მწარეს ბლოგი

chez moi

Set me free

Feel the  rain on your skin

No one else can feel it for you!

ჰოდა, მოვედი! ცოტა იერი შევუცვალე ბლოგს! ვორდპრესის თემფლეითები ისევ არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით. ეს მაინც არ შეცვლილა! ისევ ეს იყოს, ცოტა საახლწლო განწყობას მისცემს ბლოგს.

როგორც ამ სიმღერაში, აი, ასეთ განწყობაზე ვარ, დაახლოებით. ქუჩაში გავლა და წვიმის საკუთარ ტყავზე შეგრძნობა მინდა! წვიმას გადატანითი მნიშვნელობით ვხმარობ, თორემ, რომ გითხრათ, სისველის და წვიმის დიდი მოყვარული ვარ-მეთქი, ტყუილი იქნება! მხოლოდ იმის თქმას ვცდილობ, რომ რაღაც ახალი მინდა გამოვცადო, რაიმე სიგიჟე ჩავიდინო და თავისუფალად, ბეზრასუდნა ვიცხოვრო! სულ ცოტა ხნით მაინც!

ამ ცხოვრებაში ბევრი ვალდებულება გვაწევს, იმდენად ბევრი, რომ ზოგჯერ ჩვენი ცხოვრება, ჩვენს გარეშე მიედინება, რაც არასწორია! იმას არ ვამბობ, რომ უპასუხისმგებლოდ უნდა მოვიცქეთ და ჩვენს მხრებზე დაწოლილ ვალ-დებულებებს ზედაპირულად მოვეკიდოთ, მაგრამ თუ ამის გამო თავისუფლად სუნთქვა გვავიწყდება, ეს უკვე ცუდია! ერთადერთი, რაც ზუსტად უნდა გვახსოვდეს, ჩვენს გარდა ვერავინ ამ დედამიწაზე ჩვენს სტუმრობას მრავალფეროვანს და სასიამოვნოს ვერ გახდის! რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურობას გვილამაზებენ, მაგრამ მათ ისევ ჩვენ უნდა მივცეთ ამის საშუალება! Only you can let them in! წინააღმდეგ შემთხვევაში მოიხედავ და, როგორც რუსები იტყვიან, ჟიზნ პრაშლა მიმა! ჰოდა, ნუ მვცემთ საშულებას ცხოვრებას გვერდით ჩაგვიაროს, არამედ ჩვენ თვითონ ვმართოთ ის!

თავისუფლების პათოსით გაჟღენთილი ეს პოსტი დაწერილია სამსახურში, დილის რამდენიმეწუთიანი ჭორაობის ნაცვლად! წინ გრძელი დღე მელოდება!

დატოვე კომენტარი »

Sort of coming back

არა, დიდი ხანია, მეტ-ნაკლებად მეთანაღრებოდა გული ჩემს ბლოგზე, მაგრამ დღეს დაბრუნების განსაკუთრებული სურვილი ვიგრძენი. მე მჭირდება პოსტვა! სოფის ამ პოსტმაც მომცა მცირე ბიძგი! ისეთი პოსტები მწყურიაო, სადაც ადამიანები საკუთარცხოვრებაზე ისაუბრებენ და ყოველდღიურ ამბებს მოყვებიანო! მე ვწერდი ასეთ პოსტებს და ასეთი ბლოგებიც მომწონდა! ახლაც მომწონს!

წელიწადზე მეტი პაუზის შემდეგ, დაბრუნება ადვილი არ იქნება, ცხადია! სავარაუდოდ, იმ ადამიანების დიდ ნაწილს, ვისაც ჩემი პოსტები მოსწონდა, აქაურობის „მისამართი“ დაავიწყდებოდა უკვე. ისიც გასათვალისწინებელია, არ ვიცი, რამდენად ხშირად დავპოსტავ, როდემდე მენდომება წერა და წასვლას ისევ როდის გადავწყვეტ, მაგრამ ახლა აქ ვარ! ისევ ისე გავაგრძელებ! დავწერ ჩემი ერთფეროვანი ცხოვრების შესახებ, წაკითხულ წიგნებზე, ფილმებზე, ჩემს შეხედულებებსა და მოსაზრებებზე! Just let me be!

6 კომენტარები »