მწარეს ბლოგი

chez moi

Disturbed privacy

on მაისი 9, 2012

მოკლედ ასე, ხან მივხურავ და ხან ვაღებ ბლოგის კარებს! როცა ბლოგი ჩაკეტილი მაქვს, წერითაც არაფერს ვწერ, გავხსნი და მაინც არ ვიცი, რა დავწერო! ასეთი სიტუაცია, ალბათ, ყველას ჰქონია, თუმცა, არ ვიცი, ჩემსავით რამდენად აწუხებდათ ეს ყველაფერი! მოკლედ, საქმე ისაა, რომ ბლოგზე ნათესავები და მშობლები ხშირი სტუმრები გახდნენ, რაც საერთოდ არ მომწონს! როდესაც ბლოგს ვაკეთებდი, არასოდეს მიფიქრია, ამაზე ნერვიულობა თუ დამჭირდებოდა! იმ ქალაქში, სადაც ხსენებული ნათესავები და მშობლები ცხოვრობენ, იმ დროისათვის ინტერნეტი სულ არ იყო მგონი! 🙂 სიმართლე ითქვას, ჩემი მშობლები არც ახლა მოაგნებდნენ აქაურობას, რომ არა მონდომებული დამხმარეები! შედეგად, მიჭირს პირადი პოსტების წერა.

ამას წინათ, ფეისბუქზე დავიწუწუნე ამის გამო და ის ხალხი გავანაწყენე, ვისაც რეალურად, არაფერი დაუშავებია, კაცმა რომ თქვას!

ინტერნეტი თავისუფალი სივრცეა, ბლოგი – ღია, მოვიდნენ, წაიკითხეს, მოეწონათ ან არ მოეწონათ და აზრი გამოთქვეს! რაც არის კიდეც ბლოგპოსტის იდეა, საერთოდ! თუ ეს ყველაფერი არ გინდა, რისთვის წერ, არა?! არადა, რთული ასახსნელია რატომ არ მომწონს შინაურების სტუმრობა ბლოგზე! I never planned to let them in! თითქოს ჩემს დალაგებულ სამყაროში ტალახიანი ფეხებით შემომივარდა ვიღაც! პოეზიის გარეშე კი, ახლა უფრო რთულია პირად თემებზე წერა! ერთია, როდესაც ბლოგს ვირტუალური,  არაიდენტიფიცირებული საზოგადოება, ან სულაც შენი ტოლები და მეგობრები კითხულობენ და მეორე, როდესაც შენს პოსტებს ბიძები, მამიდები, დეიდები და ა.შ. იხილავენ! მით უმეტეს მშობლები! ბევრი რამე მათთვის გაუგებარი და მიუღებელი იქნება, ასეც რომ არ იყოს, არავინაა ბიძებთან ზედმეტად გულახდილი, ნუ, არა მე, ყოველშემთხვევაში! I feel embarassed for some feelings or stories! გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს შინაურები თავად შეიძლება იყვნენ პირადი ისტორიის გმირები და პოსტი რაც არ უნდა ზოგადად დაწერო, საკუთარ თავს მაინც ამოიცნობენ. შეიძლება, შენი განწყობა იყოს მათთვის საწყენი, ან უბრალოდ “საქვეყნოდ გამოჭენება” არ მოეწონოთ! იძულებული ხარ, ამ ყველაფერს ანგარიში გაუწიო და, შედეგად, პოსტს საერთოდ ვეღარ წერ, ან ისე წერ, რომ შენც არ მოგოწნს და არ აქვეყნებ! ბოლოსდაბოლოს არც ის მინდა, ჩემმა მშობლებმა დაინახონ, რამდენად არეული მაქვს თავში ყველაფერი! ჰოდა, დარჩა ეს ბლოგი უპატრონოდ მიტოვებული! არადა, არის საკითხები, ხელები რომ მექავება დასაწერად! თუ თემატური ბლოგი გაქვს, ეს ყველაფერი საერთოდ არ გაწუხებს, მაგრამ ჩემი სფერო სხვაა! პოსტები ადამიანურ ურთიერთობებზე და პირად გამოცდილებებზე ყოვეთვის უფრო პოპულარული და საინტერესოა! გასაგებია, რატომაც: ა) ყველას მოსწონს სხვისი პირადულის “ქექვა” ბ) შენი გამოცდილება შეიძლება სხვასაც გამოადგეს, ან უბრალოდ, ვინმემ თავისი თავი დაინახოს! მაგრამ არც ზემოხსნეებული ბარიერის გადალახვაა ადვილი!

მოკლედ, ვარ ასე გაუგებრობაში! ვერც სიტუაციის დაკიდებას ვახერხებ და არც პოსტვის შეწყვეტა მინდა! თქვენ როგორ მოერიეთ ამ ყველაფერს?!

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: