მწარეს ბლოგი

chez moi

პარასკევი და გაშვებული შანსები

on სექტემბერი 17, 2010

პარასკევი საღამოა, ხვალ არსად მივდივარ, საქმეც არაფერი მაქვს, მყუდროდ მოკალათებული ჩაის ვსვამ და ფილმს ვუყურებ. აი, ამას ვუყურე:

რუსულ-იტალიური ფილმია, რომელიღაც ფესტივალისთვის გადაღებული. სიმართლე გითხრათ, საკმაოდ მოსაწყენად მომეჩვენა, თუმცა თავად ფილმის მხატვრული ღირებულებების გარჩევას არ ვაპირებ, მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ არ მესმის ისეთი ხალხის, როგორც მთავარი პერსონაჟები არიან! მათ პირველი დანახვისთანავე უყვარდებათ ერთმანეთი, თუმცა 10 წელი მოანდომეს ამის აღიარებას,!დადიან მიმა და ოკალა, იცვლიან პარტნიორებს, საცოხვრებელ ადგილს, აჩენენ შვილებს სხვასთან, პლაკაიუტ ვ ჟილეტკუ დრუგ-დრუგუ, მთავარ სათქმელს კი ვერ ამბობენ! ნამდვილად ვიცი, ეს ისტორია ბევრს მოეჩვენება რომანტიულად, მე კი მაღიზიანებს!

დაახლოებით ამდაგვარი მეორე ფილმი გამახსენდა, თუმცა ის ამაზე ბევრად უარესი გულისამრევი მარაზმია – Love me if you dare! აი, ეგეც ძალიან რომანტიულ ისტორიადაა მიჩნეული, მე კი რომანტიკის ნასახსაც ვერ ვხედავ! ორი ადამიანი მთელი მონდომებით ანგრევს ერთმანეთის ცხოვრებას, ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტ ტკივილს მიაყენებს და ჰოი, საოცრებავ, მათ ერთმანეთი უყვართ! That’s not romantic, that’s seriously sick!

მოკლედ, მთელი ჩემი გაბრაზებული პათოსი იმას ემსახურება, რომ არ მესმის ამ გაუბედავი ადამიანების, რომლებიც ბედნიერების შანსს ხელს ჰკრავენ, დროს გაუგებარ ყოყმანში კარგავენ! დრო მეტისმეტად სწარაფდ გადის საიმოსოდ, ამხელა ფუფუნების უფლება რომ მივცეთ თავს! რად გვინდა ფილმები?! ცოტა ვიცით მსგავსი ამბავი? რამდენი მათგანი დასრულდა ჰეფი ენდით? ასეთ სიტუაციაში ხშირად ის მომენტიც ფიგურირებს (საქართველოში მაინც) –  მე ქალი ვარ და რატომ უნდა გადავდგა პირველი ნაბიჯი, ეს არ შემეფერება?! სისულელეა! არ ვითვლები ძალიან გაბედულ და გრძნობებს ამყოლ ადამიანად, მაგრამ ზუსტად ვიცი, თუ დამჭირდება, პირველ ნაბიჯსაც გადავდგამ, სათქმელსაც მე ვიტყვი და ერთი სტყვით, ვიბრძოლებ, რომ მერე გული არ დამწყდეს! დაშვებული შეცდომის მონელება უფრო ადვილია, ვიდრე გაშვებული ბედნიერების! მაინც რამდენი წელი გვაქვს ამ დედამიწაზე?! საცოდავი 60 ან 70! მეტისმეტად მცირე დროა რამეზე უარის სათქმელად და შენი მომენტის გასაშვებად!

Advertisements

3 responses to “პარასკევი და გაშვებული შანსები

  1. niksologi ამბობს:

    “ზუსტად ვიცი, თუ დამჭირდება, პირველ ნაბიჯსაც გადავდგამ, სათქმელსაც მე ვიტყვი და ერთი სტყვით, ვიბრძოლებ, რომ მერე გული არ დამწყდეს!”
    +1 მანდ ვარ მეც

  2. Sophie SUNNY Golden ამბობს:

    რა კარგია, რომ ვიღაცამ სიმართლე თქვა. “შემიყვარე, თუ გაბედავ” – ამქვეყნად ყველაზე მეტად მძულს, აი, იმ ამერიკულ სისულელე ფილმებზე მეტადაც კი, სადაც დასაწყისი ტიტრებიდან იცი უკვე დასასრული. სად არის მანდ სიყვარული ან რომანტიკა? Absolute SICKness.

    მომენტის გაშვება მართლა არ ღირს. აუ, უნაამარგა, შენ არ იცი, ახლა როგორ დამაფიქრე 🙂 მალე დაბრუნდი!!!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: