მწარეს ბლოგი

chez moi

სოფელში მინდა!

on ივლისი 27, 2009

ჩემო კარგო მეგობარო, ძვირფასო ბლოგო! მომიტევე, რომ ამდენი ხნით მიგატოვე. საქმე ისაა, რომ სამსახურში წინასაშვებულებო ციებ-ცხელების გააქტიურების გამო, საქმეები ისე მომიმრავლდა, აღარაფრისთვის მცალია და სახლში რომ მივდივარ, მკვდარივით მეძინება. სხვის ბლოგებსაც ვეღარ ვკითხულობ ისე აქტიურად. 70 წაუკითხავ პოსტს მიჩვენებს ჩემი რიდერი, თუმცა, ამ დილით, სამუშაო დროს რამდენიმე წუთს მოვპარავ და ერთ პატარა პოსტს დავწერ ჩემს განწყობაზე.

ცოტა ხნის წინ თანამშრომლის მამის დაკრძალვაზე ვიყავით იმერეთის ერთ-ერთ სოფელში. მოგეხსენებათ, დღესდღეისობით, მიტოვებული სახლები სოფლად  მრავლადაა, ხოდა ყველა ასეთი მიტოვებული სახლისა და მოუვლელი ეზოს დანახვაზე ყელში ბურთი მებჯინებოდა. არ ვაპირებ პოსტის წერას იმ პრობლემაზე, რომ ყველა ქალაქში გამორბის და სოფლები ცარილედება და ა.შ; უბრალოდ, ამ  ბოლო დროს, ორი გრძნობის აქტიური შემოტევა მაქვს: 1. არანორმალურად მეცოდებიან მოხუცები. აი, სადაც დავინახავ, მოხუც ბებოს ან ბაბუს, თავისთვის პურზე რომ მიბაჩუნობს ან, რა ვიცი, უბრალოდ ეზოში ზის და ჯოხზე დაყრდნობილი რაღაცაზე ფიქრობს, ცრემლები მაწვება და 2. ასევე არანორმალური სურვილი მაქვს მიწასთან ურთიერთობის. უფრო სწორად, იმის თქმა მსურდა, რომ სოფელში მინდა! ყველას უხვად გვაქვს ნანახი ქართული ფილმები სოფელზე, უბრალო ხალხზე, ან ამ შინაარსის წიგნები მაინც გვაქვს წაკითხული (თუნდაც დუმბაძის შემოქმედება) ხოდა, აი, იქ დახატულ სოფელში მინდა ცხოვრება! ტრადიციული ქართული სახლი მიდა, დასავლეთში როგორც იცოდნენ ძველად, ხის, მაღალ  ბოძებზე და წინ აივნით, დიდი, მოვლილი ეზო, ბევრი ყვავილებით, შინაური ცხოველები თავისთავად, კიდევ თბილი, თბილი და საყვარელი ბებო მინდა, შრომისაგან დაკოჟრილი ხელებით და დანაჭოებული სახით, მიწის და ბალახის სუნი რომ ასდის! გულში რომ ჩამიხუტებს და ახალმოწველილ რძეს დამახვედრებს დილაობით (რძეს ვერ ვიტან, მაგრამ ეგ არაფერი). მიდნარე მინდა, სადაც შუადღეზე საქონელი ჩავა გასაგრილებლად და სადაც სოფლის გოგო-ბიჭები იჭყუმპალავებენ! ჭორიკანა სოფლის ქალებიც მინდა, ამ მთისას და იმ ბარისას რომ განიხილავენ სადმე ხის ქვეშ ჩამომსხდარნი! ერთი სიტყვით, მე მგონი, კაი დროა, ის ტრაქტორისტი მოვძებნო, თინეიჯერობის ჟამს რომ მეტრფოდა ჩემს სოფელში,  თუ არ დაქორწინებულა, სასწრაფოდ ცოლად გავყვე და ერთად ბედნიერად ვიცხოვროთ, თუ დედამთილმა არ დამიწუნა, რა თქმა უნდა!

სახლში რომ გამოვთქვი სოფელში გადაბარგების მწველი სურვილი, მამაჩემს სიცილადაც არ ეყო, ერთ კვირაში ისე მოგბეზრდება, კისრისტეხით გამოიქცევიო. ასეც იქნება, ალბათ, მაგრამ ახლა, ამ წუთას მგონია, რომ არ მომბეზრდებოდა და ბედნიერიც ვიქნებოდი!

Advertisements

8 responses to “სოფელში მინდა!

  1. Sophie SUNNY Golden ამბობს:

    ლოლ
    მეც რამდენჯერ მიფიქრია ასე, იცი?
    რა ჯობია სოფელში, სახლი, ეზო, მაგრამ ვიცი, რომ მომენატრება ქალაქი… თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ სიბერეში მექნება ასეთი მწვანეში ჩაფლული ეზოიანი სახლი ბევრი ბავშვითა და ცხოველებით 🙂

  2. kikito ამბობს:

    dzalian minda sopeli, arada arc dedachemi mxridan maqvs arc mamchemis 😀
    aranormalurad miyvars zafxulshi ro chaxval sopelshi bebia da babua gxvdebiaan, puspuseben, mere shenc exmarebi, isveneb, sagamos hamakshi cevxar da fikrob, au dzalian magariaa, chem gegmashi soplis saxlis yidva saqartveloshi aris 5shi,araferi jobia sopels

  3. nini ამბობს:

    xixixi-xaxaxaxa! mware sofelSi! padavna! frchxilukebis movla ra giJdeba, ha?!

    • unaamarga ამბობს:

      თვითონაც იცი, ბელარუჩკა არასოდეს ვყოფილვარ და ფრჩხილუნებსაც თვითონ ვუვლი, უმეტეს შემთხვევაში. 😛

  4. polkovniki ამბობს:

    რა კარგი პოსტი იყო, კინაღამ სოფელში წასვლა მომინდა მეც 🙂

    მაგრამ ჭიანჭველები, მწერები….. ეუფ

  5. sophya ამბობს:

    ისე თუ სოფელში გადაბარგდები ისე, რომ თან წაიღო ნოუთბუქი და ინტერნეტშიც იძრომიალო, გქონდეს ყველანაირი კომფორტი, წიპა სარეცხის მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, კარგი ვანა, კარგი სამზარეულო, კარგი მანქანა, რომ კვირაში ერთხელ ან ორჯერ იარო საყიდლებზე და გასართობად და საქმე ისეთი არაფერი, რა ჯობია, სულ სოფელში ვიქნებოდი 😀 😀 😀

  6. ჯიმი ამბობს:

    სოფელს არაფერი ჯობია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: