ისევ ემო

არა, არ მიყვარს ბლოგზე ემო რაღაცეების წერა! პირველ რიგში, იმიტომ, რომ ზოგადად საკუთარი ნეგატიური განწყობის სხვებისთვის თავს მოხვევა არ მიყვარს და მეორეც იმიტომ, რომ ბლოგი არაა პირადი დღიური. მოკლედ, ჩემი რჩევაა, გამოტოვეთ ეს პოსტი! ამას ჩემთვის ვწერ, მე მჭირდება და თქვენ მისი წაკითხვა არაფერს მოგცემთ!

ამ წუთას სერიოზულად მიჭირს! თითქოს ახალი არ უნდა ყოფილიყო, ის რაც მოხდა. ჯერ კიდევ სექტემბერში ვიცოდი, რომ ეს ამ პერიოდისათვის დაიწყებოდა, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დავდექი პანიკამ მომიცვა! ვიხრჩობი! 8-თვიანი კოშმარი იწყება ჩემს ცხოვრებაში და მე ამისთვის მზად არ ვარ, არც ფიზიკურად, არც მორალურად! არ ვიცი, რას ემსახურება ეს 8 თვე და მართლა მჭირდება თუ არა. არც ის ვიცი, ჩემთვის სასიკეთო შედეგი თუ დადგება! მოკლედ, ბრმად დავდივარ სიბნელეში და დიდი იმედი მაქვს, კისერს არსად მოვიტეხ.

ზოგადად, ჩემი თავი ძლიერი მეგონა, მაგრამ იმდენად შევიცვალე ამ ბოლო დროს, რომ აღარც ეგ შეეფერება სინამდვილეს! ერთადერთი რაც ამ წუთას მინდა, ესაა ადამიანი, რომელიც ჩემთან იქნება სანამ ცუდად ვარ, ჭკუას არ დამარიგებს, უბრალოდ ჩამეხუტება ვიდრე თავს უკეთესად ვიგრძნობდე, ან არც ჩახუტება მინდა, უბრალოდ ჩემს გვერდით იჯდება და მეტყვის, რომ ყველაფერი კარგად იქნება! როგორც ყოველთვის, ახლაც, ასეთი ადამიანი არ მყავს! ყოველთვის, ყველაფერს მარტო ვუმკლავდებოდი და თუ ოდესმე იქამდე მივალ, რომ თავს მოვიკლავ, ეს ზუსტად ამის ბრალი იქნება!

ჩემი “პირადი ფსიქოლოგი” მენატრება, რომელთანაც უკვე მრავალი თვეა არც კი მილაპარაკია! ეგოისტი ვარ და ყოველთვის ასეთი ვიყავი, არასოდეს მიფიქრია, მისთვის რამდენად ასატანი იყო, ჩემი „გაჭედვები“, არც ახლა ვფიქრობ, უბრალოდ, მასთან საუბარი მამშვიდებდა ხოლმე, მახსოსვს! ცუდად ვარ, დემნ ით! ნუ იფიქრებთ, ადვილი იყოს ჩემთვის საკუთარი სისუტის საჯაროდ აღიარება, მაგრამ, უბრალოდ მეტი აღარ შემეძლო! სადმე, უკაცრიელ ადგილას მინდა ვიყო, რომ ბოლო ხმაზე ვიკივლო, ხმის ჩაწყვეტამდე, ყელის ჩახევამდე და ფილტვების გახეთქვამდე (თუ როგორცაა), რომ ეს დაგროვილი ემოციები ბოლომდე ამოვიღო. არც ეს შეიძლება! ყველაზე დიდი საშინელება კი იმის დაფიქსირებაა, როგორ ვიცვლები, უფრო სწორად, როგორ მცვლის ჩემში ჩასახლებული ეს  უბედურება!

Movies Watched

დიდი ხანია, ბლოგი ასე უპატრონოდ არ მიმიტოვებია, მაგრამ იმდენი საქმე მქონდა, გამოწურული ლიმონივით ვარ, არაფერი სასიკეთო თავში არ მომდის, ამიტომ, მოდით, უბრალოდ იმ რამდენიმე ფილმს წარმოგიდგენთ, რომლებსაც ბოლო პერიოდში ვუყურე:

Scusa ma ti chiamo amore (მაპატიე სიყვარულისათვის)

scusa-ma-ti-chiamo-amore-poster-wallpaper-locandina

მხოლოდ 17 წლის ასაკშია ყველაფერი ისე, როგორც სიმღერაში? 20-წლიანი სხვაობა ბევრია სიყვარულისათვის? არა! საკმაოდ სასიამოვნო რომანტიული კომედიაა, სადაც ძველი იტალიური სიმღერები ჟღერს და პლუს, ზესიმპატიური რაულ ბოვა ბონუსად!

Little Ashes (მცირე ფერფლი)

little_ashes_movie_poster

ფილმი სალვადორ დალისა და ფედერიკო გარსია ლორკას ურთიერთობას ეხება. საკმაოდ კარგი საყურებელია. კსტატი, „Twilight“-ის ფანებს რობერტ პატინსონის ცნობა არ გაგიჭირდებათ. დალის როლს სწორედ ის ასრულებს! ფილმის ყურება რომ დავიწყე, მეგონა სალვადორ დალი კი არა, გადაცმული ედვარდ ქალენი დადიოდა, იმიტომ, რომ ბატონი რობი ერთ სტილში ასრულებს ორივე პერსონაჟს, თუმცა სადღაც 1/3-ის შემდეგ მართლა ახერხებს გარდასახვას და საინტერესო სახეს ქმნის, ჩემი აზრით. მოკლედ, თუ მამაკაცებს შორის სიყვარულის იდეა გულს არ გირევთ და არც შიშველი პატინსოსნის ხილვის პერსპექტივა გაშინებთ, აუცილებლად უყურეთ!

The Blue State

bluestate

ფილმი ახალგაზრდა ბლოგერზეა, რომელსაც იმდენად ეზიზღება ჯორჯ ბუში, რომ არ უნდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მას პრეზიდენტად ირჩევენ და კანადაში გარბის, ქალთან ერთად, რომელიც, როგორც შემდეგ ირკვევა, დეზერტირია. ფილმის ყურების პარალელურად ათას სხვა რამეს ვაკეთებდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ დამაინტერესა, თუმცა ერთი-ორი დასაფიქრებელი მომენტი ნამდვილად იყო.

Blades of Glory

blades_of_glory_ver3

ორი მოციგურავე მამაკაცი, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ, დისკვალიფიკაციის შემდეგ ერთიანდებიან და როგორც წყვილი ისე იწყებენ გამოსვლას. მამაკაცების წყვილს ბევრი სირთულის დაძლევა უწევთ, ძველი მტრობის, საზოგადოების უნდობლობის, კონკურენტების ხრიკების და ა.შ, თუმცა, საბოლოოდ, აღიარებას მაინც აღწევენ. ზედაპირული ფილმია, ყოვლად უაზრო დასასრულით, თუმცა თავად ყინულზე სრიალის სცენები მომწონს, განსაკუთრებით ბოლოს, ჩემპიონატზე გამოსვლაა შთამბეჭდავი!

25

მოკლედ ასე, 8 ნოემბერი ოფიციალურად უკვე დადგა. რომ გითხართ, კომპთან ჩასაფრებული ვიჯექი, პოსტი რომ დამეფაბლიშებინა ამ დროს-მეთქი, ნამდვილად ტყუილი იქნება, მაგრამ რადგან ისე გამოვიდა, რომ მაინც აქ ვარ, ერთ-ორ სიტყვასაც ვიტყვი, კიარადა დავწერ.

ესეიგი, მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით, 1984 წლის 8 ნოემბერს, გათენებისას (კვირის რომელი დღე იყო ზუსტად არავის ახსოვს) დავბადებულვარ თურმე მე. წვიმდაო, ასე მიყვებიან. დავიბადე, თორემ ეხლა რა, მეც დიდი ვინმე არ ვიყო! დედამიწას კიდევ ერთი მდედრობითი სქესის მტირალა პარაზიტი შეემატა ჩემი სახით, რომელიც თავის თავს რატომღაც ადამინს უწოდებს! თუმცა, მოდით, არ გვინდა ეს სევდიანი დეტალები! წესით, დაბადების დღე უხარიათ ხოლმე, მეც მიხარია და რა მაბუზღუნებს, მაინც ვერ ვხვდები! უძილობის ბრალია, ალბათ!

119498631918056439birthday_cake.svg.medსურათი მაინც დავდო, თორემ ტორტს ვინ მიმაკარებს ისე! ;)

ბევრი რომ არ ვიბოდიალო, 25 წლის გავხდი! დიდი დროა, მეოთხედი საუკუნე, არც მეტი და არც ნაკლები! რომ გადავხედოთ ამ წლებს, საკმაოდ ბევრი მაქვს გასახსენებელი, კარგიც და ცუდიც, ბევრიც მიცნია და ბევრიც მიტირია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვცხოვრობდი! არ ვიცი, კიდევ რამდენი წელი მექნება, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ამ 25-ზე ნაკლებად საინტერესო არ იქნება. სურვილების ასრულებას ვუსურვებ საკუთარ თავს (ლოლ, მაგარი წინადადებაა ეს), კონკრეტულად კი, იმ ერთი პაწუკა, მაგრამ მნიშვნელოვანი სურვილის, რომელზე მუშაობაშიც თავს დამათენდება სავარაუდოდ!

20 Questions

დიდმა კიკიტომ დამთაგა და შესაბამისად, მეც ვავსებ „მეგობრობის დღიურს.“

მიყვარს – მუსიკა;
ვოცნებობ –
მშვიდობაზე (მის მსოფლიო არ ვარ);
ვფიქრობ –
ყველაფერზე ერთდროულად;
მძულს –
არავინ;
ვნანობ –
არაფერს
კმაყოფილი ვარ –
ცხოვრებით, მთლიანობაში;
მენატრება –
სახლი მენატრება;
მსურს –
თვითონაც არ ვიცი;
მაღიზიანებს –
მლიქვნელობა, ქვემძრომობა, ორპირობა;
ვგრძნობ –
სიცივეს, ამ წუთას;
მეშინია –
სიმაღლის;
ვიცი –
სამოქალაქო სამართალი;
არ ვიცი –
ჩინური;
შემიძლია –
ხატვა
არ შემიძლია –
მომავლის დანახვა, მაგალითად;
ვმეგობრობ –
მეგობრებთან;
ვაპატიებ –
თითქმის ყველაფერს;
ვტირი –
ხშირად ამ ბოლო დროს;
ვიცინი –
კიდევ უფრო ხშირად;
ვეძებ-
ცხოვრების აზრს, კიარადა არაფერს;
ღირსი ვარ-
თავში წამომარტყან;
ვკარგავ-
საკანცელარიო ნივთებს სამსახურში;
მშურს –
არაფერი;
ვემალები –
არავის და არაფერს;
ვემტერები –
უსამართლობას;
მაინტერესებს-
ფსიქოლოგია და სხვა მრავალი რამ;
არ მაინტერესებს –
ქიმია
მახსოვს –
ჩემი წარსული;
მრცხვენია –
როცა ვინმეს იმედს ვუცრუებ;
უარვყოფ –
როცა რაღაცას მაბრალებენ (იშვიათად ხდება, მაგრამ მაინც);
ვავადმყოფობ –
ხშირად;
ვმალავ –
საკუთარ გრძნობებს ან, ზოგჯერ, უგრძნობლობას;
ვინახავ –
თეატრის ბილეთებს;
მწამს –
ღმერთის;
მიკვირს –
რატომ მიმართლებს;
მიხარია –
ყურადღება;
ვჭორაობ –
ხდება ხოლმე :) ;
ვდარდობ –
როცა ვინმეს გულს ვტკენ;
ვამაყობ –
საკუთარი მიღწევებით;
ვაკეთებ –
ჩემს საქმეს;
ვეფერები –
ცხოველებს და ბავშვებს;
მსიამოვნებს –
წყალი;
მესიზმრება –
ამ ბოლო დროს არაფერი; 
ვეხმარები –
ყველას, თუკი შემიძლია;
ვეწევი –
არ ვეწევი;
მწყინს –
როცა ჩემი დაბ. დღე ავიწყდებათ (იგულისხმება ისინი, ვისაც უნდა ახსოვდეთ);
ვხარჯავ –
ფულს;
ვღალატობ –
საკუთარ თავს მხოლოდ;
ვკამათობ –
მიწევს;
ვუხეშობ –
ძალიან იშვიათად და მხოლოდ გამაღიზიანებელ ხალხთან;
ვუსმენ –
მოცარტს ამ წუთას;
ვყოყმანობ –
რაღაცის შეცვლისას;
ვკითხულობ –
ახლა პოლ ოსტერის „ნიუ-იორკულ ტრილოგიას“ მეორედ;
ვამზადებ –
იშვიათად, მაგრამ გემრიელადო, მეუბნებიან;
ვუყურებ -
სერიალებს;
ვკლავ –
დროს, ან იმედს, თანაც განსაკუთრებული სისასტიკით;
ვაფუჭებ –
მომენტს;
ვცხოვრობ –
ისე, როგორც სწორად მიმაჩნია;
ვცემ –
არ ვცემ;
ვყვირი –
არ ვყვირი, თუ ძალიან ჭკუიდან არ გადამდგეს, რაც იშვიათად ხდება;
ვმღერი –
როცა არავინ მისმენს, აბა იმათ რა დააშავეს, მე თუ კარგ ხასიათზე ვარ?!;
ვასრულებ –
მარტივ ნაწარმოებებს ფორტეპიანოზე;
დავდივარ –
საკუთარი ფეხებით;
ვმკურნალობ –
უამრავ რამეს ამჟამად;
ვერიდები-
ტკბილეულს ;)
ვთამაშობ –
ფბ-ს თამაშებს;
ვიტყუები –
ზოგჯერ, თუმცა სერიოზულს არაფერს;
ვეთაყვანები –
არაა;
ვგიჟდები –
წითელ ფერზე, უფრო ზუსტად, წითელი ფერის ტანსაცმელზე;
ვაგროვებ –
აღარაფერს;
ვიხდი –
ფეხსამელს, როცა სახლში მოვდივარ;
ვეჭვიანობ –
უმ, ყველაზე და ყველაფერზე;
“ვკაიფობ” –
ხალხზე ჩემს გარშემო;
ვიზიდავ –
უსიამოვნებებს (ბელა უნდა გერქვას შენ! :) :));
ვალამაზებ –
საკუთარ სამუშაო ოთახს.

მე ვთაგავ:

ლილუს (არ დაწერს და მაგისი აჯობებს!) ;

ლალენას;

პიკოლინას (ვინმე დამასწრებდა, მარა მაინც).

დურა!!!

იდიოტად ვგრძნობ თავს, სრულ იდიოტად! შენ დარჩი და მე წამოვედი. აღარაფერი მაკავშირებს შენთან, ერთი მუჭა ნაცნობების გარდა! საქმიანობის სფეროც კი აღარ გვაქვს საერთო! შენი არ მესმის და შენ კიდევ ჩემი! მაშინ რატომ ვგრძნობ თავს ასე უცნაურად?! რატომ, რატომ მიჩერდება გული ყოველთვის, როცა რომელიმე ჩვენს ნაცნობათან შენს ფოტოს გადავაწყდები?! უფრო სწორად კი შენ გადაგაწყდები ფოტოზე! შტო ზა ჩორტ?! ვინმემ შემომილაწუნეთ, რა! არა, შემოლაწუნება არ მიშველის, თავში ჩამცხეთ კარგად!

სასიზღრობა ბლოგზე ასეთი იდიოტიზმის წერა, მაგრამ ძალიან მჭირდებოდა ემოციების ამოფრქვევა!

« Older entries