მწარეს ბლოგი

chez moi

Set me free

Feel the  rain on your skin

No one else can feel it for you!

ჰოდა, მოვედი! ცოტა იერი შევუცვალე ბლოგს! ვორდპრესის თემფლეითები ისევ არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით. ეს მაინც არ შეცვლილა! ისევ ეს იყოს, ცოტა საახლწლო განწყობას მისცემს ბლოგს.

როგორც ამ სიმღერაში, აი, ასეთ განწყობაზე ვარ, დაახლოებით. ქუჩაში გავლა და წვიმის საკუთარ ტყავზე შეგრძნობა მინდა! წვიმას გადატანითი მნიშვნელობით ვხმარობ, თორემ, რომ გითხრათ, სისველის და წვიმის დიდი მოყვარული ვარ-მეთქი, ტყუილი იქნება! მხოლოდ იმის თქმას ვცდილობ, რომ რაღაც ახალი მინდა გამოვცადო, რაიმე სიგიჟე ჩავიდინო და თავისუფალად, ბეზრასუდნა ვიცხოვრო! სულ ცოტა ხნით მაინც!

ამ ცხოვრებაში ბევრი ვალდებულება გვაწევს, იმდენად ბევრი, რომ ზოგჯერ ჩვენი ცხოვრება, ჩვენს გარეშე მიედინება, რაც არასწორია! იმას არ ვამბობ, რომ უპასუხისმგებლოდ უნდა მოვიცქეთ და ჩვენს მხრებზე დაწოლილ ვალ-დებულებებს ზედაპირულად მოვეკიდოთ, მაგრამ თუ ამის გამო თავისუფლად სუნთქვა გვავიწყდება, ეს უკვე ცუდია! ერთადერთი, რაც ზუსტად უნდა გვახსოვდეს, ჩვენს გარდა ვერავინ ამ დედამიწაზე ჩვენს სტუმრობას მრავალფეროვანს და სასიამოვნოს ვერ გახდის! რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურობას გვილამაზებენ, მაგრამ მათ ისევ ჩვენ უნდა მივცეთ ამის საშუალება! Only you can let them in! წინააღმდეგ შემთხვევაში მოიხედავ და, როგორც რუსები იტყვიან, ჟიზნ პრაშლა მიმა! ჰოდა, ნუ მვცემთ საშულებას ცხოვრებას გვერდით ჩაგვიაროს, არამედ ჩვენ თვითონ ვმართოთ ის!

თავისუფლების პათოსით გაჟღენთილი ეს პოსტი დაწერილია სამსახურში, დილის რამდენიმეწუთიანი ჭორაობის ნაცვლად! წინ გრძელი დღე მელოდება!

დატოვე კომენტარი »

ლითლი, ძაღლები და ბაყაყები, ანუ მორიგი update

უჰ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ტვინი გამიდნა და გაურკვეველი ფერის თხევად მასად იქცა! დღეებს ვითვლი შვებულებამდე, ერთი სული მაქვს ამ თონედან თავი დავაღწიო! შავი ზღვა მოუთმენლად ელოდება ჩემს სტუმრობას! თუმცა, სიცხეზე საწუწუნოდ არ შემიწუხებიხართ, პატივცემულო მკითხველებო! მინდა, მორიგი აფდეითი გავაკეთო, თუ რა ხდება ჩემს ცხოვრებაში.

განსაკუთრებული არც არაფერი, კაცმა რომ თქვას, ზუსტად ამიტომაც, კატასტროფულად იკლო ბლოგზე პოსტების რაოდენობამ! იმდენად ცხელა და თან ბევრი საქმე მაქვს, რომ საინტერესო საკითხებზე ფიქრი მეზარება ხოლმე! დიახ, დიახ, ასეთი რამეც ხდება, როცა ფიქრი გეზარება! უფრო სწორად, მეზარებაც არ ჰქვია ამას, სამსახურში მაგის დრო არ მაქვს და როცა სახლში ვარ, უმეტესად მძინავს, ხოდა, როდისღა ვიფიქრო?!  სიცხის ბრალი უნდა იყოს, წესით, სადაც თავს მივდებ, იქვე ვითიშები ხოლმე! 😦

წიგნის ფესტივალზე ნაყიდი წიგნებიდან, ჯერ–ჯერობით, მხოლოდ დიბისი პიერის “ვერნონ გენიოს ლითლი” წავიკითხე. ვამ ტოჟე რეკამენდუიუ, მე მომეწონა!

ჩემი რჩევა იქნება, თუ ხელი მიგიწვდებათ ორიგინალზე, თარგმანს არც გაეკაროთ! ისეთი ენითაა დაწერილი, პირდაპირ ითხოვს, ინგლისურად წამიკითხეო! რაც შეეხება წიგნის შინაარს, თუ გინდათ წარმოიდგინოთ რას გრძნობს და როგორ აღიქვამს სამყაროს მოზარდი, რომლის დედას სერიოზულად აქვს “შიფერი დაცურებული”, გოგოსთან არასოდეს ჰქონია ურთიერთობა, მისმა ერთადერთმა მეგობრამა ნახევარი სკოლა დახოცა და ამ დანაშაულის “შეტენვას” პოლიცია მისთვის ცდილობს, ამ ყველაფერთან ერთად კი, ჟურნალისტები თითოეულ მის ნაბიჯს აშუქებენ, თან ისე, როგორც თვითონ გაეხარდებათ, მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ! მეტს არაფერს გეტყვით, ინტერესი რომ არ დაგიკარგოთ!

ახლია კი კინემატოგრაფიისაკენ გადმოვინაცვლოთ! ორ ფილმზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას:

1. გახსოვდე

როგორც ყველას გეცოდინებათ, მთავარ როლებს რობერტ პატინსონი და ემილი დე რავინი ასრულებენ. პატინსონი სამ სრულიად განსხვავებულ როლში მყავს ნანახი: ეგზომ ცნობილი ვამპირის, სალვადორ დალის და, ამ ფილმში, მეამბოხე ახალგაზრდა ბიჭის, რომელსაც ჰგონია, რომ ვერავინ გაუგებს. სრულიად განსხვევბული სახეებია, მაგრამ საერთო ერთი აქვთ: ბატონო რობი სამივეს ერთნაირად ასრულებს, ზედაპირულად, მშრალად და უემოციოდ! თვითონ ფილმს რაც შეეხება, არაა ცუდი! კარგი სცენარია, ლამაზი ტექსტი და პრინციპში, სხვას რომ თავი დავანებოთ, მარტო ფინალის გულისთვის ღირს ყურება!

2. Hachiko

ეს ფილმი დიდი ხანია გამოსულია. ბევრჯერ მომხვდა თვალში სხვადასხვა საიტზე ძრომიალისას, მაგრამ რატომღაც არ ვიწერდი! როგორც ჩანს, ინტუიცია მკარნახობდა, რომ არ უნდა მენახა! ოღონდ, არ იფიქროთ ცუდი ფილმი იყოს! იმიტომ არ უნდა მენახა, რომ გავსკდი ტირილით!  ძაღლის პატრონისადმი ერთგულების შესახებ ამბები მილიონობით ვიცით, მაგრამ ჰატიკოს (თუ ჰაჩიკოს) ისტორია მაინც განსაკუთრებულია, გულშიჩამწვდომი და თან რეალური, რომელიც მართლა მოხდა იაპონიაში! ამ ძაღლს ძეგლიც კი დაუდგეს იაპონიის ერთ–ერთი ქალაქის რკინიგზის სადგურზე! მოკლედ, თუ არ გინახავთ, აუცილბელად ნახეთ ეს ფილმი, განსაკუთრებით მათ, ვისაც ცხოველები არ გიყვართ, მერე კი მოდით და დამიწერეთ, ასეთი ძაღლი რით ვერ ჯობია ბევრ ადამიანს?!

დღეისათვის სულ ეს იყო! წავალ, რომელიმე აფრიკულ ღმერთს შევთხოვ, წვიმა გამოგვიგზავნოს ან სადმე ბაყაყებს ვიპოვი და გავჟუჟავ ერთიანად (ტყული, ტყუილი, ტყუილი, ისე მეშინია მაგათი, სათოფეზეც ვერ გავეკარები)!

7 კომენტარები »

Ashamed

გუშინ სამსახურიდან რომ ვბრუნდებოდი, გამიწვიმდა. მაკდონალდსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხუცი ქალი იდგა და დახმარებას ითხოვდა, მეც, როგოც ყველას შემომტირა, დამეხმარეო! ფული კი მქონდა, მაგრამ წვიმდა და ერთი სული მქონდა სახლში მოსვლამდე. რომ წარმოვიდგინე ჩემს უზარმაზარ ჩანთაში საფულე რამდენ ხანს უნდა მეძებნა, არ გავჩერებულვარ და თავდახრილმა ჩავუარე.

რუსთაველის მეტროს რომ გავუსწორდი, სველ ქვაფენილზე ფეხი ამიცურდა და დავეცი. მუხლი საშინლად მეტკინა. სხვა მოხუცი მათხოვარი წამოხტა და დასახმარებლად წამოვიდა, მაგრამ მის მოსვლამდე თვითონ წამოვხტი ფეხზე და შევეცადე ვითომც აქ არაფერიაო სახით გზა გამეგრძელებინა.

რატომღაც მგონია, საფულის მოძებნა რომ არ დამზარებოდა და იმ მოხუც ქალს დავხმარებოდი, არ წავიქცეოდი.

7 კომენტარები »