მწარეს ბლოგი

chez moi

Happy birthday, mom!

დე, გილოცავ დაბადების დღეს! მინდა აქ მაინც გითხრა, რომ ძალიან, ძალიან მიყვარხარ. ხო, შენს სულელ შვილს ძალიან უყვარხარ, თუმცა ამას ვერ გამოხატავს. ჩემი თავი მეზიზღება ყოველთვის, როცა სხვებზე დაგროვილ ბრაზს შენთან ვანთხევ და მერე ტკივილს ვხედავ შენს თვალებში. მაგ დროს ძალიან მიდა, ჩემი მწარე ენა მაგიდაზე დავდო და ზედ ჩაქუჩი ვირტყვა. მაპატიე, რომ ასეთი უხასიათო ვარ!  I love you, mom and I need you!

3 კომენტარები »

Hello world!

მესამე მცდელობაა აქტიური ბლოგერი გავხდე. პირველი ბლოგი მივატოვე იმიტომ, რომ მოგონილი სახელით და გვარით ვწერდი და თავს უცხოდ ვგრძნობდი. მეორე ბლოგი სხვაგან შევქმენი, მაგრამ იქ თავი კომფორტულად ვერ ვიგრძნი და ისევ wordpress-ს დავუბრუნდი.

შესავლების და პროლოგების წერა არასოდეს მიყვარდა. როცა ნაშრომს ვწერ, შესავალს ბოლოს ვაკეთებ, იმიტომ, რომ წერის პროცესში არასოდეს ვიცი სად მივალ. რაც შეეხება ბლოგს, აქ დიდი შესავალი, მე მგონი, არცაა საჭირო. ყველაფერს თავად პოსტები იტყვიან. მოკლედ, let’s get started!

დატოვე კომენტარი »