მწარეს ბლოგი

chez moi

If tomorrow never comes

on ივნისი 6, 2010

როდესაც შეცდომას ვუშვებთ, გვგონია, რომ მის გამოსწორებას ყოველთვის მოვასწრებთ. მთელი სამყარო ხომ ჩვენს ხელთაა! ჩვენ ვართ ყველაფრის ბატონ–პატრონები და პასუხისმგებლობის აღებას მერეც მოვახერხებთ! გვგონია, რომ განუსაზღვრელი დრო გვაქვს!

– 5 კილო მოვიმატე?! არაუშავს, ხვალიდან დიეტაზე გადავალ, დღეს კი საყვარელი ტორტით ვისიამოვნებ! – ამბობენ ჩემნაირები.

– ეს ბოლო ღერი სიგარეტია , ხვალიდან მოწევას თავს ვანებებ! – ამბობენ მწეველები.

– მშობლებისთვის არ დამირეკავს 1 თვეა?! ხვალ დავურეკავ! – ამბობენ დაკავებული შვილები.

– ჩემს ცოლ–შვილს ვეჩხუბე?! არაუშავს, ხვალ ვეტყვი, რომ ორივე ძალიან მიყვარს და ამიერიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება! – ამბობენ ქმრები.

– გამოცდებამდე ჯერ იმდენი დროა! ხვალიდან არც ერთ ლექციას გავაცდენ და ყველა სემინარს მოვამზადებ! – ამბობენ სტუდენტები.

და ა.შ. და ა.შ.

ხვალ კი არასოდეს დგება! გადადება სისხლში გვაქვს გამჯდარი! ვდებთ და ვდებთ საკუთარი ცხოვრების შეცვლას სხვა დროისათვის, მოქმედებას კი არასოდეს ვიწყებთ!

მაგრამ დგება მომენტი, როდესაც  ყველა არდამდგარი ხვალისთვის პასუხი უნდა ვაგოთ! საკუთარი დღემეხვალიობის შედეგებს ვერ გავექცევით და სინანულს აზრი არ აქვს! არ არსებობს განუსაზღვრელი დრო, როგორც ასეთი! Every second, every heartbeat matters from now on, because they are limited!

“ხვალ” არ არსებობს! “ხვალ” დღესაა!

Advertisements

11 responses to “If tomorrow never comes

  1. Tretiakovebi ამბობს:

    “ხვალ” არ არსებობს! “ხვალ” დღესაა!
    +1
    ხოდა დღეს გვიანია და ხვალიდან ვივარჯიშებ.

  2. ჯუნა ამბობს:

    მომეწონა პოსტი……. ჩემი თავი დავინახე ყველა წინადადებაში:)

  3. rodrigo ამბობს:

    პაუსხი უნდ ვაგოთ, პასუხი!!!

  4. Sophie Golden ამბობს:

    არ ვიცი, რამ დაგაწერინა ეს პოსტი, მაგრამ მე მქონდა ზუსტად ასეთი შემთხვევა წინა კვირაში.
    რაღაც პრობლემა მქონდა გადასაჭრელი და სულ ვწელავდი, მეთქი, ალბათ ჯერ დრო არ არის და მერე “თავისთავად” გადავწყვეტ-მეთქი, საკუთარ თავს ვატყუებდი.

    რაც გასაკეთებელია, დღესვე უნდა გაკეთდეს და მერე არ უნდა გადადო. ეს პოსტი უნდა შევინახო და წავიკითხო ხოლმე, რომ საქმეები აღარ გადავდო.
    მადლობა, მწარევ.

  5. daliela ამბობს:

    ხო მარა მაგაზე ნერვიულობით თავი არ უნდა მოიკლა 🙂 და ნერვებიც.
    ვსიო პოხუი .. ტრაკში კვერცხი რომ მოადგება კაცს მერე ყველაფერს აკეთებს.
    მაგალითად მე გამოცდის წინა დღისით ვსწავლობ მხოლოდ.. მანამდე წკეპლა რომ გადამიჭირო ხელს არ გავანძრევ…
    რევიც რევიც.. ალბათ ნებისყოფა და იმის ჯანი

  6. moiashi ამბობს:

    mec sul aset situaciashi var da bolos saqme gasaketebeli mrcheba

  7. overjazzed ამბობს:

    gadadebuli sakme eshmakisaao, tyuilad araa natkvami 🙂

  8. kikito ამბობს:

    yvela masea martla, daa am xvales rom gadavabijeb chemze bednieri ar dadis, mtebis gadatrialebis survili michndeba da dzalian kargad vgrdznib tavs da amis miuxedavad rom vici exla ragacas rom gavaketeb da xval dzalian kargad vigrdznob tavs, mainc mezareba da ar vaketeb 😐 mezizgeba aset dros tavi

  9. Lilu ამბობს:

    იცხოვრეთ დღევანდელი დღით, მეგობრებო, ხვალ რა იქნება არავინ იცის 😉

  10. Maya Jims ამბობს:

    ძალიან კარგი პოსტია! Ispiring! 100%–ით გეთანხმები ყველაფერში.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: