აგერ უკვე რა ხანია, კიკიტომ დამთაგა და ბრძანა, იქმენ ნათელიო კიარადა, დაგვისახელე ხუთი რამ, რაც ყველაზე ძალიან გიყვარსო! მართალი გითხრათ, მხოლოდ ხუთის ამორჩევა ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მოვახერხე! ლაიქები და დისლაიქები წარა–მარა მეცვლება, ამიტომ შევეცადე, ისეთი პუნქტები ამომერჩია, რომლებიც, სავარაუდოდ, სულ არ გაქრებიან ჩემი ცხოვრებიდან, თუმცა გარანტიები არ არსებობს! ა, ხო, ვინაიდან და რადგანაც ამხელა ფილარმონია პოსტი მაქვს დაწერილი კერძო სამართლისადმი ჩემი სიყვარულის შესახებ, ამ ჩამონათვალში არ შემიყვანია! მოკლედ, ვიწყებ და მოემზადეთ! თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს, როგორც გამახსენდა, ისე დავწერე.
1. სერიალები

ცხადია, აქ “პრისიონერა” და მსგავსი ლათინოამერიკული შედევრები არ იგულისხმება! გულწრფელად გეტყვით, ამ ბოლო პერიოდში უფრო მეტ სერიალს ვუყურებ, ვიდრე ფილმს, რამდენიმე მიზეზის გამო: 1) მხვდება ძალიან ცოტა კარგი ფილმი და გაცილებით მეტი ხარისხიანი სერიალი 2) საყვარელი პერსონაჟებით უფრო ხანგრძლივად ტკბობის საშუალებას მაძლევს და 3) ფილმისაგან განსხვავებით, ერთი სერია სადღაც 40–45 წუთი გრძელდება, ამიტომ, ეკონომიურია! 🙂 სამწუხაროდ, მათაც აქვთ ერთი საერთო ნაკლი: თუ სერიალი პოპულარულია, დროულად წერტილს არავინ სვამს და, საბოლოოდ, აფუჭებენ! ეს ბედი ეწია, მაგალითად, “Lost–ს”, “Prison Break–ს” და ა.შ. უხვი სეზონების მიუხედავად, ჩემი აზრით, ჯერ არ გაუფუჭებიათ Grey’s Anatomy, House M.D. (გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, საერთო ჯამში, ჰაუსი მაინც ჰაუსია), Desperate Housewives.
2. კითხვა
მათ შორის, როგორც მხატვრული, ისე პროფესიული ლიტერატურის! კითხვა ყველაზე დიდი “კაიფია” ჩემთვის! რაც შეეხება საყვარელ მწერლებს ან წიგნებს, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული “სახეობები” ერთიანდება, ოღონდ ჩამოთვლა არც მთხოვოთ, დილამდე ვერ მოვრჩები, თუმცა გეტყვით, რომ ერთ–ერთი ყველაზე მეტად “ჩემი” მწერალი მ. ბულგაკოვია! ამასთან, მიყვარს უშუალოდ წიგნების კითხვა, თავისი ყდით, გაფორმებით, ფორმატით და დამახასიათებელი სუნით! ელექტრონული ვერსიის ან სულაც კომპიუტერიდან ამობეჭდილის კითხვა იმხელა სიამოვნებას არ მანიჭებს, აუდიოწიგნებს კი საერთოდ ვერ ვეგუები! ჯერ ერთი იმიტომ, რომ როცა საკუთარი თვალით ვკითხულობ, უკეთესად აღვიქვამ და მეორეც, ზოგადად, ძალიან სწრაფად ვკითხულობ, ამიტომ აუდიოწიგნების ტემპი ჩემთვის დამღლელია!
3. მუსიკა და მხატვრობა
ორივეს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში! არანაკლები, ვიდრე პროფესიას! მუსიკას ვუსმენ მუდმივად! ლიტერატურის ანალოგიურად, აქაც დიდი ნირაზბერიხა მაქვს! 🙂 რეალურად, ყველაფერს ვუსმენ, კლასიკური მუსიკით დაწყებული, როკით დამთავრებული! ერთადერთი რეპთან ვერ ვმეგობრობ! ფლეილისტი ხასიათის შესაბამისად მეცვლება. ბოლო დღეებია Muse არ გამომდის ყურებიდან! 🙂 გაგიმხელთ, რომ თვითონაც ვუკრავ პიანინოზე და, კაცმა რომ თქვას, მოსმენით არ დაყრუვდებით! აი, სიმღერას რაც შეეხება, ხმის ნასახიც კი არ მიბოძა ღმერთმა!
რაც შეეხება ამ პუნქტის მეორე ნაწილს, თვითონაც ვხატავ და ბევრად უკეთესად გამომდის, ვიდრე დაკვრა! საერთოდ, თავის დროზე, ვაპირებდი მთელი ცხოვრება ხატვისთვის მიმეძღვნა, მაგრამ მერე რატომღაც გადამიარა ამ დიდმა სიყვარულმა! ვერ გეტყვით, პრაქტიკულმა “მე”–მ გაიმარჯვა, თუ რა იყო, მაგრამ ხატვა ამჟამად მხოლოდ ჰობია ჩემთვის. საყვარელი მხატვრების ჩამონათვალიც ერთმანეთისაგან ყველაფრით განსხვავებულ შემოქმედებს აერთიანებს: და ვინჩი, ვან გოგი, გოგენი, მონე, ჩი ბაიში.
4. თეატრი
ჩემი ზღაპრული სამყარო! ადრე, ერთმა ადამიანმა მკითხა, თეატრი ვინ შეგაყვარაო, რითაც სერიოზულად დამაბნია! არც არავის შეუყვარებია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით! არავის აუხსნია ამ სამყაროს ხიბლი და უთქვამს გიყვარდესო! ისიც კი არ მახოვს, პირველად ვინ წამიყვანა! მოკლედ, რაც თავი მახსოვს, თეატრი ყოველთვის მიყვარდა, თუმცა კი, ამ ბოლოს იშვიათად დავიდივარ! კიდევ ერთი რამ უნდა გაგიმხილოთ: თეატრის სცენაზეც ვმდგარვარ! ნუ, ეს ცოტა ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ დამამთავრებელ კლასებში სწავლისას რამდენიმე როლი მაქვს შესრულებული ჩემი მშობლიური ქალაქის თეატრის სცენაზე, პროფესიონალი მსახიობების გვერდით! მეუბნებოდნენ, კარგად გამოგდისო, მაგრამ მე ასე არ ვთვლი! წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს იურისტი ნამდვილად არ ვიქნებოდი!
5. ყავა და ჩაი
მიუხედავად იმისა, რომ ცხელწყალდასხმულ ნებისმიერი მეცნარის ნაყენს ჩაის ეძახიან, მე მხოლოდ ჩაის ფოთლების ჩაის ვცნობ, ყოველგვარი “პრივკუსების” და პრიბამბასების გარეშე! განსაკუთრებით უშაქრო მწვანე ჩაის ვწყალობ! რაც შეეხება ყავას, უფრო ნალექიანი, ოდნავ დამტკბარი მიყვარს. მუდმივი დიეტის რეჟიმიდან გამომდინარე, ამჟამად მხოლოდ შაქრის შემცვლელებით ვსარგებლობ. ყოველი შემთხვევისთვის გაფრთხილებთ, რომ დილით თუ ყავის დალევა დამიგვიანდა, ჯობია ჩემთან დალაპარაკება არც სცადოთ! 🙂
მოკლედ, სულ ეს იყო ! რომ იცოდეთ, რამდენი საინტერესო რამ დარჩა პოსტს მიღმა! მე, ჩემის მხრივ, ვთაგავ:
- ლილუს (მე თუ არ “ვუჯიკე” აღარაფერს წერს);
- გიგას;
- ლალენას.
Disturbed privacy
ავტორი unaamargaმოკლედ ასე, ხან მივხურავ და ხან ვაღებ ბლოგის კარებს! როცა ბლოგი ჩაკეტილი მაქვს, წერითაც არაფერს ვწერ, გავხსნი და მაინც არ ვიცი, რა დავწერო! ასეთი სიტუაცია, ალბათ, ყველას ჰქონია, თუმცა, არ ვიცი, ჩემსავით რამდენად აწუხებდათ ეს ყველაფერი! მოკლედ, საქმე ისაა, რომ ბლოგზე ნათესავები და მშობლები ხშირი სტუმრები გახდნენ, რაც საერთოდ არ მომწონს! როდესაც ბლოგს ვაკეთებდი, არასოდეს მიფიქრია, ამაზე ნერვიულობა თუ დამჭირდებოდა! იმ ქალაქში, სადაც ხსენებული ნათესავები და მშობლები ცხოვრობენ, იმ დროისათვის ინტერნეტი სულ არ იყო მგონი! 🙂 სიმართლე ითქვას, ჩემი მშობლები არც ახლა მოაგნებდნენ აქაურობას, რომ არა მონდომებული დამხმარეები! შედეგად, მიჭირს პირადი პოსტების წერა.
ამას წინათ, ფეისბუქზე დავიწუწუნე ამის გამო და ის ხალხი გავანაწყენე, ვისაც რეალურად, არაფერი დაუშავებია, კაცმა რომ თქვას!
ინტერნეტი თავისუფალი სივრცეა, ბლოგი – ღია, მოვიდნენ, წაიკითხეს, მოეწონათ ან არ მოეწონათ და აზრი გამოთქვეს! რაც არის კიდეც ბლოგპოსტის იდეა, საერთოდ! თუ ეს ყველაფერი არ გინდა, რისთვის წერ, არა?! არადა, რთული ასახსნელია რატომ არ მომწონს შინაურების სტუმრობა ბლოგზე! I never planned to let them in! თითქოს ჩემს დალაგებულ სამყაროში ტალახიანი ფეხებით შემომივარდა ვიღაც! პოეზიის გარეშე კი, ახლა უფრო რთულია პირად თემებზე წერა! ერთია, როდესაც ბლოგს ვირტუალური, არაიდენტიფიცირებული საზოგადოება, ან სულაც შენი ტოლები და მეგობრები კითხულობენ და მეორე, როდესაც შენს პოსტებს ბიძები, მამიდები, დეიდები და ა.შ. იხილავენ! მით უმეტეს მშობლები! ბევრი რამე მათთვის გაუგებარი და მიუღებელი იქნება, ასეც რომ არ იყოს, არავინაა ბიძებთან ზედმეტად გულახდილი, ნუ, არა მე, ყოველშემთხვევაში! I feel embarassed for some feelings or stories! გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს შინაურები თავად შეიძლება იყვნენ პირადი ისტორიის გმირები და პოსტი რაც არ უნდა ზოგადად დაწერო, საკუთარ თავს მაინც ამოიცნობენ. შეიძლება, შენი განწყობა იყოს მათთვის საწყენი, ან უბრალოდ “საქვეყნოდ გამოჭენება” არ მოეწონოთ! იძულებული ხარ, ამ ყველაფერს ანგარიში გაუწიო და, შედეგად, პოსტს საერთოდ ვეღარ წერ, ან ისე წერ, რომ შენც არ მოგოწნს და არ აქვეყნებ! ბოლოსდაბოლოს არც ის მინდა, ჩემმა მშობლებმა დაინახონ, რამდენად არეული მაქვს თავში ყველაფერი! ჰოდა, დარჩა ეს ბლოგი უპატრონოდ მიტოვებული! არადა, არის საკითხები, ხელები რომ მექავება დასაწერად! თუ თემატური ბლოგი გაქვს, ეს ყველაფერი საერთოდ არ გაწუხებს, მაგრამ ჩემი სფერო სხვაა! პოსტები ადამიანურ ურთიერთობებზე და პირად გამოცდილებებზე ყოვეთვის უფრო პოპულარული და საინტერესოა! გასაგებია, რატომაც: ა) ყველას მოსწონს სხვისი პირადულის “ქექვა” ბ) შენი გამოცდილება შეიძლება სხვასაც გამოადგეს, ან უბრალოდ, ვინმემ თავისი თავი დაინახოს! მაგრამ არც ზემოხსნეებული ბარიერის გადალახვაა ადვილი!
მოკლედ, ვარ ასე გაუგებრობაში! ვერც სიტუაციის დაკიდებას ვახერხებ და არც პოსტვის შეწყვეტა მინდა! თქვენ როგორ მოერიეთ ამ ყველაფერს?!
moi et le monde