მწარეს ბლოგი

chez moi

Update

on ივნისი 25, 2010

მოკლედ ასე, სანამ რამდენიმე თავისუფალი წუთი მიპოვია, თავს შეგახსენებთ და გეტყვით, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ! ისეთი დაკავებული ვარ, სუნთქვა ავტომატურად რომ არ ხდებოდეს და დრო ან ძალისხმევა სჭირდებოდეს, ვერც მაგას მოვახერხებდი ალბათ.

ფბ-ს უკვე ვახარე ახალი უფროსი რომ მომივიდა სამსახურში. დღეში მილიონჯერ ვწირავ ღმერთს მადლობას, რომ ასეთი ადამიანი გამომიგზავნა და არა ვიღაც გიჟი, თორემ წინა უფროსი იმდენად კარგი მყავდა, სხვანაირს ვეღარც შევეგუებოდი ალბათ! ასე რომ, თითქმის ორთვიანი უსაქმურობის ხანა დასრულებულია!  სამსახრუშიც საგრძნობლად დატვირთული ვარ, პლუს კიდევ სხვა რაღაცეები და მოკლედ, ჩემი ერთადერთი სამოვნება ის დაახლოებით ერთი საათია, რომელსაც აუზზე ვატარებ ხოლმე!

მეორე მაგარი ამბავი, რომელიც ასევე ვახარე სოციალურ ქსელებს არის ის, რომ 2 ზომით დავპატარავდი! 🙂 ჩემი ბლოგის მკითხველებმა კარგად იციან, რაოდენ მტკივნეული საკითხია ჩემთვის წონა და როგორ ვწვალობ მისგან გასათავისუფლებლად! ასე რომ, მომილოცეთ! ეს პირველი სერიოზული შედეგია რასაც ამ დროის მანძილზე მივაღწიე!

ასევე საკუთარი თავის შესაგონებლად დაწერილი წინა პოსტის გავლენით, ვცდილობ რაღაცეების სხვა დროისათვის გადადებას, ასევე საქმის დედლაინამდე მიყვანას და მერე გაკეთებას მეტ-ნაკლებად შევეშვა! რომ იცოდეთ, ცხოვრება როგორ გამიიოლდა!

მოკლედ, ამ დროისათვის სულ ეს იყოს! ერთი გემრიელი პოსტის დაწერა მაქვს განზრახული, მაგრამ ცოტა მეტი დრო რომ მექნება, მერე იყოს! არ მოიწყინოთ უჩემოდ და ძალიანაც ნუ დახოცავთ ერთმანეთს! 😉

P.S. როგორც ხედავთ, ბლოგის თემფლეითი ისევ შევცვალე. თუ რაიმე დისკომფორტს გიქმნით (ცუდად იტვირთება, თვალებს გიღლით, “გოიმურია” და ა.შ.) აუცილებლად მამცნეთ კომენტარებში.

Advertisements

7 responses to “Update

  1. rodrigo ამბობს:

    გილოცავ წარმატებებს ;)) მე მომეწონა ახალი დიზაინი;)

  2. Lilu ამბობს:

    გილოცავ ყველაფერს ერთად 😉 ამ დღეებში გნახავ და ყველაფერს დაწვრილებით მომიყვები 🙂

  3. ჩორვენი ამბობს:

    dizaini kargia

    warmatebebi kidev uketesii!!
    hoda velit posts!!

  4. ბაბისა ამბობს:

    iq ukve mogiloce
    magram
    aqac gilocav
    hoda
    kargia es axali dizaini
    just yavisferi kanti cota isetia, mkrtal vardisfers isera uxdeba
    ise ki , sadaa da momwons 🙂

  5. Sophie 'Sunny' Golden ამბობს:

    ყველაფერი ვიცოდი უკვე ფეისბუქიდან, მაგრამ კიდევ ერთხელ გახარებაში ხელს რა მიშლის 🙂 ყოჩაღ, უნაამარგა, ეს ორი და კიდევ 20. ან რამდენიც შენ გინდა.
    დიზაინი მომწონს, არაგოიმურია 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: