მწარეს ბლოგი

chez moi

True love ანუ ჩემი შესაძლო არჩევანი

on ივლისი 3, 2010

სულ სხვა საკითხზე ვაპირებდი დაწერას, მაგრამ ბლოგს რომ თვალი გადავავლე, მივხვდი, უსამართლობაა ამ თემაზე პოსტი, პრაქტიკულად, რომ არ მაქვს. რაც არ უნდა იყოს, პირადი ბლოგია ეს და ჩემი ცხოვრების უდიდეს სიყვარულზე რომ თითქმის არაფერი მიწერია, არ უნდა იყოს მთალდ სწორი! ასე რომ, მეგობრებო, დღეს მინდა წარმოგიდგინოთ, ჩემი ყველაზე დიდი, ვნებიანი, the truest of true loves – კერძო სამართალი!

დიახ, ესაა სფერო სადაც ვმუშაობ და სანამ საფეთქელთან თითს დაიტრიალებდეთ, დამაცადეთ აგიხსნათ, თუ რა ხიბლი აქვს მას! კერძო სამართალი ესაა სამართლის დარგი, რომელიც აწესრიგებს პირთა ქონებრივ და ასევე პირად არაქონებრივ (სახელის უფლება, მაგალითად) უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს. მინდა გითხართ, რომ ეს უნიკალური სფეროა, ერთადერთი მიზეზის –აბსტრაქტულობის გამო. მაგალითისთვის სისხლის სამართალს რომ შევადაროთ, სამოქალაქო სამართალი ყველგანმავალი ჯიპი იქნება, სისხლის სამართალი კი ტროლეიბუსი, ოღონდ არა იმიტომ, რომ წინა საუკუნისაა, არამედ იმიტომ, რომ როგორც ტროლეიბუსი ვერ გასცდებოდა თავის ხაზს, ისე იურისტი ვერ გასცდება იმას, რაც სისხლის სამართლის კოდექსში უწერია. იქ თუ რამე არ წერია, ე.ი არ არსებობს.

როდესაც ჩემს სფეროში მოსამართლე ხარ, ნორმის ინტერპრეტაციის ძალიან დიდი უნარი უნდა გაგაჩნდეს, იმიტომ, რომ ის საკითხები, რომლებიც ამ ტიპის დავებთან მიმართებით წარმოიშობა, ყოველთვის პირდაპირ მოწესრიგებული არაა კოდექსით, ან თუ არის –არასრულად. სულ თითზე ჩამოსათვლელი საკითხები თუ იქნება სამოქალაქო კოდექსით დეტალურად და ამომწურავად გაწერილი. ეს ნაკლი კი არაა, პირიქით, თვითონ იმ საზოგადოებრივი ურთიერთობების დინამიურობიდან გამომდინარე, რომელსაც ეს დარგი აწესრიგებს, ასეთი ზოგადი მოწესრიგების გარეშე, თვეში ერთხელ ახალი კოდექსის მიღება თუ არა, კაკ მინიმუმ, რამდენიმე მუხლის შეცვლა გახდებოდა საჭირო.

შესაბამისად, აქ მარტო საჭირო მუხლის მოძებნით ვერ შემოიფარგლები, კარგ იურისტთან ერთად, ზოგადად, ტვინგახსნილი უნდა იყო და მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილებაც გაგაჩნდეს, იმიტომ, რომ მრავალი ფაქტორის გათვალისწინება გიწევს: კანონიერების, მხარეთა ინტერესების, საზოგადოების მოთხოვნილების, მართლწესრიგის, სამართლიანობის. ამ პროცესების ფარული, მაგრამ ძალიან აქტიური მონაწილე ვარ მე – ის დეკორატორი, გრიმიორი, კოსტიუმების მკერავი, გამნათებელი, რეჟისორის თანაშემწე, ყველა ერთად, ვარ, რომელსაც მაყურებელი ვერასოდეს ხედავს და მინდა გითხართ, რომ  არ არსებობს იმაზე დიდი სიამოვნება, როდესაც საქმის შესწავლის, მტკიცებულებების შემოწმების, კანონის მისადაგების, მისი განმარტების, სტრიქონებს შორის წაკითხვის შედეგად დავას სწორად გადაჭრი! ესაა ჩემი ადრენალინიც, აზარტი და კაიფიც!

კერძო სამართალში მოსამართლე თვითონაცაა კანონშემოქმედი, იმიტომ, რომ ზოგჯერ შეიძლება ნორმას ის დატვრითვა მისცეს, რაც კანონმდებელს მასში არ ჩაუდია და კიდევ, სასამართლო პრაქტიკას ყველა მახინჯი მუხლის გასწორება შეუძლია კანონის შეცვლის გარეშე. მთავარი ნებაა! ვთვლი, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ, იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც პრაქტიკული საქმიანობა დავიწყე, მუდამ იმ ხალთან ვმუშაობდი, ვისგანაც ძალიან ბევრს ვსწავლობდი! ღმერთმა განსაკუთრებით მოწყალე თვალით შემომხედა და ბოლო ორი წელი იმ ადამიანის თანაშემწე ვიყავი, რომელიც ყველა ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნას აკმაყოფილებდა, რომელსაც არასოდეს შეშინების ნორმის თამამად განმარტება სწორი შედეგის დასაყენებლად! ის ნებაც გააჩნდა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე! ამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ, მინდა თუ არა მოსამართლეობა და საბოლოოდ, თუ ამ კითხვას დადებით პასუხს გავცემ, სწორედ ამ ადამიანის დამსახურება იქნება! არა მარტო იმიტომ, რომ როგორც იურისტი ძალიან გამზარდა მასთან მუშაობამ, არამედ პირველ რიგში იმიტომ, რომ ნათლად დამანახა, რას ნიშნავს იყო ნამდვილი მოსამართლე! დამიჯერეთ, მის ძალას ახლა კიდევ უფრო ვგრძნობ, ამ სისტემაში რომ აღარ არის!

დაახლოებით სამი წელი მჭირდება მოსამართლის თანამდებობის დაკავების უფლება რომ მქონდეს. თუ ამ დროის გასვლის შემდეგ ასეთ გაადწყვეტილებას მივიღებ, ძალიან კარგად ვიცი, ვისაც უნდა მივბაძო! ალბათ, იდეალისტი ვარ, მაგრამ, ჩემი აზრით, არ არსებობს იმაზე დიდი ჯილდო ან მადლობა, როგორც სამართლიანობააღდგენილი მხარის თვალები და იმის შეგრძნება, რომ რაღაც მართლა ღირებული გააკეთე!

Advertisements

10 responses to “True love ანუ ჩემი შესაძლო არჩევანი

  1. babisa ამბობს:

    mosamartleoba didi pasuxismgebloba da isedac mgonia, rom aravis ar unda vasamartlebdet..
    kerzo samartalshi ki warmatebebi :))

    • unaamarga ამბობს:

      დამერწმუნე, რომ მოსამართლე არანაკლებ საჭიროა, ვიდრე ექიმი ან მასწავლებელი, კერძო სამართალი იქნება ეს თუ სხვა სფერო!

      • babisa ამბობს:

        ho, ki, sachiroa
        me zalian filosofiashi gavicheri
        ai ‘sami feri- witeli’ nanaxi tu gaqvs
        gemaxsovreba iqidan mosamartlis monologi..
        vetanxmebi mas
        hoda ravici 🙂

      • unaamarga ამბობს:

        ზედმეტად იდეალისტურია ეგ ყველაფერი! ოდესმე მივა საზოგადოება განვითარების იმ ეტაპზე, როცა არც სამართალი დასჭირდება და არც სხვა ამკრძალავი მექანიზმი, შესაბამისად არც მოსამართლე, მაგრამ არა დღეს!

  2. Giga ამბობს:

    აუ, აუ, ის ვიდეო რომ არ ვიპოვო, რაც მინდა, ამოვჭრი, ავტვირთავ და დღეს თუ არა, ხვალ მაინც დავდებ:))

  3. Lalena ამბობს:

    wow! აწი სისხლის ხალხთან, ხელჩრთული ბრძოლა რომ მექნება, თუ რატომ ჯობია კერძოს სისხლს, აუცილებლად მოვუყვან ტროლეიბუსის მაგალითს, საავტორო უფლებების დაცვით რა თქმა უნდა :))) :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: