მწარეს ბლოგი

chez moi

ქრისტე აღსდგა!

ქრისტე აღსდგა მკვდრედით, სიკვიდლითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი! რელიგიურ თემაზე წერას ვერიდებოდა, მაგრამ დღეს მინდა ის დიდი სიხარული გაგიზიაროთ, რომლითაც სავსე ვარ.! აღდგომას ტაძარში შევხვდი. რამდენიმე წელია ლიტანიობასაც კი არ დასვწრებივარ, მაგრამ გუშინ ტაძარში რომ არ გამეთენებინა, გული გამისკდებოდა. პირველი რაც უნდა აღვნიშნო, ალბათ ყველას შეგმიჩნევიათ, როცა ღამით ხარ ეკლესიაში, სულ სხვა განწყობა გეუფლება, სხვა სითბოთი ივსები, ვიდრე დღისით. გუშინაც იყო, სინათლე, ზარების რეკვა, გალობა და დიდი სიხარული, რომელიც ყოველთვის თან ახლავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. სიცივის მიუხედავად, სახლში წამოსვლაზე არც მიფიქრია.

ვუსმენდი სადღესასწაულო ლიტურგიას და ვგრძნობდი, როგორ ვივსებოდი საოცარი ძალით და სიმშვიდით. თავისით მოვიდა რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ყველა იმ სირთულეებს დავძლევ რაც ახლა ჩემს თავს ხდება, რომ მარტო არ ვარ და ყოველთვის როცა მიჭირს, უფალს ვყავარ ხელში აყვანილი. ქვიშაზე ერთი ნაკვალევი ამიტომაცაა.

დღეს მაინც ყველამ უნდა გავხსნათ სულის კარი და მაცხოვარი შემოვუშვათ ჩვენში! ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა! ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს!

3 კომენტარები »