მწარეს ბლოგი

chez moi

ლითლი, ძაღლები და ბაყაყები, ანუ მორიგი update

on ივლისი 11, 2010

უჰ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ტვინი გამიდნა და გაურკვეველი ფერის თხევად მასად იქცა! დღეებს ვითვლი შვებულებამდე, ერთი სული მაქვს ამ თონედან თავი დავაღწიო! შავი ზღვა მოუთმენლად ელოდება ჩემს სტუმრობას! თუმცა, სიცხეზე საწუწუნოდ არ შემიწუხებიხართ, პატივცემულო მკითხველებო! მინდა, მორიგი აფდეითი გავაკეთო, თუ რა ხდება ჩემს ცხოვრებაში.

განსაკუთრებული არც არაფერი, კაცმა რომ თქვას, ზუსტად ამიტომაც, კატასტროფულად იკლო ბლოგზე პოსტების რაოდენობამ! იმდენად ცხელა და თან ბევრი საქმე მაქვს, რომ საინტერესო საკითხებზე ფიქრი მეზარება ხოლმე! დიახ, დიახ, ასეთი რამეც ხდება, როცა ფიქრი გეზარება! უფრო სწორად, მეზარებაც არ ჰქვია ამას, სამსახურში მაგის დრო არ მაქვს და როცა სახლში ვარ, უმეტესად მძინავს, ხოდა, როდისღა ვიფიქრო?!  სიცხის ბრალი უნდა იყოს, წესით, სადაც თავს მივდებ, იქვე ვითიშები ხოლმე! 😦

წიგნის ფესტივალზე ნაყიდი წიგნებიდან, ჯერ–ჯერობით, მხოლოდ დიბისი პიერის “ვერნონ გენიოს ლითლი” წავიკითხე. ვამ ტოჟე რეკამენდუიუ, მე მომეწონა!

ჩემი რჩევა იქნება, თუ ხელი მიგიწვდებათ ორიგინალზე, თარგმანს არც გაეკაროთ! ისეთი ენითაა დაწერილი, პირდაპირ ითხოვს, ინგლისურად წამიკითხეო! რაც შეეხება წიგნის შინაარს, თუ გინდათ წარმოიდგინოთ რას გრძნობს და როგორ აღიქვამს სამყაროს მოზარდი, რომლის დედას სერიოზულად აქვს “შიფერი დაცურებული”, გოგოსთან არასოდეს ჰქონია ურთიერთობა, მისმა ერთადერთმა მეგობრამა ნახევარი სკოლა დახოცა და ამ დანაშაულის “შეტენვას” პოლიცია მისთვის ცდილობს, ამ ყველაფერთან ერთად კი, ჟურნალისტები თითოეულ მის ნაბიჯს აშუქებენ, თან ისე, როგორც თვითონ გაეხარდებათ, მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ! მეტს არაფერს გეტყვით, ინტერესი რომ არ დაგიკარგოთ!

ახლია კი კინემატოგრაფიისაკენ გადმოვინაცვლოთ! ორ ფილმზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას:

1. გახსოვდე

როგორც ყველას გეცოდინებათ, მთავარ როლებს რობერტ პატინსონი და ემილი დე რავინი ასრულებენ. პატინსონი სამ სრულიად განსხვავებულ როლში მყავს ნანახი: ეგზომ ცნობილი ვამპირის, სალვადორ დალის და, ამ ფილმში, მეამბოხე ახალგაზრდა ბიჭის, რომელსაც ჰგონია, რომ ვერავინ გაუგებს. სრულიად განსხვევბული სახეებია, მაგრამ საერთო ერთი აქვთ: ბატონო რობი სამივეს ერთნაირად ასრულებს, ზედაპირულად, მშრალად და უემოციოდ! თვითონ ფილმს რაც შეეხება, არაა ცუდი! კარგი სცენარია, ლამაზი ტექსტი და პრინციპში, სხვას რომ თავი დავანებოთ, მარტო ფინალის გულისთვის ღირს ყურება!

2. Hachiko

ეს ფილმი დიდი ხანია გამოსულია. ბევრჯერ მომხვდა თვალში სხვადასხვა საიტზე ძრომიალისას, მაგრამ რატომღაც არ ვიწერდი! როგორც ჩანს, ინტუიცია მკარნახობდა, რომ არ უნდა მენახა! ოღონდ, არ იფიქროთ ცუდი ფილმი იყოს! იმიტომ არ უნდა მენახა, რომ გავსკდი ტირილით!  ძაღლის პატრონისადმი ერთგულების შესახებ ამბები მილიონობით ვიცით, მაგრამ ჰატიკოს (თუ ჰაჩიკოს) ისტორია მაინც განსაკუთრებულია, გულშიჩამწვდომი და თან რეალური, რომელიც მართლა მოხდა იაპონიაში! ამ ძაღლს ძეგლიც კი დაუდგეს იაპონიის ერთ–ერთი ქალაქის რკინიგზის სადგურზე! მოკლედ, თუ არ გინახავთ, აუცილბელად ნახეთ ეს ფილმი, განსაკუთრებით მათ, ვისაც ცხოველები არ გიყვართ, მერე კი მოდით და დამიწერეთ, ასეთი ძაღლი რით ვერ ჯობია ბევრ ადამიანს?!

დღეისათვის სულ ეს იყო! წავალ, რომელიმე აფრიკულ ღმერთს შევთხოვ, წვიმა გამოგვიგზავნოს ან სადმე ბაყაყებს ვიპოვი და გავჟუჟავ ერთიანად (ტყული, ტყუილი, ტყუილი, ისე მეშინია მაგათი, სათოფეზეც ვერ გავეკარები)!

Advertisements

7 responses to “ლითლი, ძაღლები და ბაყაყები, ანუ მორიგი update

  1. nini ამბობს:

    me momwons Remember me da arc Pattinsonia egeti cudi msaxiobi! 😛

  2. Lalena ამბობს:

    ბაყაყების დახოცვამ ბავშვობა გამახსენა :))) ხოოოდა შენი პოსტის კითხვისას გავიფიქრე, რომ უჰ კი იტირებდა ერთი გემრიელად კაცი :))))

  3. Sophie 'Sunny' Golden ამბობს:

    რობერტ პატინსონს როგორ კი დავინახავ, თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ. რამ განახა ეგ ფილმია :ბლაჰ:

    რიჩარდ გირი ჩემი ბავშვობის სიყვარულია, აი თინეიჯერ გოგოებს რომ ჭაღარა კაცებზე აბოდებთ ხოლმე :ლოლ: იმ ფილმის ნახვა მომინდა უცებ, უინონასთან ერთად რომ არის, ხომ იცი.

    მადლობა ღმერთს, ბაყაყების დახოცვა აღარ დაგჭირდა და წვიმა ისე მოვიდა.

  4. ლითლისთვის რამდენჯერ ჩამივლია და ხომ ვერა ვეღირსე რა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: