მწარეს ბლოგი

chez moi

ჩემი ბლოგი ანუ chez moi!

on ოქტომბერი 15, 2009

დღეს გადავწყვიტე, ჩემი ბლოგის შესახებ გიამბოთ! უფრო სწორად, მის მიმართ ჩემი დამოკიდებულების შესახებ. იყო დრო, წარმოდგენაც არ მქონდა ამ ყველაფერზე. მიუხედავად იმისა, რომ მასალების ძებნისას ბევრი ცნობილი იურისტის ბლოგზე შევსულვარ, კარგად არასოდეს მესმოდა, რას ნიშნავდა მაგიური სიტყვა „ბლოგი“! შარშან, დაახლოებით ამ პერიოდში, ინტერნეტში ქექვისას ერთ-ერთ ქართულ ბლოგზე მოვხვდი. დიდად ვერ დამაინტერესა, მაგრამ მისგან სხვებთან გადავედი და … დაიწყო! პირველი, ვინც მართლა მომხიბლა, დოდკა იყო, რომელიც თავიდან ბიჭი მეგონა! 🙂 სადღაც მე-5 პოსტს ვკთხულობდი, როცა მივხვდი, რომ გოგო წერდა! მისი მეშვეობით სხვა ძალიან კარგ ბლოგებს გავეცანი. არ ჩამოვთვლი, ბევრი გამომივა, თუმცა არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის სოფის ბლოგის აღმოჩენა! ვინმეს გტოვებთ გულგრილს ეს საოცრად თბილი, კეთილი და მზიანი პოსტები? არც მე! მოკლედ, არ გაგიკვირდებათ, რომ დავინტერესდი, ჩემზე კარად იცით ამ სამყაროს ხიბლი! მეც მომინდა წერა და დავიწყე კიდეც. ამ ბლოგს წინ ორი სხვა უსწრებდა. არც ერთი ვარგოდა რამედ და სრულიად სამართლიანად განადგურდა! თავიდან მეგონა, ბლოგი ვორდის ფაილის ინტერნეტ-ვერსია იყო და ნებისმიერ სისულელეს თუ დავწერდი, რაც იმ წუთას თავში მომივიდოდა, საინტერესო იქნებოდა.

მესამე ბლოგი შედარებით უფრო გააზრებულად გავაკეთე. თავიდან კარგად დავფიქრდი, რა მქონდა სათქმელი. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცოდი, არ მინდოდა თემატური ბლოგი, იმიტომ, რომ ერთადერთი სფერო, სადაც ბოლომდე ვერკვევი და სადაც სხვასაც შემიძლია რამე გავუზიარო, სამართალია. შესაძლოა, ამგვარი გვერდი უფრო სასარგებლო ყოფილიყო, მაგრამ მე არ მინდოდა იურიდიულ საკითხებზე წერა! ეს პროფესიაა და ისედაც დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში! ასე რომ, ისევ ძველ ხაზს მივყვები! ვწერ ყველაფერზე, რაც თავში მომივა და რისი გაზიარებაც მინდება! შესაშური სტატისტიკა ნამდვილად არ მაქვს და თვითონაც ძალიან კარგად ვიცი, რა აკლია ამ ბლოგს, მაგრამ, მაინც არის ხალხი, ვისაც მოსწონს ჩემი ნაწერი და მე ეს მყოფნის! ბუნებრივია, შემიძლია მივყვე, მაგალითად, სვითის გაკვეთილებს, დავგეგმო პოსტები ისე, როგორც სამუშაოს ვგეგმავ და კიდევ სხვა გზებს მივმართო აქაურობის გასაუმჯბესებლად, მაგრამ ასე წერა მომწონს, სპონტანურად და მხოლოდ იმაზე, რაც კონკრეტულ მომენტში მაწუხებს ასე უფრო გულწრფელი და უფრო ჩემეული ნაწერი გამომდის, თითქოს (სხვები მე ნუ დამიჯერებთ! სვითის და სხვა გამოცდილი ხალხის რჩევებს მიყევით)!

მოკლედ, ბლოგის შექმნის და მისი შეყვარების შემდეგ, იყო მისი ჩემს მიერ ოფიციალურად აღიარების ეტაპი! ახლავე აგიხსნით, რაზეა საუბარი!  თავიდან, როცა წერა დავიწყე, კატასტროფულად არ მინდოდა, ვინმეს იგი ჩემთან დაეკავშირებინა. თითქოს მე სხვა ვიყავი და ეს ვიღაც მწარე კიდევ სხვა! ამიტომაც არ არის ვორდპრესის ანგარიშში მითითებული ის მეილი, რომელსაც ჩვეულებრივ ვიყენებ (და რომელიც ჩემს სახელსა და გვარს შეიცავს), ბლოგი ასევე არ იყო ფეისბუქზე ჩემს აქაუნთთან დაკავშირებული და არც ამ ქსელში ქართველი ბლოგერების გვერდზე დავრეგისტრირებულავრ საკმაოდ დიდი ხანი, რომ ვაიდა, ვინმესათვის ცნობილი არ გამხდარიყო მისტიური მწარეს ვინაობა :D! ყოვლად არაჯანსაღი დამოკიდებულებაა, გეთანხმებით! განსაკუთრებით გული მისკდებოდა, რომელიმე ჩემი რეალური ნაცნობი არ მოხვედრილიყო აქ, თანამშრომელი, მეგობარი ან კიდევ სხვა ვინმე. მერე გავიარე ეს მომენტი და გადავწყვიტე ეს ორი, რეალური და ვირტუალური პიროვნება გამეერთიანებინა! ახლა ჩემი ბლოგი ყველა ჩემს სიგნიჩაშია (ნუ, არა სამსახურის მეილზე, ცხადია), ფეისბუქზე ჩემს პროფილთანაც მიბმულია, ქართველი ბლოგერების ჯგუფშიცაა და ჩემს მეგობრებშიც არიან სხვა ბლოგერები! ჩემი მეგობრები და კოლეგებიც შემოდიან ხოლმე აქ! თავიდან, საკუთარი თავის იდენტიფიცირება რომ მოვახდინე, მეგონა, ისე გულახდილად და პირდაპირ ვეღარ დავწერდი რაღაცეებს, მაგრამ არა! ისედაც მესმოდა ბლოგსა და პირად დღიურს შორის განსხვავება და რისი საჯაროდ გამოფენაც მინდა, იმას კი ისევ ისე ვწერ, როგორც მანამდე. თავისებური მუღამიც აქვს ამ ყველაფერს! ამ ხალხს იმ სამყაროში ვახედებ და სულის იმ ნაწილს ვუჩვენებ, რომელსაც, პრაქტიკულად, არასოდეს ვეხები პირადად საუბრისას. ვიღაცეებმა მართლა აღმოაჩინა, რომ არ ვყოფილვარ ისეთი უემოციო, როგორც ვჩანვარ!

ხოდა, ახლა მართლა ჩემი ნაწილია აქაურობა, მართლა შე მუა ხართ ყველა, ვინც შემოდიხართ! მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ წერა მეზარება, მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული და რეიტინგული ეს ბგლოგი ვერასოდეს იქნება, ჩემივე დამოკიდებულების გამო, აქაურობა მაინც ძალიან ბევრს ნიშნავს! მიტოვებაზე არ ვფიქრობ! იცით, განსაკუთრებით რთული შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ პოსტვის დაწყება იყო. ერთთვიანმა პაუზამ აქაურობას გადამაჩვია, მაგრამ რომ გადავიკითხე ძველო პოსტები და კომენტარები, აღმოჩნდა რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც თურმე ჩემი ნაწერი მოსწონთ და საინტერესოდ ეჩვენებათ! ამან გამამხნევა და თავიდან დამაწყებინდა ყველაფერი. ხოდა, ვაგრძელებ ისე, როგორც მე მომწონს და სანამ ერთი ამგვარი კომენტარი მაინც დამხვდება, წერას არ შევწყვეტ!

და ბოლოს, ახლო წარსულში რამდენიმე ჩემმა კოლეგამ მკითხა, რაში გჭირდებაო ეს ბლოგი და არ გეშინია, მანდ გამოთქმულმა აზრებმა სამსახურებრივი კარიერა რომ გაგიფუჭოს შემდეგშიო! პირველ კითხვას, მგონი, პოსტმა გასცა პასუხი – არ მჭირდება, მიყვარს და ხომ მაქვს უფლება ვაკეთო რაღაც საკუთარი სიამოვნებისათვის? მეორე კითხვას რაც შეეხება, ამაზე ფიქრიც სისულელეა! ამ ბლოგს არ აქვს ისეთი შინაარსი, რომ რამენაირად დამაზარალოს, თანაც, რომც ჰქონდეს, მაინც არ შემეშინდებოდა, ეტა ტავო სტოილა ბი!

Advertisements

14 responses to “ჩემი ბლოგი ანუ chez moi!

  1. Dodka ამბობს:

    ძალიან მაგარი პოსტია, ძალიან. წავედი ვიფიქრო ჩემი და ჩემი ბლოგის დამოკიდებულებაზე :დ

    პ.ს.: ისე მიხარია, როცა ბიჭი ვგონივარ ვინმეს (ძალიან ხშირად ხდება ესეთი), ამაზე დიდ კომპლიმენტს ვერავინ მოიფიქრებს! ესე იგი, ბანალურ-ქალურად არ ვწერ :დ :დ

  2. daliela ამბობს:

    არც ჩემი ბლოგი არ იქნება არასდროს რეიტინგული,მაგრამ იცი რა ძვირფასია ჩემთვის? შენი პაწუა კუთხე რომ გაქ,მოხვალ იბოდიალებ ,დაანთხევ ბოღმას და სხვების ბოდიალსაც წაიკითხავ. ამაზე გემრიელი საქმიანობა ნეტშო არ არსებობს! :yes:

  3. Sophie Golden ამბობს:

    ნამდვილი იურისტივით ჩამოაყალიბე ყველაფერი ამ პოსტში. წავიკითხე და მეთქი, WOW, აი, დალაგებული და გონიერი აზრები.

    მე მიყვარს შენი ბლოგი წაკითხვის დღიდან :yeah:

  4. teo ამბობს:

    XATO UNICIERESI ADAMIANI XAR 🙂 AM PATARA CHNEUL CHANACEREBSHI BEVRAD METI IKITXEBA SHENZE, CERA GAAGRDZELEE, ES MARTLAC KARGAD GAMOGDIS 🙂 TEONA JANELIDZE

  5. ანონიმური ამბობს:

    CHNEUL – SHENEUL 🙂 RA BATI VAAR 🙂

  6. Clown^^ ამბობს:

    რა კაი პოსტია :>
    ყველანაირად იგრძნობა ბლოგის სიყვარული ^^

  7. unaamarga ამბობს:

    ყველას დიდი მადლობა! ვკითხულობ და მიყვარს თქვენი ბლოგები! თეო, შენც თუ გააკეთებ ბლოგს, შენიც მეყვარება 😉

  8. Lalena ამბობს:

    ვერ გამოვთქვავ პრეტენზიას, რომ ოდესმე ჩემი ბლოგი პოპულარულია, რამდენჯერმე დავფიქრი, ხომ არ შევეშვათქო მაგრამ შენსავით ძველმა პოსტებმა და ხალხის კომენტარებმა გადამაფიქრებინა 🙂

    ხოოოდა მე ძლაინ ძალიან მიყვარს შენი ბლოგის კითხვა 🙂

  9. Lilu ამბობს:

    მე მაგალითად ზუსტად ამ მწარეს მეშვეობით მოვხვდი აქ და ძალიან დიდი მადლობელიც ვარ! ხათო, მართლა ძალიან კარგად წერ, არც გაბედო შეწყვეტა!!!

  10. Katten Försvann ამბობს:

    ra kargi postia. ragac msgavsi grdzonebi maqvs mec blogTan dakavSirebiT, Tumca roca blogeroba davicke, arcert qartvel blogers ar vicnobdi 😀 😀 da chemi pirveli blogic sashinlad dangreuli inglisurit icereboda 😀 😀

  11. sofok ამბობს:

    me piradad es blogi zalian mxiblavs da xshirad vstumrob..da rac mtavaria ar getanxmebi imashi rom,es blogi araa reitinguli da carmatebulii!!!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: