მწარეს ბლოგი

chez moi

მე ვარ მორწმუნე!

თურმე, რამდენი რამე შეცვლილა ვორდპრესზე, მას შემდეგ რაც აქ ბოლოს შემოვიხედე! მიტოვებული სახლივითაა ჩემი ბლოგი, მოუვლელი და დროში გაყინული, თუმცა, ეს ის არაა, რაზეც მინდოდა დამეწერა! სუულ რამდენიმე სიტყვის სათქმელად შემოვედი და ალბათ, მეტად აღარც შეგაწყენთ თავს!

მოკლედ, გადავედით საქმეზე! ზოგადად, მაშინაც კი, როდესაც აქტიურად ვპოსტავდი, თითქმის არ ვეხებოდი რელიგიის თემას! გულწრფელად რომ ითქვას, უბრალოდ თავის ტკივილს ვერიდებოდი და კიდევ, რატომღაც, არ მინდოდა, ვინმეს ჩამორჩენილი ადამიანი ვგონებოდი (კი, მრცხვენია ამ შიშისათვის!), ეკლესიურობა ხომ დღეს პროგრესულად მოაზრონვე ახალგაზრდობაში მოდური არ არის! მაგრამ ახლა საკმარისად გავიზარდე საიმისოდ, რომ არ მადარდებდეს სად და რომელ კატეგორიაში მიმიჩენენ ადგილს სხვები!

იმის გათვალისწინებით, რომ ყველანაირი მსოფლმხედველობის ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, ფეისბუქზე კი, მით უმეტეს, სრულიად ჭრელი საზოგადოება მყავს მეგობრებში, ბევრნაირი განსხვავებული აზრის მოსმენა/წაკითხვის შესაძლებლობა მაქვს, თითქმის ყველა საკითხზე, მაგრამ დღეს მინდა შევჩერდე ადამიანების იმ ჯგუფზე, რომლებიც თავს დიდ ლიბერალობაზე, განათლებაზე, თავისუფალ აზროვნებასა და „პრადვინუტობაზე“ დებენ, ჩვევაში კი გადაუვიდათ ცინიკური, ქედმაღლური და ზოგჯერ, აგრესიული მოსაზრებების გამოთქმა სარწმუნოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე! არა, დავაზუსტებ, მართლმადიდებლობაა „გიომობა“, თორემ, არსად მინახავს, რომელიმე მათგანს, მაგალითად იაღოველებზე გასცინებოდათ, რომლებიც გაფრენის იმედად მთებიდან ხტებიან ხოლმე! ეს, ისე, სიტყვის მასალად, თორემ, მე სულაც არ დავცინი ვინმეს შეხედულებებს! ბევრისთვის ქრისტიანობა გონებრივი ჩამორჩენილობის სინონიმად იქცა! 

მილიონობით ასეთი ცინიკურ-გამკილავი-კრიტიკული პოსტი შემხვედრია და ყოველთვის გვერდს ვუვლიდი „ეს ჩემი პრობლემა არაა“ სახით, მაგრამ დღეს სურვილი მაქვს, ჩემი განწყობა დავაფიქსირო და ყველა იმ გვერდავლილი პოსტის პასუხად ვწერ შემდეგს:

  1. მიუხედავად იმისა, რომ, შეიძლება, ზოგი ადამიანი ქრისტიანობის სახელით ისეთ საქციელს ჩადიოდეს, რაც აღნიშნული რელიგიისათვის საერთოდ მიუღებელია, ზოგადად, მორწმუნეობა გონებაჩლუნგობას არ ნიშნავს;
  2. თუ სხვას აქვს უფლება ქუჩაში გამოვიდეს და ღიად დააფიქსიროს საკუთარი აზრი ნებისმიერ საკითხზე და საკუთარი ცხოვრების წესი საჯაროდ განიხილოს, მეც მაქვს უფლება მსგავსი საქციელი ჩემს რწმენასთან შეუთავსებლად მივიჩნიო და ამის თაობაზე ხმამაღლა განვაცხადო (ამ გახსენებაზე, ვიღაც წერდა ადრე ბლოგზე, ლოგინს შუა ქუჩაში დაგიდგამენ და მერე მოითხოვენ ჩვენს თეთრეულში ნუ იქექებითო! გონებამახვილური შენიშვნაა!);

ასევე, ყალბი თავმდაბლობის გარეშე, მთელი გულით მინდა, ძალიან ხმამაღლა შემდეგი სიტყვები გითხრათ:

  • მე ვარ მორწმუნე და ვთვლი, რომ ბევრ თქვენგანზე მეტად თუ არა, ნაკლებად ჭკვიანი ან ნიჭიერი არ ვარ და, ეგებ, მთელ რიგ საკითხებზე უფრო პროგრესული და თანამედროვე აზრიც გამაჩნდეს;
  • მე ვარ მორწმუნე და არავინ მიზღუდავს ნების თავისუფლებას, არც ჩემს მაგივრად იღებს გადაწყვეტილებებს, იმიტომ, რომ სწორედ უფალმა შეგვქმნა თავის-უფალ სუბიექტებად;
  • მე ვარ მორწმუნე და, პტივცემულო ვითომ ლიბერალებო, თქვენზე ბევრად მეტი თანაგრძნობა და სიყვარული გამაჩნია მოყვასის მიმართ, მათი შეხედულებების, ცხოვრების წესისა და თუ სხვა დანარჩენი მახისათებლების მიუხედავად;
  • ერთი სიტყვით, მე ვარ მორწმუნე და არ ვარ „ბნელი!“ ბოლოს კი, მინდა გითხრათ, მე პატივს ვცემ თქვენს ურწმუნოებას, მაგრამ ნება იბოძეთ და თქვენც ეცით პატივი ჩემს რწმენას, იმიტომ რომ, თუ აქამდე არ იცოდით,  თავისუფლება და თანასწორობა სწორედაც რომ ესა!

სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა! ჩემს დროს მეტად აღარ დავხარჯავ, ისე კი, მიხარია, რომ მე რაღაც მართლა ღირებული და ფასეული გამაჩნია!  

Advertisements
11 კომენტარები »

სათაური

დიდი ხანია ბლოგზე შინაარსიანი არაფერი დამიწერია! ისეთი შთაბეჭდილებას ვტოვებ, თითქოს ზედმეტი კილოგრამებისა და პერიოდული დეპრესიების გარდა ჩემს ცხოვრებაში არაფერი ხდებოდეს! ასე არ არის ნამდვილად! უბრალოდ, ამ ყველაფერზე წერა ადვილია და თან ცოცხალ ადამიანებთან წუწუნს, მათთვის თავის მობეზრებას, ისევ ბლოგზე ავტეხო ერთი ამბავი მირჩევნია! რაც შეეხება სხვა თემებს, არის რაღაცეები, იმდენად ტკბილი, რომ ეგოისტურად მარტო შენთვის გინდა, ან გეშინია, რომ სიტყვებით ვერ გამოთქვამ, გააუფერულებ და გააუბრალოებ! ჰოდა, მე როგორც ყველაზე დიდი ეგოოსტი, ამ კარგ რაღაცეებს ჩემთვის ვინახავ! 🙂

პრიორიტეტების სწორად განსაზღვრავ ვეჩვევი. ასევე, ადამიანებთან ურთიერთობის ანა-ბანას ვსწავლობ! მათ შორის, ერთ მარტივ პრინციპსაც, რომ თუ გინდა მარტო არ იყო, სხვებისაგან სითბო და სიყვარული მიიღო, შენც უნდა გასცე სანაცვლოდ! თურმე, ამ თვალსაზრისითაც ბევრი მქონია სასწავლი!

დათბა თბილისში! ჩემს გულშიაც ძალიან თბილა! ვეცდები, ეს შევინარჩუნო და სული აღარ დავიცარიელო, როგორც წინა თვეებში! ჩემი თმის ფერიც სულ უფრო უახლოვდება ბუნებრივს! ეგ რაღა შუაშია? ეს უკვე ცალკე პოსტის თემაა, რომელსაც მოგვიანებით დავწერ! არა მგონია, მომდევნო კვირა აქ შემოვიხედო. მინდა, მარხვის მიწურული მაინც დავუთმო საკუთარ სულზე მუშაობას! ბლოგისთვის, წესით, დრო აღარ უნდა დამრჩეს, თან ვეცდები, ინტერნეტს მოვწყდე ამ მოკლე დროით მაინც!

I guess, see you when I see you!  “სათაურისთვის” ბოდიში! მეც არ ვიცი, რა დავარქვა ამ პოსტს! 🙂

დატოვე კომენტარი »

Where do broken hearts go?!

ზოგადად, ვინმეს ფანობა და თავგადაკლული თაყვანისმცემლობა ჩემთვის უცხო ცნებებია. სრულიად გაუგებარია, როგორ შეიძლება ისე გააღმერთო რომელიმე მსახიობი ან შემსრულებელი, რომ მუდმივად მისი ცხოვრებით ცხოვრობდე, მასზე გაბოდებდეს და მისი ერთი ხელის შეხება ღვთის წყალობად მიგაჩნდეს! მოკლედ, არასოდეს ვყოფილვარ ვინმეს ფანი!

არც უიტნის ფანი ვყოფილვარ ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით! სამაგიეროდ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ცხოვრება  მის მუსიკას ვუსმენ! მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური გემოვნება მრავალჯერ შემეცვალა, უიტნისთვის არასოდეს მიღალატია! ოდესღაც, შორეულ ბავშვობაში რომ მოვისმინე, იმ დროიდან მოყოლებული დღემდე, მის განუმეორებელ ხმას გულგრილი არასოდეს დავუტოვებივარ! ჩემს ყველა ფლეილისტში არის უიტნის მინიმუმ ერთი სიმღერა. ალბათ, ერთადერთი მომღერალი იყო, ვისაც დიდი სიამოვნებით ვეტყოდი  პირადად რა ძალიან მიყვარს, შესაძლებლობა რომ მომცემოდა!

მიუხედავად ამისა, არასოდეს დავინტერესებულვარ თავად ამ ჯადოსნური ხმის პატრონით. არ შემიგროვებია მისი სურათები, არ ვიცი, როდის და რა ეტაპზე, ვისი ცოლი იყო ან რამდენი შვილი ჰყავს. ცალ თვალ ან ყურ მოკრული ნიუსებით ვიცოდი, რომ პრობლემა ჰქონდა ალკოჰოლთან, ნარკოტიკებთან.

ერთადერთი ნიუსი, რომელიც დიდი ყურადღებით წავიკითხე და მერე ტელევიზორით მოვისმინე, ყველაზე სამწუხარო იყო, შესაძლოთა შორის!

Rest in peace, Whitney! მიუხედავად იმისა, რომ შენს ფოტოებს ავატარად არ დავიყენებ, არ მოვიყვან ტექსტებს შენი სიმღერებიდან, არც გულისამაჩუყებელ სტატუსებს გამოვაქვეყნებ სოციალურ ქსელებში, სკარეე ვსევო, არც შენი გარდაცვალების დღეს აღვნიშნავ ხოლმე შენი მუსიკის თანხლებით სურათების თვალიერებით, I will always love you … in my way!

რამდენიმე მიზეზის გამო, ეს სიმღერა ჩემთვის ბევრს ნიშნავს:

დატოვე კომენტარი »

ახალი წელი და მეორე გარდატეხის ასაკი

ესეც 2012 წლის პირველი პოსტი! მშვიდად ჩაიარა ახალმა წელმა ჩემთან, ყოველგვარი ზედმეტი ფანფარების და დუდუკების გარეშე! საერთოდ, ბოლო რამდენიმე წელია, აღარ მაქვს ახალი წლის მიმართ ის განცდა და მოლოდინი. წელს, მითუმეტეს, არანაირი განსაკუთრებული ემოციები არ მქონია და კიდევ ერთხელ, მთელი სიცხადით შევიგრძენი, რომ ამ დღესასწაულით კალენდარი იცვლება მხოლოდ! No more magic! ერთადერთი, რაც ისევ ძველებურად მიყვარს, საახალწლო ნაძვის ხის მორთვაა! საჩუქრების მიღებას და მეგობრების შეხვედრას რაც შეეხება, ვითომ მაგას რამე დღესასწაული სჭირდება? 😉 თუმცა, არც საჩუქრები მიმიღია წელს, გარდა იმისა, რაც თავად ვაჩუქე ჩემს თავს.

1 იანვარს ლილუსთან შევიკრიბეთ. ცოტა დავლიე, უფრო ცოტა ვილაპარაკე, ახლა რომ მახსენდება! 🙂 მოვლენის ამსახველი ფოტოები, რა თქმა უნდა, ფეისბუკზეა განთავსებული. დღეს კი, ჩემთან იყვნენ გოგოები გამოსულები. მერე რუსთაველზე გავისეირნეთ, წიპა სურათები გადავიღეთ. ისინი მეტროთი წავიდნენ და მე ფეხით წამოვბოდიალდი. გზაში სურათებს ვიღებდი. ყველაფერს გადავუღე, განათებულ შენობებსაც, “ლუსტრებსაც”, ავტობუსებსაც კი. რომ გითხრათ, ეს ყველაფერი ძალიან მელამაზებოდა-თქო, ტყუილი იქნება! ამ ყვითელ “ლუსტრებზე” საერთოდ ვივარაჩივაეტ, მაგრამ უფრო იმიტომ ვიღებდი, გამვლელების იდიოტური რექციების დაკიდება რომ  მესწავლა. რატომღაც, მარტო მობოდიალე, ფოტოაპარატიანი გოგო ისევ დიდი სანახაობაა თბილისში! მე კი, სერიოზულად მძაბავს ხოლმე უცხო ხალხის ყურადღება. თუმცა, ამისგანაც ვთავისუფლდები ნელ-ნელა. ფოტოებს არ დავდებ, ისედაც ყელში გაქვთ ამოსული  ეს საახალწლო განათებები.

ერთ რამეს ვხვდები: ვიზრდები! გარდატეხის ასაკი რამდენიმეჯერ აქვს ადამიანს, ვინც რა უნდა ის თქვას! პირველმა დამიგვიანა, სადღაც 19-20 წლის მიჯნაზე დამიდგა და მეორე – წელს, კიარადა უკვე შარშან! ვერ ვიტყვი, რომ უკვე ყველაფერი გავაკრვიე და დავალაგე საკუთარ ცხოვრებაში-მეთქი, მაგრამ აღარ ვშფოთავ! აღარც არანორმალურად მარტოსულად ვგრძნობ თავს! ყველაფერს ერთი პასუხი ჰქონდა, საბოლოოდ!

ერთადერთი, რაც აუცილებლად მჭირდება, საკუთარი თავი მაგიდასთან დავსვა და ხმამაღლა ვკითხო: “ხათუნა, რა გინდა ამ ცხოვრებაში?!” ოღონდ არა რიტორიკულად, არამედ, ზუსტი პასუხი უნდა მივიღო! მერე ყველაფერი გაადვილდება და მეცოდინება რა გავაკეთო!

საბოლოოდ კი, აჰა თქვენ, არა “ლუსტრები”, არამედ ლამპიონები!

2 კომენტარები »

Be in my life

ეს ალბათ ყველაზე გულახდილი და სენტიმენტალური პოსტი იქნება, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე დამიწერია, მაგრამ უბრალოდ მეტი არ შემიძლია! ასევე პირველად, პოსტის დიდ ნაწილს ინგლისურად ვწერ, რადგან რამდენიმე ჩემმა ნათესავმა ამ ბლოგს უკვე მოაგნო! არ მაწუხებს მათი აზრი, უბრალოდ, არ მინდა ჩემი მშობლების ყურამდე მივიდეს ეს ყველაფერი!

OK, here we go! I know, I am not the most open and sociable person in the world! But I do have few friends, don’t I?! So how it comes, that I have no other place to go? No person, to talk to?! I always tried to keep my problems, my bad mood to myself, because of fear to look vulnerable, to seem week, since nobody in the earth respects week persons! But I don’t think I can take much more! I am not sure what exactly is going one! It seems like I don’t have “tangible” or “visible” problems.  People would say, I just like being  miserable! That I am a loser! But I don’t care about people! All I need is to have my friends with me! I don’t know what exactly is wrong with me, but I am lonely, freaking out, lost and just fallen apart! I don’t look like myself any more! And how that happened, that no one noticed how bad I am?! Am I that good at pretending or you just don’t care?! I don’t need everyone to stick their noses in my private life, but I do need some support from the closest people! I know, I never  really opened up to you, but don’t you know me at all?! How on the earth the fact that I gained 30 kg, quitted sport,   stay indoors much, do not go to church any more, change my hair color every two weeks and even started smoking did not tell you anything?! So I am done with pretenses and I am telling that I do need my friends! Be in my life please, or just go away, but make your choice clear!!!

All I am asking for, please, support me,so that I putted myself back together!

7 კომენტარები »