მწარეს ბლოგი

chez moi

Top things in my life

on ივლისი 18, 2010

აგერ უკვე რა ხანია, კიკიტომ დამთაგა და ბრძანა, იქმენ ნათელიო კიარადა, დაგვისახელე ხუთი რამ, რაც ყველაზე ძალიან გიყვარსო! მართალი გითხრათ, მხოლოდ ხუთის ამორჩევა ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მოვახერხე! ლაიქები და დისლაიქები წარა–მარა მეცვლება, ამიტომ შევეცადე, ისეთი პუნქტები ამომერჩია, რომლებიც, სავარაუდოდ, სულ არ გაქრებიან ჩემი ცხოვრებიდან, თუმცა გარანტიები არ არსებობს! ა, ხო, ვინაიდან და რადგანაც ამხელა ფილარმონია პოსტი მაქვს დაწერილი კერძო სამართლისადმი ჩემი სიყვარულის შესახებ, ამ ჩამონათვალში არ შემიყვანია! მოკლედ, ვიწყებ და მოემზადეთ! თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს, როგორც გამახსენდა, ისე დავწერე.

1.  სერიალები

ცხადია, აქ “პრისიონერა” და მსგავსი ლათინოამერიკული შედევრები არ იგულისხმება! გულწრფელად გეტყვით, ამ ბოლო პერიოდში უფრო მეტ სერიალს ვუყურებ, ვიდრე ფილმს, რამდენიმე მიზეზის გამო: 1) მხვდება ძალიან ცოტა კარგი ფილმი და გაცილებით მეტი ხარისხიანი სერიალი 2) საყვარელი პერსონაჟებით უფრო ხანგრძლივად ტკბობის საშუალებას მაძლევს და 3) ფილმისაგან განსხვავებით, ერთი სერია სადღაც 40–45 წუთი გრძელდება, ამიტომ, ეკონომიურია! 🙂 სამწუხაროდ, მათაც აქვთ ერთი საერთო ნაკლი: თუ სერიალი პოპულარულია, დროულად წერტილს არავინ სვამს და, საბოლოოდ, აფუჭებენ! ეს ბედი ეწია, მაგალითად,    “Lost–ს”,  “Prison Break–ს” და ა.შ. უხვი სეზონების მიუხედავად, ჩემი აზრით, ჯერ არ გაუფუჭებიათ Grey’s Anatomy, House M.D. (გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, საერთო ჯამში, ჰაუსი მაინც ჰაუსია), Desperate Housewives.

2. კითხვა

მათ შორის, როგორც მხატვრული, ისე პროფესიული ლიტერატურის! კითხვა ყველაზე დიდი “კაიფია” ჩემთვის!  რაც შეეხება საყვარელ მწერლებს ან წიგნებს, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული “სახეობები” ერთიანდება, ოღონდ ჩამოთვლა არც მთხოვოთ, დილამდე ვერ მოვრჩები, თუმცა გეტყვით, რომ ერთ–ერთი ყველაზე მეტად “ჩემი” მწერალი მ. ბულგაკოვია! ამასთან, მიყვარს უშუალოდ წიგნების კითხვა, თავისი ყდით, გაფორმებით, ფორმატით და დამახასიათებელი სუნით! ელექტრონული ვერსიის ან სულაც კომპიუტერიდან ამობეჭდილის კითხვა იმხელა სიამოვნებას არ მანიჭებს, აუდიოწიგნებს კი საერთოდ ვერ ვეგუები! ჯერ ერთი იმიტომ, რომ როცა საკუთარი თვალით ვკითხულობ, უკეთესად აღვიქვამ და მეორეც, ზოგადად, ძალიან სწრაფად ვკითხულობ, ამიტომ აუდიოწიგნების ტემპი ჩემთვის დამღლელია!

3. მუსიკა და მხატვრობა

ორივეს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში! არანაკლები, ვიდრე პროფესიას! მუსიკას ვუსმენ მუდმივად! ლიტერატურის ანალოგიურად, აქაც დიდი ნირაზბერიხა მაქვს! 🙂 რეალურად, ყველაფერს ვუსმენ, კლასიკური მუსიკით დაწყებული, როკით დამთავრებული! ერთადერთი რეპთან ვერ ვმეგობრობ! ფლეილისტი ხასიათის შესაბამისად მეცვლება. ბოლო დღეებია Muse არ გამომდის ყურებიდან! 🙂 გაგიმხელთ, რომ თვითონაც ვუკრავ პიანინოზე და, კაცმა რომ თქვას, მოსმენით არ დაყრუვდებით! აი, სიმღერას რაც შეეხება, ხმის ნასახიც კი არ მიბოძა ღმერთმა!

რაც შეეხება ამ პუნქტის მეორე ნაწილს, თვითონაც ვხატავ და ბევრად უკეთესად გამომდის, ვიდრე დაკვრა! საერთოდ, თავის დროზე, ვაპირებდი მთელი ცხოვრება ხატვისთვის მიმეძღვნა, მაგრამ მერე რატომღაც გადამიარა ამ დიდმა სიყვარულმა! ვერ გეტყვით, პრაქტიკულმა “მე”–მ გაიმარჯვა, თუ რა იყო, მაგრამ ხატვა ამჟამად მხოლოდ ჰობია ჩემთვის. საყვარელი მხატვრების ჩამონათვალიც ერთმანეთისაგან ყველაფრით განსხვავებულ შემოქმედებს აერთიანებს: და ვინჩი, ვან გოგი, გოგენი, მონე, ჩი ბაიში.

4. თეატრი

ჩემი ზღაპრული სამყარო! ადრე, ერთმა ადამიანმა მკითხა, თეატრი ვინ შეგაყვარაო, რითაც სერიოზულად დამაბნია! არც არავის შეუყვარებია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით! არავის აუხსნია ამ სამყაროს ხიბლი და უთქვამს გიყვარდესო! ისიც კი არ მახოვს, პირველად ვინ წამიყვანა! მოკლედ, რაც თავი მახსოვს, თეატრი ყოველთვის მიყვარდა, თუმცა კი, ამ ბოლოს იშვიათად დავიდივარ! კიდევ ერთი რამ უნდა გაგიმხილოთ: თეატრის სცენაზეც ვმდგარვარ! ნუ, ეს ცოტა ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ დამამთავრებელ კლასებში სწავლისას რამდენიმე როლი მაქვს შესრულებული ჩემი მშობლიური ქალაქის თეატრის სცენაზე, პროფესიონალი მსახიობების გვერდით! მეუბნებოდნენ, კარგად გამოგდისო, მაგრამ მე ასე არ ვთვლი! წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს იურისტი ნამდვილად არ ვიქნებოდი!

5. ყავა და ჩაი

მიუხედავად იმისა, რომ ცხელწყალდასხმულ ნებისმიერი მეცნარის ნაყენს ჩაის ეძახიან, მე მხოლოდ ჩაის ფოთლების ჩაის ვცნობ, ყოველგვარი “პრივკუსების” და პრიბამბასების გარეშე! განსაკუთრებით უშაქრო მწვანე ჩაის ვწყალობ! რაც შეეხება ყავას, უფრო ნალექიანი, ოდნავ დამტკბარი მიყვარს. მუდმივი დიეტის რეჟიმიდან გამომდინარე, ამჟამად მხოლოდ შაქრის შემცვლელებით ვსარგებლობ. ყოველი შემთხვევისთვის გაფრთხილებთ, რომ დილით თუ ყავის დალევა დამიგვიანდა, ჯობია ჩემთან დალაპარაკება არც სცადოთ! 🙂

მოკლედ, სულ ეს იყო ! რომ იცოდეთ, რამდენი საინტერესო რამ დარჩა პოსტს მიღმა! მე, ჩემის მხრივ, ვთაგავ:

  1. ლილუს (მე თუ არ “ვუჯიკე” აღარაფერს წერს);
  2. გიგას;
  3. ლალენას.

Advertisements

6 responses to “Top things in my life

  1. Maya Jims ამბობს:

    სერიალებზე გეთანხმები. ბოლო ამოსუნთქვამდე წელავენ ხოლმე და აფუჭებენ. Prison Break პირველი სეზონი ისე მიყვარდა, ვერც აგიღწერ, მაგრამ მერე გამიფუჭეს.
    აუდიოწიგნებს ვერც მე შევეგუე… თუმცა, აი ელექტრონულ ვერსიებს ხშირად ვკითხულობ ხოლმე =)
    კარგი პოსტია. ამ შუა ღამისას ვიხალისე =)

    • unaamarga ამბობს:

      ხო, მეც ეგრე მჭირდა “გაქცევაზე”, ყელში ამოვიდა ბოლოს! ელექტრონულ ვერსიებს რაც შეეხება, მეც ხშირად ვკითხულობ, ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, მაგრამ ისე “ნამდვილი” წიგნების კითხვა მირჩევნია! 🙂

  2. babisa ამბობს:

    kargi poswikia 🙂
    yava-chai mec miyvars zalian, mamyudrovebs sul xolme, magram misayoleblebic miyvars
    da mwvane chaic miyvars
    da serialebsac vuyureb ragaceebs periodulad :)))

    ai saerto wertilebi vipove 🙂

    • unaamarga ამბობს:

      მისაყოლებელი კი არა, აი რაღაცეების გემო რომ აქვს ხოლმე მიცემული, ატმის ან ჟოლოს ან ბერგამოტის ან კიდევ ელ გერის ჩაის აქვს რაღაცა საზიზღრობა შერეული, აი, ეგენი არ მიყვარს!

  3. ნინო ამბობს:

    რა ინტელექტუალური სიაა, ჩემსას კი არ ჰგავს :)))

  4. […] მწარემ თავის პოსტში დამთეგა მე, გრძელდება საკუთარ […]

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: