მწარეს ბლოგი

chez moi

აქა ამბავი, როგორ უნდა შევიცვალო და მოვიშალო მავნე ჩვევები!

on თებერვალი 5, 2012

დასაწყისისთვის: კარგად ვარ! მშვენიერ ხასიათზე ვარ და ყველაფერი კარგად მიდის! დიდ დროს ვხარჯავ სამსახურსა და სწავლაზე, როგორც პრე-დეპრესიულ პერიოდში, “თიდანში” სიარული განვაახლე  და სისულეებზე თითქმის არ ვფიქრობ!

მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვარ, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, ზოგჯერ ხასიათი მიფუჭდება! მაგალითად, დღეს საღამოს! წინა სამსახურის სურათებს ვათვალიერებდი და გავოგნდი! რეალურად სხვა ადამიანი ვიყავი! არა, მესმის, რომ 4 წელი ცოტა არაა და ყველა ვიცვლებით, მაგრამ ასეთი მეტამორფოზა მეტისმეტია! რა ვუქენი საკუთარ თავს?!

დეპრესიაში არა ვარ, უბრალოდ, ის გოგო მინდა დავაბრუნო! ღია ღია წაბლისფერი თმით, გამხდარი, ფართო, ნათელი თვალებით, მრგვალი ლოყების და ღაბაბის გარეშე! იდეალისტურ შეხედულებებსა და მთელი სამყაროს შეცვლის სურვილს, ალბათ, უკვე აღარაფერი ეშველება, მაგრამ “ფასადი” მაინც უნდა დავიბრუნო! 😉 ამისათვის კი, წინა და წინისწინისწინა პოსტში დასახული გეგმები აუცილებლად უნდა შევასრულო! გეგმები რომ შევასრულო, რაღაცეებს უნდა გადავჩვიო! ჰოდა, ვის მოვუყვე ამის შესახებ, თუ არა ჩემს საყვარელ ბლოგს?!

გადაუდებელი დახმარების სახით, აი, რაზე უნდა ვთქვა უარი:

კითხვის/ტელევიზორის ყურების/ინტერნეტში ძრომიალის დროს ჭამას. ჩვეულებრივ, ასე ხდება: “ახლა 1 ცალ ვაშლს ავიღებ, მწვანე ჩაის დავისხამ და რომელიმე სერიალს ვუყურებ!’ საბოლოოდ, 1 ვაშლი 5-ად იქცევა და ნახევარი მაცივარი საჭმელიც ემატება! იმ ზომამდე ვარ მისული, რომ საჭმელს გემოს ვერ ვატან, თუ რამეს არ ვკითხულობ ან ვუყურებ! ეს უნდა შეწყდეს!

აღარ ვჭამო ტკბილეული, როცა განერვიულებული ვიქნები. ბოლო ერთი თვე დღის წესრიგში არ დამდგარა, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანი პრობლემაა! გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც დროის მანძილზე სულ ცუდ ხასიათზე ვიყავი, ჩემს მიერ შთანთქმულმა ტკბილეულობამ სეეერიოზული დაღი დამატყო წელის მიდამოში! ეს ფაქტი ისე მაწუხებდა, ერთხელაც ავდექი და ვცადე, შოკოლადი დაბალკალორიული საშუალებით ჩამენაცვლებინა! უფრო კონკრეტულად -სიგარეტით! ერთ-ერთი ყველაზე დიდი იდიოტიზმია, რაც ამ ცხოვრებაში გამიკეთებია! კიდევ კარგი, ესეც ჩვევაში არ გადავიყვანე! არ გადავიყვანე რა, შოკოლადი უფრო მომწონს! 🙂 ჰოდა, მოკლედ, გამომდინარე იქიდან, რომ არც შოკოლადი, არც სიგარეტი და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც მწვადი არაფერს შველის ცხოვრებაში, ისევ ჯობია, პრობლემების გადასაჭრელად სხვა მეთოდები მოვძებნო!

თუ ამ ორ პუნქტს შევასრულებ, შევჭამ მხოლოდ მაშინ, როცა მშიერი ვიქნები და, სავარაუდოდ, იმდენს, რამდენიც შიმშილის დასაკმაყოფილებლად მეყოფა!

მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი პუნქტი: არასოდეს, არც ერთხელ არ გავაცდინო ვარჯიში! აქ სიტუაცია ამგვარადაა: თავად ვარჯიში არ მეზარება, მაგრამ ჭირივით მეზიზღება ფიტნეს ცენტრამდე მისვლის პროცესი! “თიდანი” ჩემს სამსახურთან არც ისე ახლოსაა და დაახლოებით 25-30 წუთის გატარება პიკის საათის დროს ავტობუსში მთლად საამო რომ ვერაა, თქვენც დამეთანხმებით, ხოდა, შედეგად, ყოველ საღამოს ჩნდება ცდუნება: ხომ არ წავიდე სახლში, რბილ დივანზე წამოვწვე და პირველი პუნქტში განხილული პროცედურის განხორციელბა დავიწყო?!  ჰოდა, არა! საკუთარი თავის ყურით წათრევა რომ დამჭირდეს, კვირაში 4-ჯერ  აუცილებლად ვივარჯიშებ! “თიდანის” პროგრამის შესაძლებლობები შემოდგომაზე რომ დავდიოდი, მაშინ გამოვცადე, ასე რომ, ამ მსხვერპლის გაღებად ნამდვილად მიღირს!

დასაწყისისთვის ეს იყოს! პრინციპში, სხვა მომაკვდინებელი ჩვევები არც მაქვს: არ ვარ ალკოჰოლიკი და ნარკომანი, არ ვეძალები აზარტულ თამაშებს, ფრჩხილებსაც კი არ ვიკვნეტ! არც მწეველი გავხდი, ჩემდა საბედნიეროდ!  რაც კარგია, იმიტომ, რომ ბევრად ნაკლები  პუნქტია ჩემს სიაში, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო! პროკრუსტინაციის დამარცხებას შემდეგ ეტაპზე დავისახავ მიზნად, ჯერ ამათ მოვერიო!

Advertisements

3 responses to “აქა ამბავი, როგორ უნდა შევიცვალო და მოვიშალო მავნე ჩვევები!

  1. ჩორვენი ამბობს:

    აუუ თიდანი მართლაც სუპერ რაღაცაა, ენით აუწერელი შდეგები მაქვს ♥

  2. Sophie SUNNY Golden ამბობს:

    როგორ გგულშემატკივრობ, ვერ წარმოიდგენ. რაც უნდა ითქვას და ზოგჯერ მეც მითქვამს, ვითომ წონას და გარეგნობას მნიშვნელობა არა აქვს და მსგავსი შტერობები, მაგრამ ძალიანაც აქვს, ხომ იცი 😐 თვითშეფაზე ზომიერ წონას ყველაზე დიდი გავლენა აქვს ამქვეყნად და კიდევ სულიერ სიმშვიდეს, რომელსაც, როცა სარკეში იყურები და იქიდან სულ სხვა ადამიანი გიყურებს, ვიდრე შენ წარმოგედგინა შენი თავი, ვერ შეიძენ და არ გექნება მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევ.
    წარმატებები და გაუძელი ავტობუსს, მგზავრობას, ცდუნებებს და წარმოიდგინე, მალე სარკიდან ის ადამიანი რომ შემოგხედავს, რომელსაც შენ კარგად იცნობ და შენშია დამალული 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: