მწარეს ბლოგი

chez moi

New Year resolution

on დეკემბერი 31, 2011

შარშან საახალწლოდ “to-do list” არ ჩამომიწერია, შესაბამისად, შესრულებული პუნქტებით თავს ვერ მოვიწონებ, ამიტომ უბრლოდ გეტყვით, რა ხდებოდა. გარკვეულ დასკვნებს ისედაც გააკეთებდით წინა პოსტებიდან გამომდინარე და მეც გეტყვით, რომ სირთულეები საკმარისზე მეტი მქონდა! მთავარი სირთულეები არაა. ერთ წიგნში წავიკითხე: “Pain is an event. It happens to you and how you handle it, that’s your business!”  მე ყველაზე უსუსური მეთოდი ავირჩიე: დივანზე წოლა და არაფრის კეთება! ერთი სტყვით შემიძლია ვთქვა, რომ საკუთარ თავს იმედები სერიოზულად გავუცრუვე! თუმცა, მთავარი ისაა, რომ ეს ყველაფერი წარსულში რჩება! საერთოდ, ახალ წელს ხშირად უკავშირებენ ახალ გეგმებს, საკუთარი ცხოვრების შეცვლის სურვილს და ა.შ. რაც, თავის მხრივ, სისულელეა, თუ რამეს შეცვლა გინდა, დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედო და კალენდარს არ დაელოდო, მაგრამ ამ შემთხვევაში მართლა ისე გამოვიდა, რომ ჩემი გონზე მოსვლა წინასაახლწლო პერიოდს დაემთხვა! ასე რომ, ფიგურალურად, ძველ “მეს” ძველ წელში ვტოვებ!

ა, ხო, გასულ წელს დოქტორანტურაში ჩავაბარე და კიდევ ერთხელ, ნებაყოფლობით გავხდი თსუ-ს მარად დაულაგებელი სასწავლო სისტემის მსხვერპლი! ვიღაცამ შეიძლება გაიკვირვოს, თუ იცოდი, რაც გელოდა, რაღას მიდიოდიო! კარგი კითხვაა, კაცმა რომ თქვას! თუმცა, მეგობრებო, ისიც გაითვალისწინეთ, ქართულ რეალობაში, მართლა ხარისხიანი იურიდიული განათლება, მათ შორის ზემდგომი საფეხურები, უტოპიური ოცნებაა! ჰოდა, ისევ თსუ იყოს, სხვა ვითომ დონე და პეროებგარჭობილი სასწავლებლების, სადაც ფასები არაგონივრულია და ხარისხი უარესი თუ არა, იგივე, ნერვი არა მაქვს! 😉

რაც შეეხება მომავალი წლისათვის შესასრულებელ პუნქტებს, ჩემი მოკლე, უახლოესი პერიოდისათვის განკუთვნილი “to do list” ერთმა მეგობარმა უკვე მომიწონა და თავის მხრივ 3 პუნქტი მიმიმატა:

  • დაანებებ თავს დეპრესიებს და აღარ იქნები სულელურად ცუდ ხასიათზე;
  • ნერვებს არ მოიშლი სხვის მწარე რეპლიკებზე;
  • ცხოვრების წესად გაიხდი მუდმივად კარგ ხასიათზე ყოფნას!!!

ამ პუნქტების სერიოზულად მოვეკიდები, თუმცა, პირველის გარდა, ვერავის დავპირდები, რომ აუცილებლად შევასრულებ! 🙂 რაც შეეხება  ჩემს მიერ შედგენილ სავალდებულო პუნქტებს, აგერ იხილეთ:

  • შევეცდები, ვიცხოვრო სწორად! სწორად ჩემი რწმენიდან, სუბიექტური დამოკიდებულებებიდან და მოსაზრებებიდან გამომდინარე;
  • განუხრელად შევასრულებ ექიმის მითითებებს, განსაკუთრებით დიეტის ნაწილში და, ბოლოსდაბოლოს, დავიკლებ ამ იდიოტურ ზედმეტ კილოგრამებს;
  • რეგულარულად ვივარჯიშებ;
  • მეტ დროს დავუთმობ სადოქტორო ნაშრომის თემატიკას და, ზოგადად, საკუთარ პროფესიულ განვითარებას;
  • არ “ვიშოპაჰოლიკებ”, მათ შორის, არც ონლაინ მაღაზიებში :);
  • ჩავაბარებ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდას! მერე რა, რომ შარშანაც ვაპირებდი და მითხრეს, რა გეჩქარებაო :);
  • ამ ყველაფრის მიუხედავად, საკმარის დროს დავუთმობ მეგობრებს და, ზოგადად, იმ ადამიანებს, ვისთან ყოფნაც მსიამოვნებს! ვოლანდის მეთოდოლიგიის გამოყენებაც რომ დამჭირდეს, დროის შეჩერებასთან დაკავშირებით, მაინც!
  • რაც მთავარია, არავითარ შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, არასოდეს ჩემს თავს ამ ზომამდე არ მივიყვან!

ამ ეტაპზე სულ ესაა! ღმერთმა მომცეს ძალა ამ ყველაფრის შესასრულებლად! თქვნ კი, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! ყველა სურვილის ასრულებას და დიიდ ბედნიერებას გისურვებთ! არ გინდათ? კი ბატონო!

Advertisements

6 responses to “New Year resolution

  1. როდე ამბობს:

    მინდა, მინდა და შენც იმავეს გისურვებ 🙂

  2. Sophie SUNNY Golden ამბობს:

    თსუ მე ისე მიყვარს, მგონია, მშვენიერი არჩევანი გააკეთე. ყოველ შემთხვევაში, არა მგონია, სადმე სხვაგან უკეთესად ასწავლიდნენ და საერთოდ, თუ ადამიანი გონიერია და სწავლა უნდა, ყველგან მოახერხებს, რა ვქნა, მე ამ თეორის მომხრე ვარ.

    მომეწონა შენი გეგმები და სერიოზულად, მომავალ წელს შევამოწმებ, რა შეასრულე და რა – არა 🙂

    ღმ–ერთი აუცილებლად დაგეხმარება, მთავარია შენც დაეხმარო და ხელი შეუწყო, როგორც ჯერი მაგუაირი ამბობს: help me to help you 😀

    ბედნიერ და წარმატებულ წელს გისურვებ!

    • unaamarga ამბობს:

      მეც მიყვარს თსუ ყველაფრის მიუხედავად, თუმცა მუდმივი გაუგებრობა და კვირაში 7 პარასკევი დამღლელია ხოლმე!

      ჩემს გეგმებს აუცილებლად შევასრულებ და 2012 წლის ბოლოს თავს მოვიწონებ! 🙂

  3. Lilu ამბობს:

    ღმერთმა მოგცეს ძალა შენი სურვილების ასასრულებლად! ახალი წელი ახალი ათვლის წერტილი ყოფილიყოს და შენი სურვილების მიხედვით წარმართე შენი ცხოვრება! მიყვარხარ ძალიან!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: