არა, დიდი ხანია, მეტ-ნაკლებად მეთანაღრებოდა გული ჩემს ბლოგზე, მაგრამ დღეს დაბრუნების განსაკუთრებული სურვილი ვიგრძენი. მე მჭირდება პოსტვა! სოფის ამ პოსტმაც მომცა მცირე ბიძგი! ისეთი პოსტები მწყურიაო, სადაც ადამიანები საკუთარცხოვრებაზე ისაუბრებენ და ყოველდღიურ ამბებს მოყვებიანო! მე ვწერდი ასეთ პოსტებს და ასეთი ბლოგებიც მომწონდა! ახლაც მომწონს!
წელიწადზე მეტი პაუზის შემდეგ, დაბრუნება ადვილი არ იქნება, ცხადია! სავარაუდოდ, იმ ადამიანების დიდ ნაწილს, ვისაც ჩემი პოსტები მოსწონდა, აქაურობის „მისამართი“ დაავიწყდებოდა უკვე. ისიც გასათვალისწინებელია, არ ვიცი, რამდენად ხშირად დავპოსტავ, როდემდე მენდომება წერა და წასვლას ისევ როდის გადავწყვეტ, მაგრამ ახლა აქ ვარ! ისევ ისე გავაგრძელებ! დავწერ ჩემი ერთფეროვანი ცხოვრების შესახებ, წაკითხულ წიგნებზე, ფილმებზე, ჩემს შეხედულებებსა და მოსაზრებებზე! Just let me be!
:))) ერთ ბედ ქვეშა ვართ.. წელცომე
წერე წერე : ) მკითხველი გიპოვნის ისევ : ))
Sort of coming out – რატომ წავიკითხე? 😀
😀 ალბათ, თვითონ ფიქრობდი ამ საკითხზე! ზოგადად, თემაზე, I mean! 😉
რა კარგია, რა კარგია!!! ისე გამიხარდა, ვერ აგიხსნი. იცი, მართლა როგორ ველოდებოდი, რომ ოდესმე დაბრუნდებოდი? სულ შევხედავდი ჩემს ბლოგ ფიდს და ვფიქრობდი, როდის იქნება, რომ მწარეს ბლოგი ზემოთ ამოხტეს–მეთქი და აი, დღეს ასეც მოხდა.
სადღესასწაულო განწყობა შემექმნა. ველოდები მომდევნო პოსტებს და ამბებს შენს ცხოვრებაზე, ყოველდღიურეობაზე; მოკლედ, ყველაფერზე.
დიდი მადლობა, მეგობრებო! სოფი, ასეთი დახვედრის შემდეგ, შეუძლებელია აღარ ვპოსტო! 😉