როგორც ნათქვამია, праздник окончен, начинаются будни! ვიცი, ვიცი, რომ ძველით ახალი წელი ისევ წინაა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამ მეორე ახალი წლის არსებობის იდეას ვერასოდეს ვიგებდი, პირადად ჩემთვის ზამთრის დღესასწაულები დასრულებულია! მით უფრო, რომ 14 სამუშაო დღეა! არ მოგიყვებით, როგორ შევხვდი ახალ წელს! არის მოგონებები, რომლებიც არავის უნდა გაუმხილო, მარტო შენთვის უნდა შეინახო, ზამთრის ცივ ღამეებში რომ გაგათბოს! დღესასწაულის შედეგი: სასწორს ვერ ვეკარები შიშით!
რაც შეეხება 2010 წლის პირველ დღეებს, ერთი ჩემეული საქციელის ჩადენა უკვე მოვასწარი! ახალი ლეპ–ტოპი შევიძინე. არ მჭირდებოდა, ძველიც ახალი იყო და მისი შესაძლებლობების ნახევარსაც ვერ ვიყენებდი რეალურად! ჩემნაირი “ჩაინიკსითვის ” საკმარისი კი არა, ზე–საკმარისი იყო, მაგრამ ისტერიულად მომინდა უფრო უკეთესის ყიდვა, ხოდა ასეც მოვიქეცი! არგუმენტი – ახალი წლიდან ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამის შეცვლას ვაპირებ და ეს ცვლილებების დასაწყისი უნდა იყოს! სიგიჟეა! ადამიანს ახალი ცხოვრების დაწყება თუ უნდა, ლეპ–ტოპი რა შუაშია, მაგრამ მე თუ რამე ავიჩემე, ლოგიკისა და გონივრული არგუმენტების მოშველიებას აზრი არ აქვს! ხოდა ვიჯექი გუშინ ჩემს მაგიდასთან, ორ ლეპტოპმომარჯვებული და სენტიმენტალურად ვუხდიდი ძველს ბოდიშს, მიტოვებისათვის! ზუსტად ჩემს სტილშია, ვცდილობდე რაღაცის შეცვლას და ვდარდობდე წარსულზე, unable to move on!
ამდენად, უფლება და მიზეზი აღარ მაქვს იმისათვის, რომ არ შევცვალო ის ყველაფერი, რაც სასტიკად არ მომწონს! ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ეს წელი წინას არ ჰგავდეს! ბარემ აქვე ჩამოვწერ 2010 წლის ‘to do’ list-ს, დიდად არასოდეს მეხმარებოდა, იმიტომ, რომ რისი გაკეთებაც მეზარებოდა ან არ მინდოდა, მაინც არ ვაკეთებდი, მაგრამ მაინც ჩამოვწერ, ეგებ ასე უფრო შემაწუხოს სინდისმა! მაშ ასე, წელს აუცილებლად
- ვისწავლი ცურვას და, შესაბამისად, დავძლევ იდიოტურ წყლის შიშს;
- მივხედავ ფრანგულს. ბოლო პერიოდში შეხება აღარ მაქვს და ვგრძნობ, რომ შეიძლება დამავიწყდეს;
- ჩავაბარებ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდას;
- დავიკლებ N კგ–ს! რაოდენობას არ ვაკონკრეტებ, იმიტომ, რომ მრცხვენია!
- ჩავაბარებ დოქტორანტურაში … ალბათ! რაც უფრო შორს ვდებ, მით უფრო ნაკლებად მინდა!
- როგორც კი ნებას დამრთავენ, ისევ დავიწყებ ვარჯიშს;
- საკუთარ ვიზუალურ მხარეს მეტ ყურადღებას დავუთმობ და გაწამებული დიასახლისის ვიდზე აღარ ვიქნები!
ვეცდები
- ვიყო ნაკლებად ასოციალური და უფრო ხშირად გავიდე სახლიდან;
- დავიწყო გერმანული ენის სწავლა;
- სისულელეებზე ნერვები არ მოვიშალო (ტყუილი დაპირებაა, მაინც ვერ შევასრულებ);
- ვისწავლო დროის რაციონალურად გამოყენება;
- გამოვჯანმრთელდე!!!
- პროფესიულად მაქსიმალურად განვვითარდე;
- ბლოგზე უფრო ხშირად ვპოსტო!
ყველას თუ არა, ამ პუნქტების დიდ უმრავლესობას თუ შევასრულებ, საკუთარ თავს დიიიიიიდ საჩუქარს გავუკეთებ. რას არ ვიცი, მაგრამ იქამდე მოვიფიქრებ!