ერთი მოთხრობა არ წამიკითხავს!”

თავად ფესტივალს რაც შეეხება, საკმაოდ შთამბეჭდავი ფასდაკლებებია, ჯეოსელის კლუბ ზუმის წევრებს დამატებით 25%–იანი ფასდაკლება გელით ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნებზე, არჩევანიც დიდია! ძალიან მომეწონა “კარცერ–ლუქსის” იდეა, ოღონდ დიდი რიგი იყო გაჭიმული და არ მიმიღია მონაწილეობა. ხო, კიდევ, გიხაროდეთ!  “ბინდი” წარმოდგენილია ყველა ენაზე და ძალიან უხვად! კიდევ დარია დონცოვას მოთხრობები შემხვდა რაღაც უსაზღვრო ოდენობით! იურიდიულ ლიეტრატურასაც გადავავლე თვალი, მაგრამ რაც იქ იყო წარმოდგენილი უკვე მაქვს და რაც არ მაქვს არცაა საჭირო რომ მქონდეს! 😉

ახლა კი წარმოგიდგენთ ჩემს სიმდიდრეს:

ჩემი საყვარელი მწერალი! მისი ყველაფერი ან სხვისგან ვითხოვე ან ინტერნეტიდან გადმოვქაჩე. დიდი ხანია მინდოდა,  საკუთარი წიგნები მქონოდა, ხოდა, 45 ლარი სრული კრებულისათვის როგორ უნდა დამნანებოდა?!

ესეც მეორე საყვარელი მწერალი!  “პროცესი” არ მაქვს წაკითხული. ეს კრებული 30 ლარი ღირდა.

ლე კლეზიოს “უდაბნო” ძალიან მომეწონა! ესეც უნდა მომეწონოს, წესით. მარკესსზე კი რაღა უნდა ვთქვა! კრებულში შესული არც ერთი მოთხრობა არ მაქვს წაკითხული. ორივეში 14 ლარი გადავიხადე.

ჩემი მეგობარი ძალიან აქებს, თან ზუმის ფასდაკლება ვრცელდებოდა და ღმერთი მიწყენდა, რომ არ მეყიდა! ესეც 9 ლარი.

და ბოლოს, იუნგი საჩუქრად ძვირფასი ადამიანისათვის! 🙂

ფაქტიურად კურიოზი: მივიტანე სამსახურში ეს ჩემი საგანძური, ამოვალაგე და ვტკბებოდი. შემოდის ჩემი თანამშრომელი, იღებს მარკესის მოთხრობებს და მეკითხება: “აუ, ეს სერიოზული მწერალია, ხო?”

Advertisements

17 responses to “Confessions of the Shopa… No, Bookaholic

  1. kevana ამბობს:

    ბედნიერ….

    ძალიანაც კარგი თუ ყიდულობ, აბა მე რო გავუვლი ხოლმე, მაინცდამაინც იმ დროს არ მაქვს თანხა ხელთ : (

    ბალის კლუბსაც აქვს ფასდაკლება, ორ გამომცემლობაზე ოღონდ : )

    • unaamarga ამბობს:

      აუ, ეგ ყველაზე ცუდი გრძნობაა, რომ გადააწყდები სასურველ წიგნს და ფული არ გაქვს! გამომიცდია არაერთხელ!

  2. fsiQe ამბობს:

    golocav shenadzenebs 🙂
    mec dzalian mindoda casvla, magram dges ver movaxerxe, tavs imit vimshvideb, rom xval yvela saqmes gadavdeb da aucileblad waval ❤
    ramdenime tvea axali wigni ar miyidia da unda avinazgauro, tan amxela fasdaklebebia (ra kargia wignis festivalebi) da amdeni wigni.

    tanamshromlis shekitxva dzalian magari iyo :))))

  3. rodrigo ამბობს:

    ძალიან მაგარი რამე-რუმეები შეგიძენია. ბულგაკოვს მეც დიდი სიამოვნებით შევიძენდი, მარა მაგდენი თანხა… წერე წიგნებზეე!!
    ეგ თანამშრომელი აშკარად კოელის ფან-კლუბიდან იყო მოგზავნილი;D

  4. Kate ამბობს:

    ვერნონ გენიოს ლითლი მე შარშანწინ შევიძინე და ჯერ ვერ მოვახერხე წაკითხვა:((

    ლე კლეზიოს “უდაბნო” 60 გვერდი წავიკითხე და მეტი ვეღარ გავქაჩე. ძნელი იყო. დავიღალე.

    წიგნის მაღაზიაში მეც სასწაული მემართება ხოლმე. ნეტავ უფრო მეტი დრო მქონდეს, რომ ნაყიდი წავიკითხო.

  5. Kate ამბობს:

    ჰაჰაჰააააააა..ეგეთი თანამშრომელი სად გაჩითე??? 😀 😀 😀 😀

    მე “უდაბნო”-ს ვკითხულობდი სამსახურში და უფროსი დამადგა, მაინტერესებს რას კითხულობო. საყვარელი :***

  6. Taa ამბობს:

    წიგნები მიყვარს უსაშინლესად
    ძალიან
    ძალიან მაგრა
    ბავშვობა არ მქონია რადგან სულ წიგნებში ვიჯექი ხოლმე

    როცა ჩემი ტოლები გარეთ დარბოდნენ მე პეპის ან კარლსონს ან ტომ სოიერს ვკითხულობდი

    მერე როცა იპრანჭებოდნენ მე უკვე დოსტოევსკის და ჯოისს ვკითხულობდი

    ახლა კიდე თანამედროვე ლიტერატრას მართალია ვიცნობ
    მაგრამ ზალიან ცუდად
    ვიკიკოსგან გამომდინარე 😦

  7. Lalena ამბობს:

    ააუ ერთი კვირაა რაც წავიკითე კაფკას ”პროცესი” და ჯერ კიდევ შეოკში ვარ, უნიში შემარცხვინა ლექტორმა იურისტობის პრეტენზია გაქვს და ”პროცესი” წაკითხული არ გაქვსოოოო?! :)))

  8. Di@ ამბობს:

    სულაკარის გამომცემლობა ბოლოს აღმოვაჩინე… უკვე ჯიბე გამოფხეკილი რომ ვიყავი… 😦

  9. Sophie Golden ამბობს:

    რა მაგარია.
    მართლა ბლომად ფული დაგიხარჯავს, შოპაჰოლიკობას არაფერი გიკლია 🙂
    “პროცესი” რამდენიმე წლის წინ წავიკითხე და მაშინ მეგონა, მორჩა, კაფკას აღარ გავეკარები-მეთქი, იმდენად მძიმე იყო. მაგრამ კიდევ გავეკარე და თანაც როგორ. სასწაული მწერალია.

    მოკლედ, გილოცავ ახალ წიგნებს. სიამოვნებით წასაკითხი პოსტი იყო და წიგნები ხომ საერთოდ. ნეტავ, მეც ვინმე მაჩუქებდეს იუნგის, სულაც ფროიდის წიგნებს… 🙂

  10. babisa ამბობს:

    ramagaria amdeni wigni!
    mec miyvars magaziashi xetiali da datvaliereba da shezena da mer egre tkboba shenazenit :))
    da me welsac ver movaxerxe festze wasvla, magram araushavs, jer imdeni maqvs wasakitxad damwkrivebuli, ameebs rom movrchebi, mere sxvebis shezenaze isev vizruneb 🙂

  11. Nina Gorecki ამბობს:

    ძალიან მიყვარს ბულგაკოვი. რუსულ ენაზე არ მომიკრავს თვალი ფესტივალზე : /

    ლითლი საინტერესოა. დაწერე მერე, მოგეწონება თუ არა რა

  12. ana ამბობს:

    ra blataoba midis am blogzeee :d avtors magrad moswons sakutari tavi, egzon ganatlebuli, egzom “mware”.. mokled egzom …….

  13. Tati ამბობს:

    am zapxuls wavikitxe dibisi pieris vernon genios litli da dalian momewona. bevri ram gavige mozard bichebze . yvelas girchevt am wignis wakitxvas, dalian isiamovnebt.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: