მწარეს ბლოგი

chez moi

Walking Down the Street

ზურიუსის წამოწყებულმა ახალმა თეგ-ობანამ ლალენას მეშვეობით ჩემამდეც მოაღწია. მაშ ასე, როგორ უნდა მიცნოთ, თუ ქუჩაში შემხვდებით:

ეს ისე, შესავალი – თუ დაინახავთ ვინმეს, რომელიც ყველა სამ ნაბიჯზე კისერს იტეხს და თან ამაყად ცდილობს არ შეიმჩნიოს ეს ფაქტი,  აუცილებლად მე ვიქნები, ოღონდ, გაურკვევლი მიზეზების გამო, ქუსლებზე ამხედრებული!

ავტოპორტრეტი: უქუსლებოდ ნორმალურად დავდივარ, საშუალო სიმაღლის ვარ და საშუალოზე მეტად მრგვალი, 🙂 კიდევ ნებისმიერ ამინდში, თუ მთალდ წვიმით არ იქცევა ქვეყანა, მუქ სათვალეს ვატარებ. შეღებილი თითქმის არასოდეს ვარ, ამიტომ შეიძლება შეამჩნიოთ ჩემი ვამპირულად  ფერმკრთალი სახე და 100-დან 98 შემთხვევაში თმები გაშლილი მაქვს.

მარშრუტი: სამუშაო დღეებში ჩემი ხილვა შესაძლებელია რუსთაველზე. დილაობით თავისუფლების მოედნიდან ოპერის მიმართულებით დიდი სისწრაფით გადავადგილდები ხოლმე და სამუშაო დღის დასრულების შემდეგ იგივე გზას პირიქით გავდივარ, ოღონდ უფრო ნელ ტემპში. არასამუშაო დღეებში –  კაცმა არ იცის  სად გადამეყრებით!

ჩაცმულობა: ვინაიდან სამსახურში დრეს-კოდი გვაქვს, მაცვია ძალიან კლასიკურად – ღია ფერის პერანგი, პიჯაკი და მისთანები! რაც შეეხება შაბათ-კვირას და საღამოს საათებს, მაცვია ჯინსები, პრაქტიკული ფეხსაცმელი (ოღონდ არა ბოტასები ან კედები), მაისური და ყურებში აუცილებლად ”ნაუშნიკები” მაქვს გათხრილი! ა, ხო, საღამოობით დიდი შანსია ჩემი სველი თმა მოგხვდეთ თვალში, რადგანაც ცურვის სწავლას ცვდილობ (ამ მცდელობას ცალკე პოსტი უნდა მივუძღვნა, ღირს :)) და აუზზე სამსახურის შემდეგ დავდივარ.

მე მგონი, სხვა განსაკუთრებული შტრიხები არ აღმენიშნება. თუ მიცნობთ, აუცილებლად თქვენ უნდა მოხვიდეთ, რადგანაც ა) მე თუ გიცნობთ, შეიძლება მოსვლა მომერიდოს და ბ) ძალიან, აი, ვერც წარმოიდგენთ როგორ ძალიან, გამიხარდება თუ ვინმე გამაჩერებს და მკითხავს მწარე შენ ხარო?!

მე ვთაგავ:

ლილუს ;

გიგას;

ჩეშირის კატას.

7 კომენტარები »