მწარეს ბლოგი

chez moi

To diet or … to diet!

on იანვარი 8, 2012

ხვალიდან სრული სერიოზულობით ვიწყებ ექიმის დანიშნული დიეტის დაცვას! ეს იქნება პირველი, ასე ვთქვათ სატესტო ეტაპი. 1 თვის შემდეგ უნდა მივიდე, შედეგების შესამოწმებლად და ახალი ანალიზების ასაღებად. აუცილებელი პირობაა, რომ მთელი ამ დროის მანძილზე დიეტა არც ერთხელ არ უნდა დავარღვიო! თვითონ დიეტა იმაზეა დაფუძნებული, რომ აკრძალული მაქვს რამდენიმე სახის პროდუქტი. რაც შეეხება დანარჩენ საკვებ საშუალებებს, არჩევანში და მომზადების წესში თავისუფალი ვარ, უბრალოდ უნდა დავიცვა პროპორციები: 1/3 ცხოველური საკვები, 2/3 – მცენარეული. ასევე მინიმუმ 12 საათი დღე-ღამეში მშიერი უნდა ვიყო, ანუ, თუ 8 საათზე ვსაუზმობ, ვახშმობა მაქსიმუმ 8 საათზე შემიძლია! შედეგად, წესით, თვეში სადღაც 4-5 კილო უნდა დავიკლო ისე, რომ ორგანიზმი არ გამოიფიტოს და არც მე ვიყო ისტერიკაში, არიქა, ეს არ მეჭმევა, ის არ მეჭმება-თქო!  მოკლედ, 9 თებერვალს დავწერ, როგორ ვიყოჩაღე.

ისევ დიეტის თემაზე: ერთ-ერთ ჟურნალში წავიკითხე, თუ გახდომას გადაწვეტთ, უნდა ჩამოწეროთ ის მიზეზები, რის გამოც წონის დაგდება გინდათო. შემდგომში, როცა დიეტის დარღვევის ცდუნების წინაშე დადგებით, თქვენი ჩამონათვალი გაგახსენდებათ და მოტივაციას შეგმატებთო. ჰოდა, გადავწყვიტე, ეს მეთოდი დავტესტო და აქვე ჩამოვწერო ის მიზეზები, რის გამოც ფორმაში ჩადგომა მინდა.

მაშ ასე, უნდა გავხდე იმიტომ, რომ:

  1. კარგად გამოვიყურებოდე;
  2. არ შემექმნას ჯანმრთელობის პრობლემები (ამით უნდა დამეწყო);
  3. ტრანსპორტში პატარა ადგილი დავიკავო :);
  4. პატარა ზომის ტანსაცმელი ვიყიდო, რაც არჩევანსაც გამიფართოვებს და უფრო ეკონომიურიცაა. ქსოვილის ეკონომიაზე არ მაქვს საუბარი, უბრალოდ, საქართველოში სულ თითებზე ჩამოსათვლელი მაღაზიებია, სადაც დიდი ზომის ტანსაცმელი იყიდება, ამ მაღაზიებშიც ფასები ასტრონომიულია, ხარისხი – ფასის მეათედი, არჩევანიც საკმაოდ მწირი! ტანსაცმლის დიდი ნაწილი ბებიაჩემის ასაკის ქალებისთვისაა გათვლილი! რაც შეეხება ონლაინ შოპინგს, შემჩნეული გექნებათ, ერთი და იგივე ტანსაცმლის ფასი ზომის და, ზოგჯერ, ფერის მიხედვით როგორ იცვლება. ჰოდა, პატარა ზომა = უფრო იაფს;
  5. ახლობელ-ნათესავებმა ტვინის ჭამას თავი დაანებონ (ტყუილია, სხვა საბაბს იპოვნიან);
  6. უფრო ენერგიულად ვიყო და ზაფხულის სიცხეც უკეთესად გადავიტანო;
  7. ცეკვის დროს მოხტუნავე ვინი-პუჰს არ ვგავდე.

სულ ეს 7 პუნქტია! ამჯერად სერიოზულად ვიწყებ ჭარბ წონასთან ბრძოლას! საკუთარი პროგრესის შესახებ აქ დავწერ, პერიოდულად!  2012 წლის ბოლო პოსტს რომ დავწერ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, როგორ გავხდი და სნოგშიბაწელნა გამოვიყურები!


7 responses to “To diet or … to diet!

  1. ჩორვენი ამბობს:

    ცეკვის დროს მოხტუნავე ვინი-პუჰს არ ვგავდე. – ვაიმე ეს ისე საყვარლად ჟღერდა რომ გულში სითბო ჩამეღვარა ♥

  2. Sophie SUNNY Golden ამბობს:

    დილის 8–დან საღამოს 8–მდე როგორ უნდა გაძლო? დარწმუნებული ხარ, რომ უსაფრთხო დიეტაა? კარგად გადაამოწმე რა. იმიტომ, რომ ასეთი დიეტა აუცილებლად გამოიწვევს ორგანიზმის გამოფიტვას, მით უმეტეს თუ ეგრევე ასე მკაცრად დაიწყებ შიმშილს.

    დიეტის სტიმულატორები მომეწონა 🙂 ყველაზე მთავარია, იმ წონის გახდე, რომ ბედნიერი იყო და რაც მთავარია, თავისუფლად ისუნთქო, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით 🙂
    წარმატებებს გისურვებ და შედეგებს ველოდები, ოღონდ, გთხოვ, სერიოზულად დააკვირდი, რამდენად უსაფრთხოა ეს დიეტა.

    • unaamarga ამბობს:

      დილის 8-დან საღამოს 8-მდე კი არა, ანუ თუ დილით 8-ზე საუზმობო, ბოლო საკვების მიღება საღამოს 8-საათამდე შეგიძლია და მერე აღარ უნდა ჭამოო, რომ 12-საათიანი ინტერვალი გამოგივიდეს.

      მეც ეგრე მაქვს გადაწყვეტილი, იმ წონაზე დავდგე, რომ არ მაწუხებდეს, თორემ ახლა სულ არ დავეძებ ფრანგულ პარამეტრებს!

      • Sophie SUNNY Golden ამბობს:

        მადლობა, რომ ამიხსენი, ვერ გავიგე ამ ინტერვალების ამბავი და ბოლთის ცემა დავიწყე =)) მეთქი, თავს იკლავს ეს გოგო ჩვენს თვალწინ.

  3. Toma ამბობს:

    მიზეზები რის გამოც ფორმაში ჩადგომა გინდა ნამდვილად მისასაალმებელია, განსაკუთრებით კი ის მომენტი რომ გინდა ჯანმრთელად იყო, ჩემი აზრით ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია წონის დაკლების მსურველთათვის.

    8-8 საათიან ინტევალი არაა საშიში, და როგორც წესი ვახშმის ჭამა რეკომენდირებულია latest 19.00 საათზე. შენს დიეტაში ის მომეწონა რომ მცენარეულ და ცხოველურსაც. ცხოველური ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პროტეინები ბოსტნეულში არაა.

    რა პროდუქტები აგიკრძალა?

    დიეტით გახდომას ერთი მინუსი აქვს – კანი დუნდება და თითქოს ეკიდება. ამიტომ კარგია თუ დიეტას პატარა ვარჯიშებსაც შეუსაბამებ.აი ნახე ჩემ ბლოგზე.. ყოველი ვარჯიშის შემდეგ ისე მემატება ენერგია, მგონია ზღვას გადავცურავ 🙂

    http://www.tomushka.blogspot.com/search/label/Body%20Rock

    • unaamarga ამბობს:

      სახლში შანსი არაა ვივაჯრიშო, ან დამეზარება, ან ხასითზე არ ვიქნები და ა.შ. ისევ სადმე უნდა ვიარო!

Leave a reply to Sophie SUNNY Golden კომენტარის გაუქმება