მწარეს ბლოგი

chez moi

Healing!

წინა პოსტის შემდეგ, უსამართლობა იქნება არ გითხრათ, ახლა როგორ ვარ! Where to start from?! ერთი რამ ნათელია, Drama queen ყოველთვისაც ვიყავი და თან როცა რეალური პრობლემები დამიგროვდა, თავი მარტო ვიგრძენი და ა.შ ჩემი სულიერი სიმშვიდე სადღაც უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა! სულიერ სიმშვიდეს ვინ ამბობს, თითქოს მე თვითონ გავქრი და სადღაც წავედი! ზოგადად, ჩემს თავს ძლიერ პიროვნებად ვთვლიდი და საკუთარ ღირსებად ის მიმაჩნდა, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში საღ გონებას ყოველთვის ვინარჩუნებდი! აი, ეს ვარ რეალური მე! ის ხათუნა, რომელსაც მე ვიცნობდი, პრობლემებს ასე უმკლავდებოდა! ჰოდა, ვერაფრით გამიგია, ეს დეპრესიული, ცხოვრების ხალისდაკარგული, ხელებჩამოშვებული ადამიანი ვინაა და საიდან მოვიდა?! წინა შაბათს, რეალურად, საწოლიდან არ ავმდგარვარ საერთოდ!.. არაადეკვატური ხარო, ამას წინათ მითხრეს! მართალიცაა! მართლა არანორმალურად ვრეაგირებდი რაღაცეებზე!

უცნაური კი იცით რა არის, ყველა ჩემს ახლობელ-მეგობარზე უკეთ ის ადამიანი მიხვდა, რომ ცუდად ვიყავი, ვისთანაც, რეალურად, მარტო საქმე უნდა მაკავშირებდეს და ყველაფერი გააკეთა, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, იმისათვის, რომ დამხმარებოდა, ისე, რომ მე არ მითხოვია! ანუ, რაზეც მეგობრებს ვუსაყვედურესავით, წინა პოსტში, თქვენით როგორც ვერ მიხვდით-თქო, მან დაინახა! That was kinda weird and… very, very nice, actually! ვიცი, მადლობის გადახდის საშუალებას არასოდეს მომცემს და, საბედნიეროდ, არც ამ პოსტს ნახავს ოდესმე, მაგრამ ყველაფერი ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა!

მოკლედ, ყველაფერი იცვლება! ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, There are people, who will keep me sane and put together, whenever I need! ჩემი მეგობრები ჩემთან არიან და ისინი ყველაზე კარგები არიან მსოფლიოში! 🙂 ეს მივიღე რამდენიმე დღის წინ:

იმის პირობაც მივიღე, რომ რამდენიც არ უდა “გავჭედო”, ამიტანენ! And I’ll still be loved! საკუთარ თავს კი აუცილებლად ვიპოვი! I will act and won’t cry! ყველაფერს დავძლევ, რაც არ უნდა მოხდეს! ბოლოსდაბოლოს, არავის აქვს იმაზე მძიმე ტვირთი, ვიდრე ზიდვა შეუძლია და ყველა ადამიანმა რომც მიმატოვოს, მარტო მაინც არ ვიქნები! შემდეგისთვის, თუ ცუდად ვიქნები, ვიცი, სად უნდა წავიდე და ვის შევთხოვო დახმარება!

ყველას დიდი მადლობა გამხნევებისთვის! That means a lot!

2 კომენტარები »

დიდი და წუწუნა პოსტი!

შავი ზოლები ყველას გვქონია ცხოვრებაში. შესაძლოა, ბევრისთვის იყოს ნაცნობი ეს გრძნობა, რასაც ამ წუთას განვიცდი! როცა გეჩვენება, რომ ყველამ და ყველაფერმა შენს წინააღმდეგ შეკრა პირი, აღარ იცი, რა უნდა მოიმოქმედო დაბნეული, მიუსაფარი დგახარ და უსაშველოდ გჭირდება ვიღაცის ძლიერი ხელი, რომ ჩამოეყრდნო! ძნელია, ასეთ წუთებში სასოწარკვეთილებას არ მიეცე! ამ დროს ყველაზე რთულია სულის სიმშვიდე შეინარჩუნო.

არ ვარ დეპრესიული და არც მშიშარა! სხვის იმედზე ყოფნა არ მჩვევია! ცხოვრებაში ერთადერთხელ მქონდა მომენტი, როცა ჩემი პრობლემებით სხვას ვაწუხებდი. მაშინაც, არაფრის გაკეთება არ მომითხოვია, უბრალოდ მხარდაჭერა და გამხნევება მინდოდა! მაგრამ ეს წინათ იყო, დიდი ხნის წინათ! მაშინ სხვა ვიყავი. უკვე დიდი ხანია საკუთარ ცხოვრებას განვაგებ და ეს საკმაოდ კარგადაც გამომდის. არც პრობლემების წინაშე თავის მოხრა მჩვევია და არც ვინმეს დახმარების ლოდინი, მაგრამ ახლა, ამ წუთას, მეშინია! ცხოვრებაში ერთადერთ რამეს ვერ ვუძლებ – გაურკვევლობას! ნებისმიერ ურჩხულს შევერკინები, ყველა გამოწვევას მივიღებ და ბოლომდე ვიბრძოლებ, ოღონდ ვიცოდე საქმე რასთან მაქვს! მაგრამ, ხომ არის მომენტი, როდესაც გრძნობ, რომ შავი ღრუბლები გროვდება შენს თავზე, ოღონდ არ იცი ამის მიზეზი. ასეთ დროს მხოლოდ ლოდინი გრჩება და თუ ეს ლოდინი დროში იწელება, სულიერად გტეხს! ხოდა, მეც ვგრძნობ, უიმედობის აჩრდილი მეპარება!

ღმერთო, მაინც რა ნიჭიერი მსახიობი ვყოფილვარ, როცა ვერავინ ამჩნევს ჩემს სულში ჩაბუდებულ ქარიშხალს! ეს ჩემი პირველი დაჩივლებაა პრობლემის შესახებ და ისიც ნიშანდობლივია, რომ ბლოგზე ამოვაფრქვიე ჩემი გრძნობები და არც ერთი ჩემი მეგობრის ნომერი არ ამიკრეფია, არავისთვის მითხოვია დახმარება! ან რა აზრი აქვს?! უვი, ჩემი პრობლემა ისეთია, ვერავინ დამეხმარება! მე და მხოლოდ მე უნდა გადავჭრა, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ არ ვიცი, თავად პრობლემა რაშია!

უნდა გავმხნევდე! ძალა მოვიკრიბო დ მჯეროდეს, მთელი გულით მჯეროდეს, რომ ყოველთვის, როცა ცუდად ვარ უფალს ვყავარ ხელში აყვანილი! ძალიან მიყვარს ეს იგავი და ხშირად ვიხსენებ! ისიც ვიცი, რომ გაურკვევლობა მუდმივად არ გაგრძელდება! ცხოვრებაში არაფერია მუდმივი ცვლილებების გარდა და ესეც შეიცვლება, თუ დავაცდი, მაგრამ დინებას მიყოლა რომ არ მჩვევია! ვერ ვიტან საკუთარ უმწეობას!

მხოლოდ ერთი რამ ვიცი, რაც უნდა იყოს, ვიცოცხლებ! ამასაც მოვერევი და ყველაფერს დავიბრუნებ, რასაც ახლა ვკარგავ!

13 კომენტარები »