მწარეს ბლოგი

chez moi

CAE და ტოლსტოი

on დეკემბერი 13, 2009

ვაშა-ვაშაა! ისევ ვწერ! მორიგ დაკარგვამდე შედარებით თავისუფალი დრო მაქვს და კარგად მოვიქცევი ხოლმე! როგორც შეამჩნევდით, ბლოგს საახალწლო სახე მივეცი! ჯერ იყოს ასე და მერე კიდევ რამეს მოვიფიქრებ. მით უფრო რომ ერთიდაიგივე მალე მბეზრდება.

ახლა მოკლედ გეტყვით რა ხდებოდა ჩემს თავს ამ კვირის მანძილზე. ერთადერთი და მნიშვნელოვანი მოვლენა: ჩავაბარე (ან მე მგონია ასე) CAE-ს (Cambridge ESOL Certificate of Advanced English) გამოცდა. სფიქინგის ნაწილი დღეს მქონდა. ნუ, პრინციპში უკეთესადაც შეიძლებოდა, მაგრამ, მთლიანობაში, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. არ მიბლუყუნია და თემიდან არ გადამიხვევია, საერთო ჯამში. ამ ნაწილზე შემიძლია ვთქვა, რომ თუ პარტნიორში გაგიმართლებთ, ყველაფერი კარგად წავა. მოგეხსენებათ, აქ ორ-ორ მსურველთან ხდება გასაუბრება და ერთ-ერთი დავალება დისკუსიის სახით მიმდინარეობს, ხოდა, თუ თქვენი მეწყვილე კარგად გყვებათ და მსჯელობაში კარგად შედიხართ, შესაბამისად, ცოდნის წარმოჩენასაც კარგად ახერხებთ.

რაც შეეხებება წერით ნაწილს, ლისენინგმა გამჭედა ცოტა, რთულიც იყო და თან ვერაფრით მოვახერხე ყურადღების მოკრება! რა უბედურება მჭირდა არ ვიცი, ზუსტად სამჯერ სულ სხვა რაღაცეებზე დავიწყე ფიქრი და გამოცდაზე რომ ვიყავი, სულ დამავიწყდა! რაც შეეხება დანარჩენ ნაწილებს ანუ Reading-ს, Writing-ს და  Use of English-ს საკმაოდ ადვილად გავუმკლავდი. დროც მეყო და არც დავალებები მომჩვენებია რთულად. ერთი ის იყო, რომ ესსეს წერისას მაქსიმუმს გავცდი და მერე ნახევარი საათი ვამოკლებდი. ხა! თითქოს წინა პოსტის დასტურადო,  Use of English-ის ნაწილში ორი ისეთი იდიომა შემხვდა, რომლებიც თავის დროზე, არც მეტი და არც ნაკლები, „Twilight“-ში ამოვიკითხე, მანამდე არ ვიცოდი. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ არსებობს უსარგებლო წიგნები! 😉

სხვა მეტი მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. ტოლსტოის ჩავუჯექი ეს დღეები. უფრო ზუსტად კი, „ანა კარენინას.“ მიდით, მიდით, ჩამქოლეთ, აქამდე წაკითხული არ მქონდა! „ომი და მშვიდობის“ შემდეგ ტოლსტოის სხვა ნაწარმოებებთან ზიარების სურვილი აღარ გამჩენია. დიახ, დიახ, ვიცი, რომ დიდი მწერალია, მაგრამ ხომ არსებობენ პერსონალ პრეფერენსის?  აი, არ მოვიდა ჩემთან არაფრით და რა ვქნა!

Advertisements

4 responses to “CAE და ტოლსტოი

  1. Sophie Golden ამბობს:

    Good luck!!!

    მე ტოლსტოის “ომი და მშვიდობა” და “აღდგომა” მიყვარს ძალიან… “ანა კარენინაშიც” არის რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი, მიყვარს ეს მწერალი.

    • unaamarga ამბობს:

      მე კიდევ ვერ შევიყვარე ვერაფრით. ზედმეტად „ნუდნად“ მეჩვენება. არა, დასაფიქრებელი მომენტები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ საერთო ჯამში ტოლსტოი „ჩემი“ არაა.

  2. Lalena ამბობს:

    წარმატებებს გისურვებ! 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: