მწარეს ბლოგი

chez moi

მა!

on ოქტომბერი 28, 2010

ასეთ პოსტებს, თუ მიძღვნებს, თუ რაცაა, განსაკუთრებულ თარიღთან დაკავშირებით აკეთებენ ხოლმე! შენი დაბდების დღე ერთ თვეზე მეტი ხნის წინ იყო და არც სხვა ოჯახური დღესასწაული გვიახლოვდება, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, გულს უნდოდეს, თორემ სულ დღესასწაული არაა?! მოკლედ, რაღაცეები გამახსენდა და რომ იტყვიან, მომაწვა!

  • შენ ტოლსტოი გიყვარს, მე – არა!
  • შენ ბეთჰოვენს აღმერთებ, მე მოცარტი მირჩევნია;
  • მხატვრებიდან რენესანსის მეტრებს ადიდებ და იმპრესიონისტები ვერ შეგაყვარე;
  • თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობების 80% ხმაურად და თავის ტკივილის წყაროდ მიგაჩნია;
  • შენ გერმანულს “სხლავ”, მე კი ამ ენის სწავლის სურვილი ჩანასახშივე მომიკვდა!

ამ ყველაფრის მიუხედავად, ხარ და იყავი ჩემი ნომერ პირველი ავტორიტეტი  ლიტერატურასა და ხელოვნებაში! ყველა ჩემი ნახატის პირველი და უმკაცრესი შემფასებელი!

გგონია, რომ სრულებით არ გგავარ, არადა მე იმდენ საერთოს ვპოულობ! მაგალითად, შენგან გადმომეცა:

  • სიჯიუტე;
  • ის, რომ ადამიანებს ადვილად ვერ ვეხსნები და ახლობლებთან ჩემი გრძნობების გამოხატვა მიჭირს;
  • კითხვის დროს ჭამის ჩვევა;
  • ჩემი მანერების საკმაოდ დიდი ნაწილი;
  • ხელის მტევნის და თითების მოყვანილობა;
  • მათემატიკისადმი მტრული დამოკიდებულება.

კიდევ რა უნდა დავამატო, იცი? ინტერნეტამდე შენ იყავი ჩემი ყველაზე დიიდი ენციკლოპედია, სადაც საჭირო კითხვაზე პასუხს ყოველთვის ვპოულობდი! ბავშვობის უდიდესი ნაწილი, თოჯინებით თამაშის ნაცვლად, შენ დაგდევდი კუდში და გაკვირდებოდი სახლში როგორ ჩხირკედელაობდი! ვერც წარმოიდგენ, როგორ მადგება ეს ყველაფერი ახლა, როცა მარტო ვცხოვრობ!

ჰო, კიდევ, არავინ (მურმან ჯინორიას და საღარაძეს თუ არ ჩავთვლით) კითხულობს ლექსებს შენზე უკეთესად! დედა ეჭვიანობს და ამბობს, ჩემთვის ლექსი არასოდეს წაუკითხავსო! სამაგიეროდ მე მიკითხვადი, თუ განწყობა გქონდა! სურათების გადაღებასაც შენ არ მასწავლიდი ჯერ ძველი, საბჭოთა აპარატით და მერე ზენიტით?!

საერთოდაც, გმადლობ, იმისათვის რომ

  • რაც თავი მახსოვს, საკუთესო მეგობრები ვართ;
  • არასოდეს შეგიზღუდავს ჩემი არჩევანი და არც შენი აზრები მოგიხვევია თავს;
  • ჩემით ყოველთვის ამაყობდი;
  • საათობით შეგეძლო ჩემი სისულეების მოსმენა და ასევე საათობით საინტერესო ამბების მოყოლა;
  • თვით ჩემს სიმღერასაც კი უსმენდი წარბშეუხრელად (დამერწმუნეთ, დიდი მსხვერპლია);
  • სიჩუმის მოსმენას მასწავლიდი;
  • რუსული ლიტერატურა შემაყვარე;
  • ჩვენს შორის ტაბუდადებული თემები არ არსებობდა და ყოველთვის თანასწორივით მელაპარაკებოდი;
  • არასოდეს მოგითხოვია, ასეთი იყავი და ისე მოიქეციო;
  • კიდევ უამრავი რამისთვის მადლობა, პირველ რიგში კი იმისათვის, რომ 27 წლის წინ დედაჩემზე დაქროწინდი! აბა, ისე მე არ ვიარსებებდი! 🙂

ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სურათია! ეს შავი თმები მე რომ გაგითეთრე, არ დამვიწყებია!

მა, გრძნობების გამოხატვა გვიჭირს-მეთქი, ზევით დავწერე! მე არც მჭირდება, პრინცპიში, ისედაც კარგად ვკითხულობ შენს თვალებში! იმედია, შენც ხვდები, რა ძვირფასი ხარ ჩემთვის, იმიტომ, რომ რა ვქნა, შენნაირი ვარ, პირდაპირ თქმა არ შემიძლია!

Advertisements

7 responses to “მა!

  1. kikito ამბობს:

    vaime mamachemi momenatra dzalian 😦
    axla avkvitindebi ise momawva ;(
    kargi posti iko khat :S

  2. Sophie SUNNY Golden ამბობს:

    რა კარგია, როცა ასეთი მამა გყავს, რომელიც შენს გვერდითაა და მისგან მაგალითის აღება შეგიძლია. ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოს და გაახაროს შენი მამა.

    რა დამთხვევაა ისე, რომ ამას ვუსმენდი, სანამ შენს პოსტს ვკითხულობდი, ესეც მამაშვილური სიმღერაა: http://www.youtube.com/watch?v=p9GU7gksZAo

  3. babisa ამბობს:

    rasayvareli postia 🙂

  4. keti ამბობს:

    რა თბილია 🙂

  5. overjazzed ამბობს:

    dzalian emociuri postebi gakvs, momcons 🙂

  6. მარიტა ♥ ამბობს:

    მეც მინდა ასეთი მამა : )
    ჰაჰ მეჩვენება თუ შენნაირი ბლოგი მაქვს :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: