Created by OnePlusYou – Free Online Dating
ეს დვორსკის ბლოგზე ნაპოვნი ტესტის შედეგია. Not much, huh?!
Created by OnePlusYou – Free Online Dating
ეს დვორსკის ბლოგზე ნაპოვნი ტესტის შედეგია. Not much, huh?!
ზურიუსის წამოწყებულმა ახალმა თეგ-ობანამ ლალენას მეშვეობით ჩემამდეც მოაღწია. მაშ ასე, როგორ უნდა მიცნოთ, თუ ქუჩაში შემხვდებით:
ეს ისე, შესავალი – თუ დაინახავთ ვინმეს, რომელიც ყველა სამ ნაბიჯზე კისერს იტეხს და თან ამაყად ცდილობს არ შეიმჩნიოს ეს ფაქტი, აუცილებლად მე ვიქნები, ოღონდ, გაურკვევლი მიზეზების გამო, ქუსლებზე ამხედრებული!
ავტოპორტრეტი: უქუსლებოდ ნორმალურად დავდივარ, საშუალო სიმაღლის ვარ და საშუალოზე მეტად მრგვალი, 🙂 კიდევ ნებისმიერ ამინდში, თუ მთალდ წვიმით არ იქცევა ქვეყანა, მუქ სათვალეს ვატარებ. შეღებილი თითქმის არასოდეს ვარ, ამიტომ შეიძლება შეამჩნიოთ ჩემი ვამპირულად ფერმკრთალი სახე და 100-დან 98 შემთხვევაში თმები გაშლილი მაქვს.
მარშრუტი: სამუშაო დღეებში ჩემი ხილვა შესაძლებელია რუსთაველზე. დილაობით თავისუფლების მოედნიდან ოპერის მიმართულებით დიდი სისწრაფით გადავადგილდები ხოლმე და სამუშაო დღის დასრულების შემდეგ იგივე გზას პირიქით გავდივარ, ოღონდ უფრო ნელ ტემპში. არასამუშაო დღეებში – კაცმა არ იცის სად გადამეყრებით!
ჩაცმულობა: ვინაიდან სამსახურში დრეს-კოდი გვაქვს, მაცვია ძალიან კლასიკურად – ღია ფერის პერანგი, პიჯაკი და მისთანები! რაც შეეხება შაბათ-კვირას და საღამოს საათებს, მაცვია ჯინსები, პრაქტიკული ფეხსაცმელი (ოღონდ არა ბოტასები ან კედები), მაისური და ყურებში აუცილებლად ”ნაუშნიკები” მაქვს გათხრილი! ა, ხო, საღამოობით დიდი შანსია ჩემი სველი თმა მოგხვდეთ თვალში, რადგანაც ცურვის სწავლას ცვდილობ (ამ მცდელობას ცალკე პოსტი უნდა მივუძღვნა, ღირს :)) და აუზზე სამსახურის შემდეგ დავდივარ.
მე მგონი, სხვა განსაკუთრებული შტრიხები არ აღმენიშნება. თუ მიცნობთ, აუცილებლად თქვენ უნდა მოხვიდეთ, რადგანაც ა) მე თუ გიცნობთ, შეიძლება მოსვლა მომერიდოს და ბ) ძალიან, აი, ვერც წარმოიდგენთ როგორ ძალიან, გამიხარდება თუ ვინმე გამაჩერებს და მკითხავს მწარე შენ ხარო?!
მე ვთაგავ:
ლილუს ;
ახლა, ალბათ, პოსტი უნდა დავწერო, მაგრამ ვერ დავწერ! როგორც ყოველთვის ბევრი ემოციაა და სიტყვები არ მყოფნის! ან მე რა უნდა დავწერო?! სად მე და სად შენ? შენ 13 წლის ასაკში დანტეს კითხულობდი, მე – 25 წლის ასაკში “ბინდს.” ახლა 7 წლით უფროსი ვარ შენზე, მაგრამ ასჯერ 7 სიცოცხლე უნდა გავიარო, ცოტათი მაინც რომ მოვიდე შენამდე, ცოტათი მაინც გავიგო, რაზე წერდი!
დღეს, როგორც არასოდეს მივხვდი, რა ამაოდ ვფლანგავ ჩემთვის ნაჩუქარი სიცოცხლის წლებს, მაგრამ ჩემზე არ ვილაპარაკებ! დღეს საერთოდ არ ვილაპარაკებ, იმაზეც კი არაფერს ვიტყვი, რაზეც გული მწყდება. გულს კი მაკლია, რა თქმა უნდა!
ძვირფასო ბლოგის მკითხველებო! დათა გულუა – ეს ის სახელია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, წადით და უკან აღარ დაბრუნდეთ! You won’t be welcome, than!
ფობიები და სერჩ-ტერმები ეს ის თემებია, რომლებზეც თითქმის ყველა ბლოგერს აქვს დაწერილი მინიმუმ ერთი პოსტი. მეც წარმოგიდგენთ იმ საძებნ ფრაზებს რომელთა წაყლობითაც ბოლო პერიოდში ჩემს ბლოგზე ხვდებიან ხოლმე:
ა ვაბშეტა, პოსტის დაწერა სრულიად სხვა საკითხზე მინდოდა! კერძოდ იმაზე, თუ რა ძნელია ზოგჯერ არჩევანის გაკეთება და კონკრეტულად რა არჩევანის გაკეთება მიწევს მე, მაგრამ, უვი, მეზარება! სხვა დროს დავწერ, თუ ძალიან არ გამიბრაზდებით!
ესეც ასე, გადავწყვიტე გავმწვანდე. ბევრი ვიფიქრე დიზაინის შერჩევისას, ბევრი ვებ-გვერდიც მოვინახულე, მაგრამ მერე ისევ მშობლიური ვორდპრესის თემპლეითებიდან ამოვარჩიე. ჯერ ერთი, სხვა გვერდებზე რაც ვნახე, ვორდპრესზე მორგებული თემებიდან დიდად არც ერთი მომეწონა და რაც მთვარია, იმათი დაყენების პროცედურა დროსა და ნერვებს მოითხოვდა, რომლებიც მე ფრიად შეზღუდული ოდენობით გამაჩნია 🙂
გარდა ახალი დიზაინისა, როგორც ჩემი პატიცემული კოლეგა იტყოდა, გაუწყებთ, რომ ჩემი მკურნალობა სასიკეთო მიმართულებით მიდის. სულ რამდენიმე დღეა, რაც წამლებს ვიღებ და უკვე აშკარად ვგრძნობ ენერგიის მატებას, დანარჩენი კი, უფრო ხანდგრძლივი პროცესია. წამლების გარდა, ექიმმა დიეტაც დამინიშნა, რომელიც არცთუ რთული დასაცავია და სრულებითაც არ ითვალისწინებს შიმშილობას. დიეტა მთლიანადაა მორგებული ჩემი ორგანიზმის თავისებურებებსა და რეჟიმზე. საბოლოოდ აუცილებლად დავდებ დო ი პოსლე სურათებს.
სამსახურიდან სახლში რომ მივდივარ, დედაჩემს ყოველთვის უკვირს, რატომ ხარ გამოწურული ლიმონივითო. ამის მიზეზების გამოსარკვევად (ნუ, ცხადია, ერთ-ერთი ფაქტორი, ცნობილი ჯანმრთელობის პრობელმაა), სამუშაო პროცესს არ აღვწერ, მაგრა მოგიყვებით ადამიანებზე, რომლებთანაც ყოველდღიურად მაქვს შეხება.
ესეიგი, გარდა სტრანნი და შიგადაშიგ ნორმალური ქართველი და უცხოელი კოლეგებისა, სამუშაო დღის მანძილზე, შეხება მაქვს მხარეებთან, ანუ პროცესში მონაწილე პირებთან და მათ წარმომადგემლებთან. თუ გავითვალისწინებთ უზენაესი სასამართლოს სპეციფიკას, რაც საქმეების უმეტესობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაში გამოიხატება, მოსამართლის თანაშემწე ერთადერთი პირია, ვისთანაც მათ ურთიერთობა უწევთ და ვისი მეშვეობითაც გებულობენ რა ხდება მათი საქმის ირგვლივ. ეს მხარეები რამდენიმე კატეგორიად იყოფა: