მწარეს ბლოგი

chez moi

აქა ამბავი, როგორ უნდა შევიცვალო და მოვიშალო მავნე ჩვევები!

დასაწყისისთვის: კარგად ვარ! მშვენიერ ხასიათზე ვარ და ყველაფერი კარგად მიდის! დიდ დროს ვხარჯავ სამსახურსა და სწავლაზე, როგორც პრე-დეპრესიულ პერიოდში, “თიდანში” სიარული განვაახლე  და სისულეებზე თითქმის არ ვფიქრობ!

მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვარ, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, ზოგჯერ ხასიათი მიფუჭდება! მაგალითად, დღეს საღამოს! წინა სამსახურის სურათებს ვათვალიერებდი და გავოგნდი! რეალურად სხვა ადამიანი ვიყავი! არა, მესმის, რომ 4 წელი ცოტა არაა და ყველა ვიცვლებით, მაგრამ ასეთი მეტამორფოზა მეტისმეტია! რა ვუქენი საკუთარ თავს?!

დეპრესიაში არა ვარ, უბრალოდ, ის გოგო მინდა დავაბრუნო! ღია ღია წაბლისფერი თმით, გამხდარი, ფართო, ნათელი თვალებით, მრგვალი ლოყების და ღაბაბის გარეშე! იდეალისტურ შეხედულებებსა და მთელი სამყაროს შეცვლის სურვილს, ალბათ, უკვე აღარაფერი ეშველება, მაგრამ “ფასადი” მაინც უნდა დავიბრუნო! 😉 ამისათვის კი, წინა და წინისწინისწინა პოსტში დასახული გეგმები აუცილებლად უნდა შევასრულო! გეგმები რომ შევასრულო, რაღაცეებს უნდა გადავჩვიო! ჰოდა, ვის მოვუყვე ამის შესახებ, თუ არა ჩემს საყვარელ ბლოგს?!

გადაუდებელი დახმარების სახით, აი, რაზე უნდა ვთქვა უარი:

კითხვის/ტელევიზორის ყურების/ინტერნეტში ძრომიალის დროს ჭამას. ჩვეულებრივ, ასე ხდება: “ახლა 1 ცალ ვაშლს ავიღებ, მწვანე ჩაის დავისხამ და რომელიმე სერიალს ვუყურებ!’ საბოლოოდ, 1 ვაშლი 5-ად იქცევა და ნახევარი მაცივარი საჭმელიც ემატება! იმ ზომამდე ვარ მისული, რომ საჭმელს გემოს ვერ ვატან, თუ რამეს არ ვკითხულობ ან ვუყურებ! ეს უნდა შეწყდეს!

აღარ ვჭამო ტკბილეული, როცა განერვიულებული ვიქნები. ბოლო ერთი თვე დღის წესრიგში არ დამდგარა, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანი პრობლემაა! გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც დროის მანძილზე სულ ცუდ ხასიათზე ვიყავი, ჩემს მიერ შთანთქმულმა ტკბილეულობამ სეეერიოზული დაღი დამატყო წელის მიდამოში! ეს ფაქტი ისე მაწუხებდა, ერთხელაც ავდექი და ვცადე, შოკოლადი დაბალკალორიული საშუალებით ჩამენაცვლებინა! უფრო კონკრეტულად -სიგარეტით! ერთ-ერთი ყველაზე დიდი იდიოტიზმია, რაც ამ ცხოვრებაში გამიკეთებია! კიდევ კარგი, ესეც ჩვევაში არ გადავიყვანე! არ გადავიყვანე რა, შოკოლადი უფრო მომწონს! 🙂 ჰოდა, მოკლედ, გამომდინარე იქიდან, რომ არც შოკოლადი, არც სიგარეტი და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც მწვადი არაფერს შველის ცხოვრებაში, ისევ ჯობია, პრობლემების გადასაჭრელად სხვა მეთოდები მოვძებნო!

თუ ამ ორ პუნქტს შევასრულებ, შევჭამ მხოლოდ მაშინ, როცა მშიერი ვიქნები და, სავარაუდოდ, იმდენს, რამდენიც შიმშილის დასაკმაყოფილებლად მეყოფა!

მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი პუნქტი: არასოდეს, არც ერთხელ არ გავაცდინო ვარჯიში! აქ სიტუაცია ამგვარადაა: თავად ვარჯიში არ მეზარება, მაგრამ ჭირივით მეზიზღება ფიტნეს ცენტრამდე მისვლის პროცესი! “თიდანი” ჩემს სამსახურთან არც ისე ახლოსაა და დაახლოებით 25-30 წუთის გატარება პიკის საათის დროს ავტობუსში მთლად საამო რომ ვერაა, თქვენც დამეთანხმებით, ხოდა, შედეგად, ყოველ საღამოს ჩნდება ცდუნება: ხომ არ წავიდე სახლში, რბილ დივანზე წამოვწვე და პირველი პუნქტში განხილული პროცედურის განხორციელბა დავიწყო?!  ჰოდა, არა! საკუთარი თავის ყურით წათრევა რომ დამჭირდეს, კვირაში 4-ჯერ  აუცილებლად ვივარჯიშებ! “თიდანის” პროგრამის შესაძლებლობები შემოდგომაზე რომ დავდიოდი, მაშინ გამოვცადე, ასე რომ, ამ მსხვერპლის გაღებად ნამდვილად მიღირს!

დასაწყისისთვის ეს იყოს! პრინციპში, სხვა მომაკვდინებელი ჩვევები არც მაქვს: არ ვარ ალკოჰოლიკი და ნარკომანი, არ ვეძალები აზარტულ თამაშებს, ფრჩხილებსაც კი არ ვიკვნეტ! არც მწეველი გავხდი, ჩემდა საბედნიეროდ!  რაც კარგია, იმიტომ, რომ ბევრად ნაკლები  პუნქტია ჩემს სიაში, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო! პროკრუსტინაციის დამარცხებას შემდეგ ეტაპზე დავისახავ მიზნად, ჯერ ამათ მოვერიო!

3 კომენტარები »

Update

მოკლედ ასე, სანამ რამდენიმე თავისუფალი წუთი მიპოვია, თავს შეგახსენებთ და გეტყვით, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ! ისეთი დაკავებული ვარ, სუნთქვა ავტომატურად რომ არ ხდებოდეს და დრო ან ძალისხმევა სჭირდებოდეს, ვერც მაგას მოვახერხებდი ალბათ.

ფბ-ს უკვე ვახარე ახალი უფროსი რომ მომივიდა სამსახურში. დღეში მილიონჯერ ვწირავ ღმერთს მადლობას, რომ ასეთი ადამიანი გამომიგზავნა და არა ვიღაც გიჟი, თორემ წინა უფროსი იმდენად კარგი მყავდა, სხვანაირს ვეღარც შევეგუებოდი ალბათ! ასე რომ, თითქმის ორთვიანი უსაქმურობის ხანა დასრულებულია!  სამსახრუშიც საგრძნობლად დატვირთული ვარ, პლუს კიდევ სხვა რაღაცეები და მოკლედ, ჩემი ერთადერთი სამოვნება ის დაახლოებით ერთი საათია, რომელსაც აუზზე ვატარებ ხოლმე!

მეორე მაგარი ამბავი, რომელიც ასევე ვახარე სოციალურ ქსელებს არის ის, რომ 2 ზომით დავპატარავდი! 🙂 ჩემი ბლოგის მკითხველებმა კარგად იციან, რაოდენ მტკივნეული საკითხია ჩემთვის წონა და როგორ ვწვალობ მისგან გასათავისუფლებლად! ასე რომ, მომილოცეთ! ეს პირველი სერიოზული შედეგია რასაც ამ დროის მანძილზე მივაღწიე!

ასევე საკუთარი თავის შესაგონებლად დაწერილი წინა პოსტის გავლენით, ვცდილობ რაღაცეების სხვა დროისათვის გადადებას, ასევე საქმის დედლაინამდე მიყვანას და მერე გაკეთებას მეტ-ნაკლებად შევეშვა! რომ იცოდეთ, ცხოვრება როგორ გამიიოლდა!

მოკლედ, ამ დროისათვის სულ ეს იყოს! ერთი გემრიელი პოსტის დაწერა მაქვს განზრახული, მაგრამ ცოტა მეტი დრო რომ მექნება, მერე იყოს! არ მოიწყინოთ უჩემოდ და ძალიანაც ნუ დახოცავთ ერთმანეთს! 😉

P.S. როგორც ხედავთ, ბლოგის თემფლეითი ისევ შევცვალე. თუ რაიმე დისკომფორტს გიქმნით (ცუდად იტვირთება, თვალებს გიღლით, “გოიმურია” და ა.შ.) აუცილებლად მამცნეთ კომენტარებში.

7 კომენტარები »

Ideal Chief

ვინ არის ის ადამიანი, რომელთან ერთადაც, პრაქტიკულად, დღის უმეტეს ნაწილს ვატარებთ, ზოგჯერ კი იმაზე მეტ დროს, ვიდრე ოჯახის წევრებთან? ვინ თამაშობს გადამწყვეტ როლს ჩვენი გეგმების შედგენისას და საქმიანობის წარმართვისას? ვინ საზღვრავს ჩვენს ბიუჯეტს და შვებულების ხანგრძლივობას?  თითოეული ჩვენგანის უფროსი!  გარკვეული გამონაკლისების გარდა უფროსი ყველას ჰყავს.  ზოგს “ზანუდა” უფროსი ჰყავს, ზოგს არაკომპეტენტური, ზოგისას თანამდებობა აქვს თავში ავარდნილი, ზოგისას კი ყველაფეერი ფეხებზე ჰკიდია, ზოგი ზედმეტად მკაცრია, ზოგი ლმობიერი, ზოგი უფროსი დაუნახავია, ზოგიც უხასიათო! რეალურად, ამ ადამიანზეა დამოკიდებული დილით სამსახურში წასვლა გვეზიზღება თუ გვეხალისება!

ჩვეულებრივ, შეფზე კარგს იშვიათად ამბობენ, უფროსმა რაც არ უნდა გააკეთოს, ნაკლს მაინც მოვუძებნით, მაგრამ ხომ არიან გამონაკლისებიც?! დიახ, იდეალური უფროსებიც მოიძებნებიან! ეს სუბიექტური განსაზღვრებაა. გამიგია, საუკეთესოა ის უფროსი, რომლის არსებობასაც ვერ გრძნობო, მაგრამ მე იდეალური ხელმძღვანელის ჩემეული, განსხვავებული ცნება მაქვს. მაშ ასე, უფროსი იდეალურია, თუ:

  • თავისი საქმის უბადლო პროფესიონალია, ისეთი, რომ იოცნებებ, ნეტავ ოდესმე მეც ასეთი ვიყოო;
  • როცა შენ რაღაცას არასწორად აკეთებ, ის ნერვიულობს, ისეთი ფრომით არ ვუთხრა რომ ეწყინოსო;
  • ყოველთვის გაქებს კარგად გაკეთებული საქმის გამო;
  • სამსახურში მისვლის პირველივე დღიდანვე ერთ ნოტაზე ხართ და შეგუება არ გჭირდებათ;
  • ყოველთვის აინტერესებს შენი აზრი

ერთი წინადადებით, მარტივად კი ჩემი ცნება ასეთია – უფროსი იდეალურია, თუ მისი სხვა სამსახურში გადაყვანისას თანაშემწე რამდენიმე კვირა დეპრესიაშია!

6 კომენტარები »

Sunny and Dreamy!

დღეს უკვე გავაგებინე ფეისბუქს, რომ ბედნიერებისათვის ლურჯი ცა და მზეც მყოფნის! ზოგადად, რაც საკუთარ თავში ძალიან მომწონს, გუნებ-განწყობის სწრაფი ცვალებადობაა! სულ ცოტა ხნის წინ დაუნდობლად ვთათხავდი გაზაფხულს, დღეს კი არხეინად ვტკბები ნამდვილი გაზაფხულური ამინდით! ჰეი, შემთხვევით ეს ყველაფერი ალერგიის პერიოდის ჩავლასთან ხომ არაა დაკავშირებული?! :think:

გუნება-განწყობის ცვალებადობა ვახსენე და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამას, როგორც ზოგადად ყველაფერს ამ სამყაროში, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს! ერთის მხრივ კარგია, ცუდ ხასიათზე დიდ ხანს რომ არ ვარ ხოლმე, მაგრამ მეორეს მხრივ, სულაც არაა სასიამოვნო, უმნიშვნელო წვრილმანი რომ ამიშლის ხოლმე სევდა-ნაღველს!

რა მინდოდა ამ პოსტით მეთქვა? არაფერი, გარდა იმისა, რომ ბენიდერი ვარ, რაიმე კონკრეტული მიზეზის გარეშე! სამსახურში ჩემი ოთახი მეხუთე სართულზეა და ნახევარი თბილისი ჩანს ფანჯრიდან. გაფრენა მინდა აქედან რომ ვიხედები (შეგიძლიათ არ შემახსენოთ ისედაც კარგად აფრენო)! გავშლიდი დიიიიდ, თეთრ ფრთებს და გადავუფრენდი კონსერვატორიას, ოპერას, სტაფილოსფერ სახლებს, გავიჭრებოდი სადღაც შორს, შორს ცის კიდემდე!

წინათგრძნობების გჯერათ? არც მე, მაგრამ ახლა რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც კარგი უნდა მოხდეს! რაღაცა შეიცვლება, ამას მთელი არსებით ვგრძნობ! დიახ, დიახ, ვიცი, რომ თუ რამის შეცვლა მინდა, ეს თავად უნდა გავაკეთო და გაურკვეველი მოვლენების იმედად არ უნდა დავრჩე, მაგრამ მაცალეთ, ცოტა ხანი რომანტიკოსი ვიყო! სულ ერთია მალე გადამივლის! ისე კი, სიურპრიზებიც ხომ ხდება? სულ რომ არ ელოდები და კარგი რაღაცეები გატყდება თავს?! ხომ მართლა ხდება ასე?! ხოდა, დამაცადეთ წავიოცნებო!

4 კომენტარები »

Давай, улетим!

ეს ჩანაწერი ყოფილი სამსახურიდან გამოყოლილ ბლოკნოტში ვიპოვე (სადაც შეფის დავალებებს ვიწერდი ხოლმე). აღარც მახსოვს, როდის დავწერე, მაგრამ აქაც იდოს, ვის რას უშლის:

Сижу за решёткой, в темнице сырой,

Вскормлённый в неволе орёл молодой

Мой дорогой Александр Сергеевич, вся жизнь неволя! Наша решётка наша окружающая среда. Желая что-то изменить, мы осознаём, что нас сковали разными цепями. Мечтая о невозможном мы уже узники. Писали вы эти строки в изгнании и хоть физически я свободна, всё время чувствую цепи на руках и ногах! Я пленница своих мыслей, своих глупых выдумках. Будто моей жизнью правит кто-то чужой! Я орудие злого рока! Но я буду жить! Я буду бороться на зло моему чёрному призраку, на зло всем тем, кто мне не верил! Я тоже вырвусь на волю и улечу “туда, где за тучей белеет гора!” Я буду жить и не ныть! Да, Пушкин, давай улетим!

ვახ, რა ადვილია, რუსულად წერა და ძნელი ბეჭდვა 🙂 შეცდომები არ შევიმჩნიოთ, ჩემს  რუსულს სრულყოფილებაზე არ აქვს პრეტენზია, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, ასე ძაან რითი აღმაშფოთეს იმ დღეს?! 😉

5 კომენტარები »