მწარეს ბლოგი

chez moi

მე ვარ მორწმუნე!

on იანვარი 29, 2013

თურმე, რამდენი რამე შეცვლილა ვორდპრესზე, მას შემდეგ რაც აქ ბოლოს შემოვიხედე! მიტოვებული სახლივითაა ჩემი ბლოგი, მოუვლელი და დროში გაყინული, თუმცა, ეს ის არაა, რაზეც მინდოდა დამეწერა! სუულ რამდენიმე სიტყვის სათქმელად შემოვედი და ალბათ, მეტად აღარც შეგაწყენთ თავს!

მოკლედ, გადავედით საქმეზე! ზოგადად, მაშინაც კი, როდესაც აქტიურად ვპოსტავდი, თითქმის არ ვეხებოდი რელიგიის თემას! გულწრფელად რომ ითქვას, უბრალოდ თავის ტკივილს ვერიდებოდი და კიდევ, რატომღაც, არ მინდოდა, ვინმეს ჩამორჩენილი ადამიანი ვგონებოდი (კი, მრცხვენია ამ შიშისათვის!), ეკლესიურობა ხომ დღეს პროგრესულად მოაზრონვე ახალგაზრდობაში მოდური არ არის! მაგრამ ახლა საკმარისად გავიზარდე საიმისოდ, რომ არ მადარდებდეს სად და რომელ კატეგორიაში მიმიჩენენ ადგილს სხვები!

იმის გათვალისწინებით, რომ ყველანაირი მსოფლმხედველობის ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, ფეისბუქზე კი, მით უმეტეს, სრულიად ჭრელი საზოგადოება მყავს მეგობრებში, ბევრნაირი განსხვავებული აზრის მოსმენა/წაკითხვის შესაძლებლობა მაქვს, თითქმის ყველა საკითხზე, მაგრამ დღეს მინდა შევჩერდე ადამიანების იმ ჯგუფზე, რომლებიც თავს დიდ ლიბერალობაზე, განათლებაზე, თავისუფალ აზროვნებასა და „პრადვინუტობაზე“ დებენ, ჩვევაში კი გადაუვიდათ ცინიკური, ქედმაღლური და ზოგჯერ, აგრესიული მოსაზრებების გამოთქმა სარწმუნოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე! არა, დავაზუსტებ, მართლმადიდებლობაა „გიომობა“, თორემ, არსად მინახავს, რომელიმე მათგანს, მაგალითად იაღოველებზე გასცინებოდათ, რომლებიც გაფრენის იმედად მთებიდან ხტებიან ხოლმე! ეს, ისე, სიტყვის მასალად, თორემ, მე სულაც არ დავცინი ვინმეს შეხედულებებს! ბევრისთვის ქრისტიანობა გონებრივი ჩამორჩენილობის სინონიმად იქცა! 

მილიონობით ასეთი ცინიკურ-გამკილავი-კრიტიკული პოსტი შემხვედრია და ყოველთვის გვერდს ვუვლიდი „ეს ჩემი პრობლემა არაა“ სახით, მაგრამ დღეს სურვილი მაქვს, ჩემი განწყობა დავაფიქსირო და ყველა იმ გვერდავლილი პოსტის პასუხად ვწერ შემდეგს:

  1. მიუხედავად იმისა, რომ, შეიძლება, ზოგი ადამიანი ქრისტიანობის სახელით ისეთ საქციელს ჩადიოდეს, რაც აღნიშნული რელიგიისათვის საერთოდ მიუღებელია, ზოგადად, მორწმუნეობა გონებაჩლუნგობას არ ნიშნავს;
  2. თუ სხვას აქვს უფლება ქუჩაში გამოვიდეს და ღიად დააფიქსიროს საკუთარი აზრი ნებისმიერ საკითხზე და საკუთარი ცხოვრების წესი საჯაროდ განიხილოს, მეც მაქვს უფლება მსგავსი საქციელი ჩემს რწმენასთან შეუთავსებლად მივიჩნიო და ამის თაობაზე ხმამაღლა განვაცხადო (ამ გახსენებაზე, ვიღაც წერდა ადრე ბლოგზე, ლოგინს შუა ქუჩაში დაგიდგამენ და მერე მოითხოვენ ჩვენს თეთრეულში ნუ იქექებითო! გონებამახვილური შენიშვნაა!);

ასევე, ყალბი თავმდაბლობის გარეშე, მთელი გულით მინდა, ძალიან ხმამაღლა შემდეგი სიტყვები გითხრათ:

  • მე ვარ მორწმუნე და ვთვლი, რომ ბევრ თქვენგანზე მეტად თუ არა, ნაკლებად ჭკვიანი ან ნიჭიერი არ ვარ და, ეგებ, მთელ რიგ საკითხებზე უფრო პროგრესული და თანამედროვე აზრიც გამაჩნდეს;
  • მე ვარ მორწმუნე და არავინ მიზღუდავს ნების თავისუფლებას, არც ჩემს მაგივრად იღებს გადაწყვეტილებებს, იმიტომ, რომ სწორედ უფალმა შეგვქმნა თავის-უფალ სუბიექტებად;
  • მე ვარ მორწმუნე და, პტივცემულო ვითომ ლიბერალებო, თქვენზე ბევრად მეტი თანაგრძნობა და სიყვარული გამაჩნია მოყვასის მიმართ, მათი შეხედულებების, ცხოვრების წესისა და თუ სხვა დანარჩენი მახისათებლების მიუხედავად;
  • ერთი სიტყვით, მე ვარ მორწმუნე და არ ვარ „ბნელი!“ ბოლოს კი, მინდა გითხრათ, მე პატივს ვცემ თქვენს ურწმუნოებას, მაგრამ ნება იბოძეთ და თქვენც ეცით პატივი ჩემს რწმენას, იმიტომ რომ, თუ აქამდე არ იცოდით,  თავისუფლება და თანასწორობა სწორედაც რომ ესა!

სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა! ჩემს დროს მეტად აღარ დავხარჯავ, ისე კი, მიხარია, რომ მე რაღაც მართლა ღირებული და ფასეული გამაჩნია!  

Advertisements

11 responses to “მე ვარ მორწმუნე!

  1. Sophie SUNNY Golden ამბობს:

    კარგია, რომ იმის შიში, რას იფიქრებენ შენს მორწმუნეობაზე, გადალახე.

    პოსტს არაფრის დამატება აღარ სჭირდება, ყველაფერი მშვენივრად გაქვს ნათქვამი.
    მიხარია, რომ (იმედია) დაბრუნდი და წერას (გა)აგრძელებ 🙂

    • unaamarga ამბობს:

      მადლობა, სოფი! ვიცოდი, რომ სწორედ შენ გამიგებდი!:) დაბრუნებას რაც შეეხება, არ ვიცი რამდენად ვიაქტიურებ, როცა მექნება სათქმელი, დავწერ ხოლმე!

  2. Sophie Kaufman (@sophiekaufman) ამბობს:

    🙂
    მეც მაქვს რაღაც შიშები (რელიგიური არა, რა თქმა უნდა) და ზუსტად გუშინ, შენი პოსტის წაკითხვის შემდეგ, ვფიქრობდი, ხომ არ დამეწერა–მეთქი და ვფიქრობ… :დ

    ხო, რადგანაც მე ფეისბუქი დიდი ხანია აღარ მაქვს, მაინტერესებს შენი დიეტის ამბები 😉 და საერთოდ, რა გეგმები გაქვს ამ წლისთვის.
    სხვების არ ვიცი და მე კი მაკლიხარ ბლოგოსფეროში 😐

    • unaamarga ამბობს:

      ყველაფერი მშვენივრადაა! უკეთესიც შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, თუმცა ჯობს ნელ-ნელა, მაგრამ წინ იარო! 🙂 ცოტა დროს რომ გამოვნახავ, აუცილებლად დავწერ, დიეტაზე, თვითკონტროლზე და კიდევ რაღაც საინტერესო ამბებზე 🙂

  3. przysiad ze sztanga ამბობს:

    Hey there! Someone in my Facebook group shared this website with us so I came to take a look.
    I’m definitely enjoying the information. I’m bookmarking and will be tweeting this to my followers!
    Fantastic blog and wonderful design and style.

  4. dieta intermittent fasting ამბობს:

    Hi colleagues, its enormous paragraph concerning educationand completely explained, keep
    it up all the time.

  5. suple na mase ამბობს:

    Everything is very open with a precise description of the challenges.
    It was really informative. Your site is very helpful.
    Many thanks for sharing!

  6. nino ამბობს:

    კარგი პოსტია ძალიან.

  7. miesnie czlowieka ამბობს:

    There’s certainly a great deal to find out about this subject.
    I like all the points you’ve made.

  8. Johnny Rapid ამბობს:

    Heya i’m for the first time here. I came across this board and
    I find It really useful & it helped me out much. I hope to give something back and
    aid others like you helped me.

  9. green superfood ამბობს:

    The more you can reduce the damage caused by free radicals with antioxidants,
    the more your can reduce or even prevent damage.
    References: Pitchford, Paul, Healing with Wholefoods.
    Not much research has been done to prove that this is the
    case though.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: