ცოცხალი ვარ, არაფერი მომსვლია! რამდენიმე საათით ვარ თბილისში, ამ დილით ჩამოვედი ბაკურიანიდან და საღამოს სოფელში მივდივარ. ისე გავვარდი ქალაქიდან, ბლოგზეც კი არ დამიბარებია, მივდივარ-მეთქი, მაგრამ არც მაგის თავი მქონდა, სიმართლე რომ ითქვას! როდესაც მუსიკის ხმაზე კივილი მომინდა, ბავშვის სიცილის გაგონებისას კი მისთვის შემორტყმა, მივხვდი ცუდად იყო ჩემი საქმე! შესაბამისად, გადაუდებელი საქმეები დავასრულე, დანარჩენი ყველაფერი მივყარე და ქალაქს გავეცალე. ბუნებამ და სიმშვიდემ შედეგი მალევე გამოიღო, ახლა მშვენიერ ხასიათზე ვარ და ცხოვრებით ვტკბები, თუმცა ინტერნეტსამყაროს ჯერ არ ვუბრუნდები. 10 დღე გავატარე ამ ყველაფრის გარეშე და ერთხელაც არ მომნატრებია, ანუ ჩემი ედიქშენი არც ისე მძიმე ფორმის ყოფილა (ნუ, მობილურით ფეისზე ატვირთული ერთი-ორი სურათი და განახლებული სტატუსი არ ითვლება)! შვებულებით ბოლომდე დატკბობა მაქვს გეგმაში, ამ საღამოს სოფელში წავალ, რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ, ზღვაზე გადავინაცვლებ! სექტემბრის დასაწყისში კი დედაქალაქს და სამსახურს დავუბრუნდები. ბლოგზეც სადღაც მაგ დროისთვის გამოვჩნდები, თუ მანამდე არ მეწვია პოსტვის დაუოკებელი სურვილი (რაც ძალიან მეეჭვება)! მოკლედ, ძვირფასებო, have fun და დრო ისე გაირბენს, ვერც მე გავიგებ, ვერც თქვენ!
ეს კი ისე, ბონუსად! წარწერა ბაკურიანის ერთ-ერთ პარკში:
mec msgavs mdgomarteobashi davtove qalaqi
magram me menatreboda neti, neti ara, ufro megobrebi, musika, gartoba.
mere deidashvili chamovida tavis laptop da magtifixit da zalian kargi iyo tan rachis mtebi da tan aivanze civilizaciis kutxe :)))))
მიხარია კარგად რომ ისვენებ ჩემო კარგო! აბა შენ იცი ნაყოფიერად გაატარე შვებულება, შთაბეწდილებებს და ახალ-ახალ ცხელ პოსტებს ველით! :*:*:*
Have fun!!! ეს სურათი მთელი ქართული ინტერნეტსამყაროს ჰიტია უკვე.
ჰოო? მე კიდევ არ მქონდა ნახული და დიდის ამბით გადავუღე! 🙂
იმედია კარგად დაისვენე :))
კი, კარგად დავისვენე, მადლობა! 🙂
“აკრძალულია სექსი პარკის მეპატრონის გარეშე” – ვაჰემ რამდენი ვიცინე. არასოდეს მინახავს აქამდე ეს სურათი. :D:D:D
პ.ს. კომენტარი მას შემდეგ დავწერე, რაც სკამიდან გადმოვარდნილი კვლავ ფეხზე დავდექი.
ეს სურათი მეც მაქვს, ხო ამირანის ტყე-პარკში თუ სადღაც გადავიღე ბაკურიანში, მმაგარი ვიღადავე რაა.. :ლოლ:
ჰო მანდ გადავიღე! 2008-ში რომ ვიყავი, ეწერა აკრძალულია ლოთობა პარკის მეპატრონის გარეშეო, ახლა გაუუმჯობესებია! :):)
აკრძალულია ლოთობა ეხლაც წერია,