მწარეს ბლოგი

chez moi

მოცურავე მოკლეთმიანი!

on მაისი 31, 2010

ეს პერიოდი თითქმის ყოველდღიურად შემოვდივარ ბლოგზე, ვხსნი ახალი პოსტის ფანჯარას და ვუყურებ! არ გამომდის წერა. არა, ნუ გეგონებათ, რომ არაფერზე ვფიქრობ, უბრალოდ ყველა აზრი, რომელიც ჩემს თავში დარბის, წმინდად სამართლებრივია და თქვენ ნაკლებად მოგეწონებათ! უბრალოდ, მარტივად მოგიყვებით რა ხდება ჩემს თავს:

როგორც უკვე იცით, ცურვის სწავლა დავიწყე. თითქოს ამაში განსაკუთრებული რა უნდა იყოს, მაგრამ ადამიანისათვის, რომელსაც წყლის თითქმის ციფიანივით ეშინია, ძალიანაც მნიშვნელოვანი მოვლენაა! პირველად რომ ჩავედი აუზზე, კიბეს ხელს არ ვუშვებდი, მერე ნელ-ნელა, ეტაპობრივად დავძლიე შიში. ჯერ კიბეზე ხელმოკიდებული გავწექი, მერე პენაპლასიტის (ქართულად არ ვიცი რა ჰქვია) დახმარებით, ბოლოს დამოუკიდებლად. ოღონდ, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ იმხელა წყალში ვცურავ, სადაც ვიცი, რომ ფეხს აუცილებლად მივაწვდენ.  ვერც წარმოიდგენთ, რა მაგარი გრძნობა იყო, როცა პირველად გავცურე, იმის სრული შეგრძნებით, რომ ჩემს ერთ-ერთ სისუსტეს მოვერიე! ვინც ჩემსავით იტანჯებით წყლის შიშით, რამდენიმე მარტივ რჩევას მოგცემთ, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით:

  1. პირველ რიგში მიეჩვიეთ სახის ჩაყოფას და სწორად სუნთქვას;
  2. აუზში როგორც კი ჩახვალთ, ღმად შეისუნთქეთ და ჩაჯექით ისე, რომ წყალმა ბოლომდე დაგფაროთ. ამით დარწმუნედებით, რომ ა) წყალი აუცილებლად ამოგაგდებთ უკან და ბ) ასეც რომ არ მოხდეს, იმდენ ხანს გაძლებას შეძლებთ, სანამ ვინმე არ მოგეშველებათ;
  3. არ იჩქაროთ და ყველაფერ ახალს ნელ–ნელა მიეჩვიეთ, თორემ პირველ ჯერზე რამე რომ არ გამოვიდეს, უარესად დაფრთხებით;
  4. თუ არ გარისკეთ, მზად არასოდეს იქნებით! პირველი გასრიალებაა ძნელი, თორემ მერე აღარ შეგეშინდებათ;
  5. და ბოლოს, არ იფიქროთ არაფერზე, უბრალოდ ინსტინქტებს და საკუთარ სხეულს მიენდეთ! როგორც მივხვდი, წყალზე წოლა ადამიანისათვის იმაზე უფრო ბუნებრივია,  ვიდრე სკამზე ჯდომა, მაგალითად! მერწმუნეთ, ვისაც ჯანმრთელი, ძლიერი ფილტვები გაქვთ, თქვენთვის ცურვის სწავლა ისევე ადვილია, კაკ რასპლიუნუწ!

ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდის შემდეგ, მინდა გითხრათ, რომ გუშინ გავრისკე და თმა მოკლედ შევიჭერი. ბოლო სამი წელია სულ ერთნაირ ვარცხნილობას ვატარებდი, ხოდა, ავდექი და რაღაც ახალი მოვსინჯე, რაღაც ისეთი, რაც მანამდე არ მქონია. “რომაული არდადეგებში” გახსოვთ პარიკმახერი რომ უბრაზდება ჰეპბერნის პერსონაჟს და გაბუსხული ჭრის თმას?! აი, დაახლოებით ეგეთი სცენები მქონდა სალონში, თუმცა საბოლოოდ, ჩემმა ურყევმა ნებამ გაიმარჯვა და აი, ბატონო, შედეგიც:

დილით საკუთარი თავის ცნობა გამიჭირდა!

ა, ხო, კედელს ნახშირი! პირველად დავდე ბლოგზე საკუთარი სურათი! მოკლედ, ვინც ფბ–ზე არ მემეგობრობით, ამიერიდან იცოდეთ ჩემი ნამდვილი სახე! 🙂 კმაყოფილი ვარ მე, ექსპერიმენტი ცუდად არ დასრულებულა, თანაც ბრმად გარისკვა ვცადე, შედარებით უმნიშვნელო საკითხზე, მაგრამ მაინც!

Advertisements

8 responses to “მოცურავე მოკლეთმიანი!

  1. rodrigo ამბობს:

    ცურვა ჩემი საყვარელი სპორტია და ეხლა მეც მინდა მივიდე და ერთი სული მაქვს, მგრამ არ ვიცი ჯერ 😀
    ხოდა წყალში ისე ვარ როგორ თევზი წყალში, მაგრამ არიქა რა მაგრად ვცურავ ეგრე არაა:D
    ხო გილოცავ წყლის შიშის დაძლევას. წყალი ყველაზე მაგარი რამეა 😉

    ვაჰ! მე უწინ არ ვიცი როგორ გამოიყურებოდი, მაგრამ ოდრის “პრიჩო” ძალიან მომეწონა!!!! ))

  2. 13thcinnamon ამბობს:

    რა კარგი გოგო ყოფილხარ შენე 🙂

    ცურვაზე ვგიჟდები. ისე მენატრება ზღვა. და აუზი მაინც ვიღირსო ნეტავ.

    მე, ზღვაზე დაბადებულმა და გაზრდილმა ბავშვმა, ცურვა 19 წლის ასაკში ვისწავლე და აბსოლუტურად სწორ რჩევებს იძლევი. მხოლოდ ნელ ნელა თუ დაძლევ წლის შიშს. მე დღემდე არ შემიძლია თუნდაც იმ პატარა ტრაპიდან გადმოხტომა, ბომბაჩკები და თავით ყვინთვა. მაგრამ ცურვა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს მიუხედავად ყველაფრისა.

  3. ლილიანი ამბობს:

    auu mec meshinia magram egre ara , me curvac vici magram mainc meshinia imitom rom mas me ver vakontorleb da 😀

    amitom cyali miyvars shxapshi, tovlis da cvimis saxit 😀

  4. siyvarulovna ამბობს:

    რატომღაც ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა მეშინოდეს წყლის…
    მთელი ზამთარი ის მაძლებინებს რომ მალე დათბება და წყალში შევალ, გავცურავ, ჩავყვინტავ და ძირს ფსკერზე ვიცურავებ…
    ნელ-ელა ისწავლი ცურვასაც და მერე კიდე უფრო მიხვდები რა მაგარი ყოფილა = ))
    შარშან ეგრე გადავწყვიტე და ბუზღუნ-ბუზღუნით შევაჭრევინე პარიკმახერს (რა ცუდი სიტყვაა 😀 ) თმა. მთლად ეგრე მოკლედ არ მოქონდა შენ როგორ ც გაქვს. ცოტა დავატოვინე რომ ამეპრიხა ხოლმე 😛

    • unaamarga ამბობს:

      იდეაში მეც ცოტა უფრო გრძელი მინდოდა, მაგრამ მოკლედ მოუვიდა. საერთო ჯამში მაინც მომწონს!

  5. ბაბისა ამბობს:

    martalia, riskia zneli , torem curva instiqturad gvaqvs, ganvitareba unda ubralod.
    toto bavshvi rom chaagdo wyalshi curavs. 3-4 tvemde curaven, mere ubralod albat shishi uchndebat.
    mec meshinoda tavidan wyalze wolis 🙂

  6. Sophie Golden ამბობს:

    I love your new haircut.

    ბავშვობიდან ვცურავ და ისე მიკვირს, როცა ხალხს წყლის ეშინია. წყალზე სასიამოვნო არაფერია ამქვეყნად, I believe.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: